დელტა
სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტების ხელმძღვანელები “დელტას” ესტუმრნენ

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტასთან" მიმდინარე ერთობლივი პროექტების გაცნობის მიზნით ცენტრის დირექტორმა ზურაბ აზარაშვილმა და მისმა მოადგილემ, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა, "დელტას"დაქვემდებარებაში მყოფ ექვსი ინსტიტუტის ხელმძღვანელებს უმასპინძლეს. მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტის, სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის, სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის, სსიპ გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის, სსიპ სამეცნიერო ტექნიკური ინსტიტუტი "ოპტიკასა" და სსიპ ფერდინანდ თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა შეხვედრის დასასრულს, დელტას საწარმოო შესაძლებლობები დაათვალიერეს.

+
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ახალ ხელმძღვანელის ვიზიტი “დელტაში”

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ახალ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ პოლივას სტრაზდასს და აშშ-ის სამხედრო ატაშე სტეფანი ბეგლის უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ აზარაშვილმა ორგანიზაციაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, რის შემდეგაც სტუმრებმა „დელტას“ საწარმოო სიმძლავრეები და ქართული წარმოების სამხედრო დანიშნულების პროდუქცია დაათვალიერეს

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების გენერალური დირექტორატის დელეგაცია “დელტას” ეწვია.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ აზარაშვილმა, ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების გენერალური დირექტორატის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის (DGA) დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე სტუმრები "დელტას" ისტორიას, განხორციელებულ პროექტებს და სიახლეებს გაეცნენ, განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც.

შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წარმომადგენლებმა „დელტას“ საწარმოო შესაძლებლობები და ქართული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნიმუშები დაათვალიერეს.

“დელტამ” ინდონეზიის რესპუბლიკაში სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა BISON-ი გააგზავნა.

სსსტც "დელტამ" ინდონეზიის რესპუბლიკაში სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა DIDGORI MedEvac-ის სპეციალური მოდიფიკაცია BISON-ი გააგზავნა.
აღნიშნული მოდელი წარმოადგენს ჯავშანმანქანა დიდგორის დაჯავშნულ სამედიცინო მოდიფიკაციას, რომლის დანიშნულებაც ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანაა.
სსსტც დელტას შესაბამისი სამსახური აქტიურ მუშაობას აგრძელებს შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკის ექსპორტზე გასატანად.

ზურაბ აზარაშვილი „დელტას“ ხელმძღვანელად დაინიშნა

სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტას“ თანამშრომლებს ზურაბ აზარაშვილი პირადად წარუდგინა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას „დელტას“ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ახალი მენეჯმენტისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი თანამშრომლებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა იქნება. „ჩვენი მთავარი მიზანია „დელტაში“ მომუშავე თითოეული თანამშრომელი იყოს კმაყოფილი. ჩვენ უზრუნველყოფთ მათი პოტენციალის სწორად გამოყენებას ქვეყნის გასაძლიერებლად“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტას“ თანამშრომლებთან შეხვედრისას.

„დელტას“ ახალ დირექტორს, ზურაბ აზარაშვილს კომერციულ სტრუქტურებში, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.

სამხედრო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“  საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს

მიმდინარე წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება დელტასა  და სს „თამ“ თბილავიამშენს შორის მოძრავი ქონებით სარგებლობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც დელტას ეძლევა საშუალება გაარემონტოს და ექსპლუატაციაში ჩაუშვას 2010 წლამდე პერიოდში თბილისის საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე (ე.წ. 31 ქარხანა) არსებული დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ის ჩარხ-დანადგარები, რომლებიც  უმნიშვნელოვანესია ეროვნულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალ მიმართულებათა განვითარებისთვის, მათ შორის სახმელეთო და საავიაციო მანქანათმშენებლობა.

როგორც ცნობილია, სსიპ სსსტც „დელტა“ ე.წ. 31 ქარხნის ტერიტორიაზე ოპერირებს უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც 2013 წლიდან გაფორმებული აქვს სს „თამ“ თბილავიამშენთან. სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საწარმოო სიმძლავრეების აღდგენის მიზნით, მოხდა ზემოხსენებული შეთანხმების მიღწევა.

უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე დელტამ ე.წ. 31 ქარხნის ტერიტორიაზე უკვე გაარემონტა  საწარმოები, სადაც ახლა სრულყოფილად მიმდინარეობს მეტალურგიული, საშემდუღებლო, სახარატო და სხვა სახის სამუშაოები, აღნიშნულ ტერიტორიაზე, აშენდა ჯავშანმანქანების ახალი საამწყობო საწარმო, რაც აქამდე არსებული საწარმოო შესაძლებლობების ათვისების კარგი მაგალითია.

საძირკველი ჩაეყარა ეროვნული მნიშვნელობის დიდი გაბარიტების მქონე დეტალების სახარატო დამუშავების საწარმოს მშენებლობას, რომელიც მოემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებს.

 დიდ გაბარიტებზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული საწარმო შესაძლებელს გახდის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის გაუმჯობესებას და შესაძლებელი იქნება ისეთი ტექნოლოგიურად რთული კონსტრუქციების შექმნა, რომელთა დამზადებაც აქამდე შეუძლებელი იყო. 

დელტა აგრძელებს ეროვნული სამხედრო-სამრეწველო ბაზის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას და ასევე იწყებს 2010 წლამდე პერიოდში დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ჩარხ-დანადგარების რემონტსა და მოვლა-პატრონობას.

სსიპ სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ცენტრი ვალდებულებას იღებს შეაკეთოს და მუშა მდგომარეობაში ამყოფოს ჩარხ-დანადგარები, დელტას მეურვეობა უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვას, ჩარხ-დანადგარების მუშა, გამართულ მდგომარეობაში ყოფნას მათი მესაკუთრის მიერ შეუფერხებლად ოპერირების პირობებში. 

ვინაიდან, ე.წ. 31 ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ჩარხ-დანადგარები უმნიშვნელოვანესია ეროვნულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალ სხვადასხვა მიმართულებათა განვითარებისთვის, დელტაში უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც შეისწავლის ზემოხსენებული ქონების მდგომარეობას და შეადგენს მათი რემონტისა და მოვლა-პატრონობის ერთიან გეგმას.

 

1 2 3 15