დელტა
გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი სტუმრად ,,დელტაში,,

7 ნოემბერს სსსტც ,,დელტას,, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის კურსანტები და ინსტრუქტორები ესტუმრნენ.
სამხედრო საქმით დაინტერესებული ახალგაზრდები თბილისის საავიაციო ქარხნის ისტორიას გაეცნენ, შემდეგ კი საწარმოში ,,დელტას,, მიერ შექმნილი ქართული შეიარაღების სხვადასხვა ნიმუშები დაათვალიერეს.

ლეგიონი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელს ატარებს და მოზარდების სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას ემსახურება.

 

 

 

 

 

1 13 14 15