დელტა
იარაღი თანამგზავრული დამიზნებით

თანამედროვე ომები ზუსტი ნავიგაციისა და კოორდინატების განსაზღვრის გარეშე წარმოუდგენელია. საბრძოლო მოქმედებისას, როგორც საკუთარი ასევე მოწინააღმდეგის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვარა ძალზე მნივნელოვანია. ზურგში თუ მოწინავე პოზიციაზე მყოფი ჯარისკაცებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებს არტილერია და ავიაცია. ხდება ტაქტიკური თუ ფრთოსანი რაკეტების გასროლა.

დღეს, როდესაც მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენების მოცულობა იზრდება, ამ ინფორმაციის სისწორეს გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს.
ნავიგაციის და მიზნის მითეთების საშუალებებმა განვითარების დიდი გზა გაიარეს. დრო როდესაც ჯარისკაცები მხოლოდ კომპასის და რუკის იმედზე იყვნენ, გავიდა. უმჯობესდებოდა მართვადი იარაღის დამიზნების საშუალებებიც. გარკვეული ინტერვალით ერთმანეთს _ რადიო, სადენური, ლაზერული, ტელევიზიური, სითბური მეთოდები ენაცვლებოდნენ.
თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით დღეს საკუთარი და მოწინააღმდეგის კოორდინატების განსაზღვა და მაღალი სიზუსტის იარაღის დამიზნებაც, ერთიანი _ თანაგზავრული ნავიგაციის გამოყენებით შეიძლება.
გლობალური პოზიციონირების სისტემის აღმნიშვნელი აბრევიატურა GPS ყველასთვის ცნობილია. უკანასკნელი 5-10 წლის განმავლობაში ის სამოქალაქო მოსახლეობის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

GPSsheiaragebafotoebi (8)

GPS თანამგზავრების ორბიტები ისეა შერჩეული, რომ პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან, მიმღები მოწყობილობა მინიმუმ 4 თანამგზავრს ხედავს.

