დელტა
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ 16 მაისს დედოფლისწყაროს, სიღნაღის და გურჯაანის რაიონში შიდამასიური ღრუბლის მასები გაანეიტრალა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 16 მაისს დედოფლისწყაროს, სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში შიდამასიური ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც 82 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გასროლილი. დღის მეორე ნახევრიდან სისტემის მართვის ცენტრის მიერ აღნიშნული რაიონების თავზე შიდამასიური ღრუბლის წარმოქმნა დაფიქსირდა. საერთო ფართობით 550 კმ2, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 18 მმ იყო.
15:13 დან 17:14 საათამდე ღრუბლის მასები 82 ერთეული რაკეტით დამუშავდა, რის შედეგადაც ნალექის ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა. სეტყვის მოსვლა მხოლოდ სისტემის მოქმედების ზონის გარეთ, დასახლებული პუნქტების თავზე დაფიქსირდა.

14 მაისს ახმეტის რაიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 14 მაისს ახმეტის რაიონში ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც 22 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გასროლილი.

დღის მეორე ნახევრიდან სისტემის მართვის ცენტრის მიერ დაფისქირდა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები, საერთო ფართობით 220 კმ2, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 60 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 5 მმ იყო.
15:31 დან 15:42 საათამდე ღრუბლის მასები 22 ერთეული რაკეტით დამუშავდა, რის შედეგადაც ნალექის სრული მასა ახმეტის რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა.

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად 10-11 მაისს კახეთში გამორჩეულად ძლიერი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად 10-11 მაისს კახეთში გამორჩეულად ძლიერი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად 10-11 მაისს კახეთის რეგიონში განსაკუთრებით მძლავრი სეტყვასაშიში პროცესები იქნა თავიდან არიდებული, რისთვისაც სისტემამ 292 რაკეტა გაისროლა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 10 მაისის დღის მეორე ნახევრიდან დაფიქსირდა კახეთის რეგიონში, სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები, საერთო ფართობით  4200 კმ2. ღრუბლის მასებმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარელის და დედოფლისწყაროს  რაიონები. 14:30 საათისთვის  სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, სეტყვის მარცვლების სავარაუდო ზომამ კი 20 მმ-ს.
10 მაისის დღის 14:34 საათიდან 11 მაისის დილის 07:03 საათამდე ღრუბლების დამუშავება 292 ერთეული რაკეტით ეტაპობრივად განხორციელდა, შემოსული ნალექის სრული მასა აღნიშნული რაიონების თავზე ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური მუშაობის შედეგად 5 დან 8 მაისამდე  კახეთში რამდენიმე ძლიერი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა და მნიშვნელოვნად შესუსტდა.

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 5 მაისიდან 8 მაისამდე პერიოდში კახეთში 393 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა გაისროლა, რითაც რამდენიმე ათასი კმ2 საერთო ფართობის ღრუბლის მასა იქნა დამუშავებული. ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ნალექის უდიდესი ნაწილი წვიმის და უწვრილესი უსაფრთხო ზომის სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა.

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში 5 მაისის დღის 13:17 საათიდან მძლავრი შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბლის ჩამოყალიბება დაფიქსირდა.
15:52 სათისთვის სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომამ 15 მმ.
15:53 საათიდან 22:08 სათამდე ღღუბლების ეტაპობრივი დამუშავება 119 ერთეული რაკეტით განხორციელდა.

ზემოქმედების შედეგად ნალექსის უდიდესი ნაწილი ჩამოიცალა წვიმის სახით.

.............................

7 მაისს დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებითან რამდენიმე მძლავრი ფრონტალური ღღუბლის მასა შემოვიდა.
17:33 საათისთვის ნალექსია მასებმა ახმეტის და თელავის რაიონები მოიცვა, რასაც 18:34 სათისთვის თელავის რაიონში ახალი ღრუბლის შემოსვლა დაემატა. ღრუბლის გადაადგილების პარალელურად განუწყვეტლივ ხდებოდა ნალექის რაკეტებით დამუშავება.
20:31 საათიდან ახალი ფრონტალური ღრუბლის მასა საგარეჯოს ტერიტორიაზე შემოვიდა, რომელმაც 21:24 საათისთვის გურჯაანის რაიონისკენ გადაინაცვლა 22:19 საათისთვის კი ყვარლის და ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიაზე ჩამოიცალა.
05:39 საათისთვის სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით შემოვიდა ღრუბელთა სისტემა, რომელიც დამუშავების შედეგად 06:39 საათისთვის კავკასიონის ქედზე ჩამოიცალა წვიმის სახით.

ზემოქმედების შედეგად მოხერხდა ფრონტალური ღრუბლის მასების არსებულ მასშტაბებში შეკავება და მასში არსებული უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების ზომაში და რაოდენობაში ზრდა თავიდან იქნა არიდებული.
გასროლილი იქნა 174 ერთეული რაკეტა.

ატმოსფერული მოვლენები ერთიან პროცეში გაგრძელდა 8 მაისსაც, დილის 09:00 საათიდან რეგიონში განვითარება დაიწყო შიდამასიურმა ღრუბლის მასებმა, რასაც თან დაერთო ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლაც.
09:25 საათიდან 11:15 საათამდე ღრუბლები 100 ერთეული რაკეტით დამუშავდა.
შედეგად ფრონტალურ ღრუბლის მასებში არსებული სეტყვის მარცვლები არსებულ პარამეტრებში იქნა შენარჩუნებული და შეიზღუდა მათი ზომაში და რაოდენობაში გაზრდა. შიდამასიური ღრუბლის სრული მასა კი წვიმის სახით ჩამოიცალა.
ზემოთაღნიშნული ატმოსფერული პროცესების განვითარების და ღრუბელთა მასების გადაადგილების პარალელურად განუწყვეტელ რეჟიმში ხდებოდა მათი სარაკეტო დამუშავება. რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი და წვიმა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 30 აპრილიდან 2 მაისამდე კახეთში რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი გაანეიტრალა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 30 აპრილიდან 2 მაისამდე კახეთის რეგიონში რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა, რისთვისაც საერთო ჯამში 130 ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი.
30 აპრილის დღის 12 :10 საათიდან კახეთის რეგიონში, თელავის და ახმეტის რაიონების თავზე  რამდენიმე შიდამასიური და ფრონტალური ღრუბლის მასა დაფიქსირდა.   სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 20 მმ იყო.  25 სეტყვასაშიში ღრუბლის კერის დასამუშავებლად გასროლილი იქნა 70 ერთეული რაკეტა. ნალექის ძირითადი მასა აღნიშნულ რაიონებში წვიმის სახით ჩამოიცალა.

1 მაისის 19:24 საათიდან 2 მაისის დილის 06:30 საათამდე სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები ახმეტის, თელავის, სიღნაღის და გურჯაანის რაიონების თავზე ეტაპობრივად განვითარდა.
I,II და III კატეგორიის ფრონტალური და შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბლებიდან სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 10-15 მმ იყო.
19:24 სთ-დან 19:44 სთ-მდე ახმეტის,  03:17სთ-დან 04:05 სთ-მდე თელავის,  04:36 სთ-დნ 05:50 სთ-მდე სიღნაღის და 06:20 სთ-დან 06:30 სთ-მდე გურჯაანის რაიონების თავზე ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების მიზნით სისტემამ 60 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა.  ნალექის დიდი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა.

 

1 2 3 4 5 6 14