დელტა
10-11 ივნისის ღამეს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად კახეთის რეგიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები მაქსიმალურად იქნა განეიტრალებული.

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ  10-11 ივნისს კახეთის რეგიონში უპრეცედენტოდ  დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება. 4128 კმ2 საერთო ფართობის ღრუბლის მასების გასანეიტრალებლად  500 ერთეულამდე  რაკეტა იქნა გასროლილი.
აღსანიშნავია  რომ ამ რაოდენობის რაკეტები ერთ ჯერზე  სისტემის არსებობის განმავლობაში პირველად იქნა გახარჯული.
ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო დამუშავება მუდმივი შეზღუდვების პირობებში ხორციელდებოდა.
რეგიონში ფრონტალური ტიპის ღრუბლის მასების შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან 10 ივნისის დღის პირველი ნახევრიდან დაიწყო, ღრუბლებმა პირველ ეტაპზე საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის და ყვარლის რაიონები მოიცვა. ღამის საათებში კი ატმოსფერული პროცესები კახეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა, რასაც დაემატა ადგილობრივი შიდამასიური ღრუბლების წარმოქმნაც.
რეგიონში შემოსულმა ღრუბელმა თან შემოიტანა ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები, რომელთა მოსალოდნელი ზომა მიწაზე ჩამოცლისას 30 დან 48 მმ-მდე მერყეობდა, სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80-100 % შეადგინა.
10 ივნისის 15:26 საათიდან 11 ივნისის 04:35 საათამდე სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ 500-მდე რაკეტა გაისროლა, დამუშავების პროცეში ჩართული იყო თითქმის ყველა სარაკეტო დანადგარი.
აქტიური ზემოქმედების შედეგად  კახეთის რეგიონის თავზე განვითარებული უმძლავრესი ატმოსფერული პროცესების მაქსიმალურად განეიტრალება მოხერხდა, ნალექის დიდი ნაწილი რვავე რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა.
კახეთის რეგიონში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემით დაცული 600 ათასი ჰექტრიდან სეტყვის მოსვლა დიდ ფართობებზე გაშლილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში მაქსიმალურად იქნა თავიდან არიდებული და ძირითადად საგარეჯო-გურჯანიის რაიონებში  სროლისთვის აკრძალული ზონების თავზე, დასახლებულ პუნქტებში ჩამოიცალა.

7-8 ივნისს კახეთის რეგიონში გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

7-8 ივნისს „დელტას“ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული, გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა, რისთვისაც 360-ზე მეტი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გასროლილი.

7 ივნისის დილის საათებიდან სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა მეტეორადარიდან მიღებული ინფორმაციით  კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები დააფიქსირა. ნალექის შემოდინება 8 ივნისის დილის საათებამდე გაგრძელდა და მაისმა საერთო ფართობმა 3985 კმ2 შეადგინა.
სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, 30 მმ-მდე დიამეტრის სეტყვის მარცვლების მოსვლა საერთო ჯამში 51400 ჰექტარზე იყო მოსალოდნელი, რაც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ დაცული სახნავ-სათესი და მრავალწლიანი კულტურების მთლიანი ფართობის 19 %  შეადგენს.
7 ივნისის 12:40 საათიდან 8 ივნისის დილის 06:21 საათამდე 11 სეტყვასაშიში ღრუბლის კერა ეტაპობრივად დამუშავდა საგარეჯოს, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში.
ზემოქმედების შედეგად უმცირესი ზომის სეტყვის მარცვლები მხოლოდ ლაგოდეხის რაიონში დაფიქსირდა, ნალექის უმეტესი ნაწილი კი დანარჩენ რაიონებში წვიმის სახით ჩამოიცალა.