GPS-ის სამხედრო ნარსახეობას (M კოდი) ეფუძნება ფრთოსანი რაკეტების, მაღალი სიზუსტის ბომბებისა და საარტილერიო ჭურვების გამოყენება. კავშირის ამ სახეობას ეყრდნობა საბრძოლო სამძებრო-სამაშველო ჯგუფების რადიოსადგურები და ჯარისკაცის ინდივიდუალური საშუალებების დიდი ნომენკლატურა.
თანამგზავრული ნავიგაციის ისტორია სათავეს 1957 წლის 4 ოქტომბერს იღებს. სსრკ-ს მიერ ორბიტაზე გაშვებული პირველი ხელოვნური თანამგზავრი, ამ უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიის ისტორიაში გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.
საბჭოურ თანამგზავრზე დაკვირვებისას ამერიკელმა მეცნიერებმა რიჩარდ ქეშნერის ხელმძღვანელობით აღმოაჩინეს, რომ გადაცემული სიგნალების სიხშირე თანამგზავრის მოახლოებასთან ერთად იზრდებოდა და დაცილებას მცირდებოდა. მეცნიერებს შესანიშნავი აზრი დაებადათ. დედამიწიდან თანამგზავრის გაცილება გამოსხივებული რადიოსიგნალების სიხშირის გაზომვით და პირიქით _ დედამიწაზე მიმღები მოწყობილობების ადგილმდებარეობის დადგენა, თანამგზავრამდე მანძილის გაზომვით შეიძლებოდა.
ამ პრინციპზეა დაფუძნებული GPS-ის მუშაობა. ტელეფონში ან ნავიგატორში არსებული მიმღები მოწყობილობა, საკუთარ მდებარეობას, სიჩქარეს და სიმაღლეს ზღვის დრონიდან, იმ დროის მიხედვით განსაზღვრავს, რომელიც ოთხი ან მეტი თანამგზავრიდან სიგნლის მიღებისთვისაა საჭირო.
1964 წელს, აშშ-ს ფლოტის დაკვეთით შექმნილი მსოფლიოში პირველი თანამგზავრული სანავიგაციო სისტემა TRANSIT (მეორე სახელწოდება NAVSAT ამოქმედდა. მისი პირველი თანამგზავრი ორბიტაზე 1960 წელს გაუშვეს. სისტემა `ჯორჯ ვაშინგტონის~ ატომური წყალქვეშა ნავების ნავიგაციისთვის და მათი ბირთვულქობინიანი რაკეტების გამიზნვისთვის იყო განკუთვნილი. შემდგომ მისი გამოყენება ფლოტის ხომალდებმაც დაიწყეს.
სისტემის მოქმედების არეალი მთელს პლანეტას ფარავდა და მცურავი საშუალებების კოორინატებს 1,5 სთ-ში ერთხელ, 200 მ-ის სიზუსტით განსაზღვრავდა. ეფექტური მუშაობისთვის ორბიტაზე ერთდროულად TRANSIT-ის 6-დან 10 თანამგზავრამდე იმყოფებოდა.
1967 წლიდან სისტემის გამოყენება კომერციულ მიზნებში დაიწყეს. მცირე სიჩქარით მოძრავი და სტაციონარული ობიექტების კოორდინატებს ის საკმაოდ ზუსტად საზღვავდა. NAVSAT-მა, რომლის ფარგლებშიც ორბიტაზე 37 სანავიგაციო თანამგზავრი გაუშვეს, 1996 წლამდე იარსება.
თანამგზავრული ნავიგაციის სისტემის ამოქმედება, ტექნიკის განვითარებაში წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო. ინოვაციურობის მიუხედავად, სამხედროები საჭიროებდნენ ახალ სისტემას, რომლის გამოყენებაც 24 სთ-ის განმავლობაში, პლანეტის ნებისმიერ წერტილში მაქსიმალური სიზუსტით იქნებოდა შესაძლებელი.
პენტაგონის მიერ, ახალი პროექტის აქტიური დაფინანსების მიუხედავად, რეალური შედეგი მხოლოდ 11 წლის შემდეგ იყო მიღწეული. 1974 წლის 14 ივლისს ორბიტაზე ახალი სისტემა NAVSTAR -ის პირველი თანამგზავრი გაუშვეს. ამერიკელები ჩქარობდნენ. 1975 წელს სსრკ-მ შეიარაღებაში გლობალური თანამგზავრულის დაზვერვისა და გამიზვნის საზღვაო სისტემა Ktutylf  მიიღო. ის 949-ე პროექტის ატომური წყალქვეშა ნავების ფრთოსან რაკეტების გამიზვნას უზრუნველყოფდა.
დახვეწის პროცესში ამერიკელებმა სისტემას სახელი შეუცვალეს და GPS უწოდეს. 1995 წლისთვის, 27 თანამგზავრით დაკომპლექტებული სისტემის პირველი მოდელი (GPS Block I Satellites)  აშშ-მ შეიარაღებაში მიიღო. ამათგან 3 სათადარიგო ფუნქციას ასრულებდა.
ყოველი თანამგზავრი დღე-ღამეში დედამიწას 2 წრეს უვლიდა. ორბიტები ისე იყო შერჩეული, რომ პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან, მიმღები მოწყობილობა 4 თანამგზავრს ხედავდა. მაღალი სიზუსტისთვის, თანამგზავრებს ატომური საათი ჰქონდათ.

GPSsheiaragebafotoebi (7)

1983 წელს საბჭოთა გამანადგურებლის მიერ კორეული სამგზავრო `ბოინგის~ ჩამოგდების შემდეგ, პრეზიდენტმა რეიგანმა სამოქალაქო მიზნებში GPS-ის მთელს მსოფლიოში გამოყენების ნებართვა გასცა.

