დელტა
11 სექტემბერს კახეთის რაიონებში მასშტაბური სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური მუშაობის შედეგად მაქსიმალურად იქნა შესუსტებული

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური მუშაობის შედეგად 11 სექტემბერს კახეთის ექვს  რაიონში 3100 კვ.კმ  საერთო ფართობის გამორჩეულად დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა და სეტყვისგან მოსალოდნელი ზარალის უდიდესი ნაწილი თავიდან იქნა არიდებული , რისთვისაც სისტემამ 150-მდე რაკეტა გაისროლა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა 11 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში  ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხისა და დედოფლისყაროს რაიონებში  3100 კვ.კმ საერთო ფართობის მქონე მასშტაბური ფრონტალური და შიდამასიური ტიპის სეტყვასაშიში  ღრუბლის მასები დაამუშავა. გასროლილი იქნა 150 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა.
რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებიდან
11  სექტემბრის დღის მეორე ნახევარში დაიწყო. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 40 მმ იყო. ღრუბლის მასებმა რეგიონში უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები შემოიტანა და ეტაპობრივად მოიცვა ზემოთაღნიშნული ექვსი რაიონი ამას თან დაერთო ადგილობრივად წარმოქმნილი შიდამასიური ღრუბლის კერები და ძლიერი ქარი.

18:47 საათიდან 23:08 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.  ღრუბლის მასების დასახლებლი პუნქტების თავზე გადაადგილების გამო ზოგიერთ რაიონში დამუშავება რაკეტის სროლისათვის აკრძალული ზონების არსებობის პირობებში განხორციელდა.

ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების შედეგად აღნიშნულ რაიონებში მოსალოდნელი დიდი რაოდენობის მყარი ნალექის (სეტყვა) ჩამოცლა სასოფლო სამეურნეო სავარგულებში მაქსიმალურად იქნა შემცირებული და თელავის და ლაგოდეხის რაიონებში ძირითადად დასახლებული პუნქტების თავზე დაფიქსირდა. ნალექის დიდი ნაწილი კი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

7  სექტემბერს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით კახეთის ოთხ რაიონში ძლიერი სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 7 სექტემბერს კახეთის ოთხ რაიონში 1800 კვ.კმ საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც სისტემამ 41 რაკეტა გაისროლა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა 7 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში სიღნაღის, ყვარელის, ლაგოდეხის და დედოფლისყაროს რაიონებში  1800 კვ.კმ საერთო ფართობის მქონე ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში  ღრუბლის მასები  გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 41 ერთეული რაკეტა.

რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან
7 სექტემბრის საღამოს საათებში დაიწყო. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 15 მმ იყო.

19:15 საათიდან 20:30 საათამდე ღრუბლის მასები 41 ერთეული რაკეტით რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.

დამუშავების შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

29 ივნისს საგარეჯოს რაიონში სეტყვასაშიში  ატმოსფერული პროცესები განეიტრალდა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ  29 ივნისს საგარეჯოს რაიონში  587 კმ2 საერთო ფართობის შიდამასიური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 20 ერთეულამდე რაკეტა.

საგარეჯოს რაიონის თავზე ღრუბლის მასებმა ჩამოყალიბება დღის მეორე ნახევრიდან დაიწყო.  კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 35 მმ იყო.
17:26 სთ-დან  17:57 სთ-მდე ღრუბლები 20 ერთეულამდე რაკეტით დამუშავდა.
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით ეფექტური დამუშავების შედეგად ნალექსის სრული მასა აღნიშნულ რაიონში ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა

19 ივნისს კახეთის ოთხ რაიონში ძლიერი სეტყვასაშიში  ატმოსფერული პროცესები განეიტრალდა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ  19 ივნისს ახმეტის,  თელავის, ყვარლის და  გურჯაანის რაიონებში  710 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში  ღრუბლის მასები სრულად გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 60-ზე მეტი  რაკეტა.
რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულეიდან დღის მეორე ნახევარში დაიწყო და ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, ყვარლის და გურჯაანის რაიონები. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 15 მმ იყო.
17:30 საათიდან 23:50 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა რისთვისაც 60-ზე მეტი რაკეტა გაიხარჯა.
დამუშავების შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

12 ივნისს გურჯაანის და სიღნაღის რაიონებში სეტყვასაშიში ღრუბლის  დიდი მასები განეიტრალდა.

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ  12 ივნისს სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში  965 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიშ ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება. ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო, შეზღუდვების პირობებში გასროლილი იქნა 60 ერთეულამდე რაკეტა.

ღრუბლის მასები კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემოვიდა და მას ადგილზე დაემატა შიდამასიური ღრუბელიც.  კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 20 მმ იყო. 16:57 საათიდან 18:18  საათამდე 60-მდე რაკეტით 18 სეტყვასაშიში ღრუბლის კერა დამუშავდა.

აქტიური ზემოქმედების შედეგად ატმოსფერული პროცესების მაქსიმალურად განეიტრალება მოხერხდა,  ნალექის დიდი ნაწილი ორივე რაიონში უმეტესად ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა. წვრილი სეტყვის მარცვლების მოსვლა აღინიშნა მხოლოდ სიღნაღის რაიონში, კერძოდ სოფლებში - ვაქირის, მაშრაანის და საქობოს ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ სოფელი საქობო მდებარეობს სროლისთვის აკრძალულ ზონაში.
17_44

1 2 3 4 14