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ 31 მაისს გურჯაანის რაიონში ეფექტურად იმუშავა

31 მაისს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთის მთელი რეგიონის მასშტაბით სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან შემოსული 2000 კმ2-ზე მეტი საერთო ფართობის მქონე ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დაამუშავა, თელავის, სიღნაღის, საგარეჯოს, ლაგოდეხის და გურჯაანის რაიონებში. ფრონტალურმა ღრუბლის მასამ რეგიონში ჩამოყალიბებული 30-35 მმ ზომის სეტყვის მარცვლები შემოიტანა, ნალექის უდიდესი ნაწილი გურჯაანის რაიონში იყო შემოსული.
სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად მაქსიმალურად იქნა თავიდან არიდებული ნალექის სეტყვის სახით ჩამოცლა. მიუხედავად უმძლავრესი ატმოსფერული პროცესებისა, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის აქტიური ზემოქმედების შედეგად 31 მაისს სეტყვის მოსვლა დაფიქსირდა მხოლოდ 313 ჰეკტარზე, რაც გურჯაანის რაიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 6,26%-ია.
აღნიშნული მონაცემი დასტურდება გურჯაანის რაიონში სტიქიით მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისიის მიერ. ამავე კომისიის მიერ მოწოდებული მონაცემიდან კარგად ჩანს ისიც, რომ დასეტყვილი სავარგულებიდან 223 ჰექტარზე ვენახის დაზიანების მაჩვენებელი შეადგენდა მხოლოდ 5-10%, ხოლო დანარჩენ 90 ჰეკტარზე კურკოვანი ნარგავების დაზიანების მაჩვენებელი - საშუალოდ 20%.

dasetyvili 2

setyva 1

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად კახეთის რამდენიმე რაიონში მძლავრი ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად იქნა შესუსტებული

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 20 მაისს კახეთის ექვს რაიონში 3714 კმფართობის მქონე ფრონტალურ სეტყვასაშიშ ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება, რისთვისაც 230  ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი.
რაკეტების სროლები მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში განხორციელდა, რადგან გაუარესებული ამინდის გამო საჰაერო სივრცე საფრენი აპარატებით იყო გადატვირთული, რაც რაკეტების დროულად გასროლის შემაფერხებელი ფაქტორია.

სისტემის მართვის ცენტრის მიერ დღის 11:00 საათიდან კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებიდან დიდი ფართობის მქონე ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლა დაფიქსირდა.
ღრუბელმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარელის, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონები.
მეტეოროლოგიური რადიოლოკატორიდან მიღებული მონაცემების მიხედვით სეტყვის მოსვლის ალბათობა 100 % იყო, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 40-50 მმ. პროცესებს თან დაერთო ადგილობრივად შიდამასიური ღრუბლის მასების ფორმირებაც, რაც სეტყვასაშიში პროცესების დამატებით გაძლიერების წინაპირობაა.
12:04 საათზე და  18:08 სთ-დან  20:41 სთ-მდე 70 ერთეულ სეტყვასაშიშ ღრუბლის კერაზე სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა.

აქტიური ზემოქმედების შედეგად მოხერხდა რეგიონში შემოსული სეტყვასაშიში ნალექის არსებულ მასშტაბებში ლოკალიზება და მისი შემდგომი გაძლიერების თავიდან არიდება.
ნალექის მასა აღნიშნულ ექვს რაიონში წვიმის და ნაწილობრივ სეტყვის სახით ჩამოიცალა.

 

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ 16 მაისს დედოფლისწყაროს, სიღნაღის და გურჯაანის რაიონში შიდამასიური ღრუბლის მასები გაანეიტრალა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 16 მაისს დედოფლისწყაროს, სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში შიდამასიური ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც 82 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გასროლილი. დღის მეორე ნახევრიდან სისტემის მართვის ცენტრის მიერ აღნიშნული რაიონების თავზე შიდამასიური ღრუბლის წარმოქმნა დაფიქსირდა. საერთო ფართობით 550 კმ2, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 18 მმ იყო.
15:13 დან 17:14 საათამდე ღრუბლის მასები 82 ერთეული რაკეტით დამუშავდა, რის შედეგადაც ნალექის ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა. სეტყვის მოსვლა მხოლოდ სისტემის მოქმედების ზონის გარეთ, დასახლებული პუნქტების თავზე დაფიქსირდა.

1 2 3 4 5 14