1990-91 წლების სპარსეთის ყურის ომი და ოპერაცია `უდაბნოს ქარიშხალი~ ისტორიაში ზუსტი დამიზნების (მართვადი) შეიარაღების მასიური გამოყენებით შევიდა. პირველად მოხდა დიდი რაოდენობით Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების (ოფიციალური მონაცემებით 297 ერთეული) და ლაზერით მართვადი ბომბების (16% ჩამოგდებული 250 ათასიდან) გამოყენება.
ვიეტნამის ომში წარმატებულად გამოყენებულმა ლაზერულმა ბომბებმა, ერაყში დაბალი შედეგი აჩვენეს. ქვიაშიან და მტვრიანმა გარემომ, ლაზერულ დამიზნებაში ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა.
ლაზერის სხივის და შესაბამისად ბომბის გამოყენების ეფექტურობა გარემო პირობებზეა დამოკიდებული. ქვიშიანი ქარიშხლებით, კვამლით, ბოლით, ნალექებით გამოწვეული ატმოსფეროს გაუმჭირვალობა ლაზერის სხივის სიმძლავრეს და შესაბამისად ბომბის დამიზნების სიზუსტეს ამცირებს.
`უდაბნოს ქარისხლის~ შემდეგ თავდაცვის უწყებამ სპეციალისტებს მართვადი ბომბების დამიზნების სისტემის გაუმჯობესება მოსთხოვა. პროგრმამ სახელწოდება JDAM (Joint Direct Attack Munition) მიიღო.
წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, დამიზნების სისტემაში თანამგზავრული GPS-ის გამოყენება გადაწყდა.
1995 წელს Boeing გამოცდებისთვის JDAM კომპლექტის პირველი პარტია წარმოადგინა. თანხების დაზოგვის მიზნით, ახალი მართვადი ბომბები, უმართავი მოდელების ბაზაზე შექმნეს. ძველი ბომბების კორპუსზე აეროდინამიკული ქიმები და ახალი კუდა ნაწილი დაამაგრეს. მასში თანამგზავრული სიგნალის მიმღები მოწყობილობა და შესაბამისი მართვის ორგანოები განთავსდა. ჩამოგდების შემდეგ, ფრენის ტრაექტორიის ცვლილება და მიზანზე ზუსტი დამიზნება მართვადი სტაბილიზატორებით ხდება. სხადასხვა საფრენი აპარატებიდან საცდელი ჩამოგდებების შემდეგ, 1997 წელს აშშ-მ JDAM -ი შეიარაღებაში მიიღო.

GPSsheiaragebafotoebi (6)

ავსტრალიელებმა JDAM-ის საკუთარი მოდიფიკაცია JDAM-ER შექმნეს. მოქმედების მანძილის გაზრდისთვის, ბომბზე ფრთებია გამოყენებული, რომლებიც ჩამოგების შემდეგ იშლებიან.

კალიბრის მიხედვით JDAM -ის ტიპის ბომბები სამ: 225 (GBU-38/B), 450 (GBU-32/B, GBU-35/B) და 900 კგ-იან (GBU-31/B) კატეგორიად იყოფა. ყოველ მათგანს საკუთარი მოდიფიკაცია აქვს, რომელსაც სამხედრო-საჰაერო ძალები, სამხედრო ფლოტი და საზღვაო ქვეითთა კორპუსი იყენებენ.
საბრძოლო პირობებში JDAM-ები პირველად 1999 წელს იუგოსლავიაში გამოიყენეს. სახმელეთო სამიზნეების 78 % ჰაერიდან სწორედ თანამგზავრული დამიზნების ბომბებით განადგურდა. მისურის შტატიდან მოქმედმა B-2A-ებმა იუგოსლავიაში 651 JDAM-ი ჩამოაგდეს. ახალი ბომბების გამოყენების შედეგებით სამხედროები აღტაცებულნი იყვნენ. საიმედოობამ და განადგურების სიზუსტემ 96 %-ს მიაღწია. მანამადე მსგავსი მაჩვენებელი მიუღწევადი იყო.
2001 წელს ავღანეთში შეჭრის შემდეგ, პენტაგონმა შეკვეთილი JDAM-ების რიცხვი მკვეთრად გაზარდა. პირველი ორი თვის განმავლობაში, კოალიციის ავიაციის მიერ გამოყენებული ბომბების 45 % სწორედ ამ ტიპის მართვად ბომბებზე მოვიდა. აქვე გამოიცადა ახალი საბრძოლო ნაწილი შეღწევადი თერმობარული ქობინით. არანაკლებ ინტენსიურად თანამგზავრული დამზინების ბომბებს ამერიკული ავიაცია ერაყში იყენებდა. სამი თვის განმავლობაში ჩამოგდებული JDAM-ების რიცხვმა 6 500-ს გადააჭარბა.

GPSsheiaragebafotoebi (4)

JDAM-ების გამოყენება მოძრავი სამიზნეების წინააღმდეგაც შეიძლება. 2008 წლის 12 აგვისტოს, ამერიკულმა F-16-მა JDAM-ით თალიბების მოძრავი ავტომობილი გაანადგურა. გამოყენებულ ბომბს LJDAM GBU-54/B  თანამგზავრულის სანაცვლოდ, ლაზერული დამიზნების სისტემა ჰქონდა.

ექსპლუატაციის პროცესში, ამერიკელები GPS თანამგზავრებს გამუდმებით ხვეწავდნენ. სამოქალაქო ბაზრის ათვისებასთან ერთად, უმჯობესდებოდა თანამგზავრული ნავიგაციის სამუშაო სისტემები, იზრდებოდა სიზუსტე. 2005 წელს ორბიტაზე BLOCK II ტიპის პირველი თანამგზავრი გაუშვეს. რესურსთან ერთად, გაიზარდა დაცვა ხარვეზების მიმართ.
ამჟამად ამერიკელები მესამე თაობის GPS სისტემაზე მუშაობენ. თანამგზავრული ნავიგაციის სიზუსტის მაქსიმალურად გაზრდისთვის, BLOCK III-ს 32 თანამგზავრით დააკომპლექტებენ. ახალი სამოქალაქო არხის შემოღებასთან ერთად, სამხედროები განსაკუთრებულ ყურადღებას სამხედრო სიხშირეების დაცვაზე ამახვილებენ.
GPS სიხშირეების ჩახშობა თანამედროვე რადიოელქტრონული ბრძოლის და რადიოტექნიკური დაზვერვის კომპლექსებით შეიძლება. მძლავრი გამოსხივება, თანამგზავრიდან მიმღები მოწყობილობისკენ წამოსულ სიგნალის სიმძლავრეს ამცირებს. ეს ფაქტორი ხელს არა მხოლოდ ნავიგაციას, არამედ თანამგზავრული დამიზნების შეიარაღების გამოყენებასაც ზღუდავს. არსებული ცნობით, რუსულ კომპლექსებში Rhfce[f-2 და Rhfce[f-4 მოწინააღმდეგის GPS სიხშირეებთან ბრძოლის საშუალებებია რეალიზირებული.
ხარვეზების გარდა, კიდევ ერთი გამოწვევა რომლის წინაშეც თანამედროვე თანამზაგვრული ნავიგაციის სისტემები დგანან – სპუფინგია (Spoofing _ ჩანაცვლება). GPS-ზე სპუფინგ შეტევის დროს, მოწინააღმდეგე მიმღებ მოწყობილობაზე გაგზავნილი რეალური სიგნალის ჩანაცვლებას, არასწორი ანალოგით ცდილობს.

GPSsheiaragebafotoebi (3)

სიზუსტის გაზრდასთან ერთად, დღეს სპეციალისტების ძალისხმევა GPS-ის ხარვეზებისა და სფუპინგ-შეტევებისგან დაცვისკენაა მიმართული.

ერთ-ერთი ვერსიით 2011 წლის დეკემბერში ირანის თავზე ამერიკული RQ 170 ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავისთვის ხელში ჩაგდება, მის მართვის სისტემაზე განხორციელებული ასეთი შეტევით მოხდა. მეორე ცნობილი შემთხვევა 2013 წლის 29 ივლისს დაფიქსირდა. ამერიკელმა სტუდენტებმა, მიმღებ მოწყობილობაზე გაგზავნილი მცდარი კოორდინატებით, ხმელთაშუა ზღვაში 70 მ-იან იახტას გეზი შეუცვალეს.

iran-unveils-drone-copy-

ამერიკული სადაზვერვო უპილოტო RQ 170 ირანში

 თანამზაგვრულმა დამიზნებამ ფეხი არტილერიაშიც მოიკიდა. 1990-იან წლებში, პენტაგონმა კასეტური 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების სიზუსტის გაზრდისთვის, `ნავსტარის~ გამოყენება გადაწყვიტა. მოთხოვნებით, 45 კმ-იანი ფრენის მანძილისას, აქტიურ-რეაქტიული ჭურვის საბრძოლო ნაწილში 72 М42/М46-ის ტიპის დამაზიანებელი ელემენტი უნდა მოთავსებულიყო.
პროექტირების პროცესში მოთხოვნები შეიცვალა და კასეტური ჭურვების ნაცვლად, არჩევანი ბეტონსაწინააღდმეგო მსხვრევად-ფუგასურ ვარიანტზე შეჩერდა.
ახალი ჭურვის, რომელსაც Excalibur ეწოდა, სროლები 2007 წლის დასაწყისში ჩატარდა. იმავე წლის აპრილში ერაყში, ბაღდადის შემოგარენში `ესკალიბური~ რეალური სამიზნის წინააღმდეგ გამოიყენეს. წრიული გადახრა 4 მეტრს არ აღემატებოდა.
ჭურვი ორ მოდიფიკაციაში მზადდება. საბაზო მოდელი Excalibur 1A-1. შეიარაღებაში 2007 წელს მიიღეს. დაჩქარებული ტემპებით დამზადების გამო, მისი მოქმედების მანძილი 23 კმ-მდეა შემცირებული.
სერიული წარმოების პროცესში, პენტაგონმა ჭურვის ღირებულების შემცირებასთან ერთად, მოქმედების მანძილის გაზრდა მოითხოვა. ახალმა მოდიფიკაციამ აღნიშნვა Excalibur 1B-1  მიიღო.

GPSsheiarageb23434afotoebi (1)

Excalibur-ში თანამგზავრული დამიზნების სისტემის გამოყენებამ, არტილერიას უზუსტესი, წერტილოვანი დარტყმების განხორციელების საშუალება მისცა. ასეთი ჭურვების მთავარი ნაკლი დიდი ღირებულებაა. 

მოდიფიკაციების განსხვავება, შემდეგში მდგომარეობს. ვარიანტზე 1A-1 ჭურვის უკანა ნაწილი კორპუსის გრძივი ღერძის გასწვრივს ბრუნავს და გასროლისას დამცავი ხუფითაა დახურული. 1B-1-ს შემთხვევაში, ძირა ნაწილი უძრავია და მასზე განლაგებულ გასაშლელი სტაბილიზატორები დაუცველია. ორივე მოდიფიკაციის შემთხვევაში, სამიზნის კოორდინატები გასროლის წინ სპეციალური მოწყობილობით შეყავთ. გასროლის შემდეგ, ჭურვს კორპუსის წინა ნაწილში პატარა მართვადი სტაბილიზატორები ეშლება. 1B-1 ვარიანტზე სროლის მანძილი 40 კმ-ია.
ამერიკული GPS-ის გარდა, საკუტარ თანამგზავრულ ნავიგაციის სისტემაზე რუსეთი (ГЛОНАСС), ჩინეთი (BieDou),ევროპა (GALILEO), ინდოეთი (IRNSS) მუშაობს.

 

+
100 წელი ბრძოლის ველზე

2016 წლის 15 სექტემბერს ზუსტად 100 წელი შესრულდა მას შემდეგ რაც პირველ მსოფლიო ომში, 1916 წლის 15 სექტემბერს ბრიტანულმა ჯარებმა მდინარე სომასთან გამართულ ბრძოლაში კაცობრიობის ისტორიაში პირველად გამოიყენეს საბრძოლო ტექნიკის უახლესი სახეობა ტანკი ...

ბრძოლის დაწყებამდე  ბრიტანული ჯარების შეიარაღებაში 49 ერთეული Mark I ტიპის ტანკი იყო, აქედან ფრონტის ხაზამდე მიღწევა და ფრონტის 5 კმ სიღრმეზე გარღვევა მხოლოდ 18 მა ტანკმა მოახერხა. ნაწილი გზადაგზა გაფუჭდა ან ჭაობში ჩაეფლო. გერმანულ მხარეს პირადი შემადგენლობის დანაკარგები სტანდარტულთან შედარებით 20 ჯერ მეტი იყო.

mark_i_series_tank

პირველი ბრიტანული ტანკი Mark I რომბისებური გათანაწყობით იყო დაპროექტებული, სპეციფიური ფორმის უკოშკურო ტანკის ბორტები
მუხლუხოებს შორის იყო მოქცეული.

Mk I ორი მოდიფიკაციით იყო წარმოებული: "მამალი" და "დედალი". მათ შორის ძირითადი განსხვავება შეიარაღებაში იყო. "მამალი" Mk I აღჭურვილი იყო 2 ცალი 57 მმ კალიბრის L/40 ტიპის "გოჩკისის" სისტემის ხრახნლულიანი ქვემეხით და 4 ცალი 8 მმ იანი ტყვიამფრქვევით. "დედალი" მოდიფიკაცია კი 4 ცალი 7,7 მმ და 1 ცალი 8 მმ იანი ტყვიამფრქვევებით. ტანკის შუბლა და ბორტების ჯავშანი 10-12 მმ იყო. ჯავშანმანქანა 105 ცხენის ძალის სიმძლავრის 6 ცილინდრიანი ძრავის საშუალებით გზაზე მაქსიმალური 6,4 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. სვლის მარაგი 38 კმ-ს, ტანკის ეკიპაჟი კი  8 კაცს შეადგენდა.
ორივე მოდიფიკაცია 75-75 ცალი იქნა გამოშვებული.

საბრძოლო მოქმედებებში ტანკის გამოჩენამ უდიდესი  ფსიქოლოგიური ეფექტი მოახდინა და შემდეგში  მთლიანად შეცვალა ომის ბრძოლის მეთოდები და ხერხები, როგორც ტაქტიკურ, ისე ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეებზე. საბრძოლო შესაძლებლობებიდან გამომდინარე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სახმელეთო ჯარებში ძირითად დამრტყმელ ძალად ტანკი იქცა.
ტანკმშენებლობაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო პირველი ფრანგული მსუბუქი სერიული ტანკის Renault FT-17 ის გამოჩენა, ეს იყო პირველი კლასიკური გათანაწყობის მქონე კოშკურიანი ტანკი. მასი კონსტრუირება  1916—1917 წლებში უშუალოდ ლუი რენოს ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.  სხვადასხვა მოდიფიკაციის 3500 FT-17 შეიარაღებაში  1945 წლამდე იყო, მისი ლიცენზირებული მოდიფიკაციები კი აშშ-ში, იტალიაში და საბჭოთა კავშირშიც იწარმოებოდა.

renault-ft-17-07მსუბუქი ტანკი Renault FT-17 : მასა 6,7 ტონა, ეკიპაჟი 2 კაცი, სიგრძე 4100 მმ, სიგანე 1740 მმ, სიმაღლე 2140 მმ, შეიარაღება 37 მმ კალიბრიანი ქვემეხი SA18 ან 8 მმ კალიბრის "გოჩიკსის" სისტემის mod.1914, ძრავის სიმძლავრე 39 ცხ/ძალა. სიჩქარე 20 კმ/სთ, სვლის მარაგი 65 კმ.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდის გერმანიის იმპერიაში ტანკის შექმნაზე მუშაობა 1916-1917 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა, უკვე 1917-1918 წლებში კი გამოშვებული იქნა 20 ერთეული პირველი გერმანული სერიულად წარმოებული ტანკი A7V. უკვე 1918 წლის 21 მარტიდან ტანკები საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთნენ,  24 აპრილს კი ჩრდილოეთ საფრანგეთში, პატარა ქალაქ ვილერ-ბრეტონთან ისტორიაში პირველი სატანკო ბრძოლა გაიმართა. სამი ერთეული გერმანული A7V და ამდენივე ბრიტანული Mk IV ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბრძოლა ბრიტანელთა გამარჯვებით დასრულდა. შემდგომში A7V მრავალფეროვანი გერმანული სატანკო ოჯახის პირველ წარმომადგენლად იქცა.
4586390596

მცირეკალიბრიანი ქვემეხებით და ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი პირველი ტანკების ძირითადი დანიშნულება საინჟინრო ნაგებობებით გამაგრებული ფრონტის ხაზის გარღვევა და საცეცხლე წერტილების ჩახშობა იყო, დროთა განმავლობაში კი ტანკებმა ტანკსაწინააღმდეგო დანიშნულებაც შეიძინეს, ეტაპობრივად იცვლებოდა და უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა მათი გამოყენების ტაქტიკაც. პირველი მსოფლიო ომის დასასრულისთვის სხვადასხვა მოდელის ტანკები მსოფლიოს ყველა მსხვილი არმიის შეიარაღებაში ირიცხებოდა.

ამერიკული, გერმანული და ებრაული ტანკების ევოლუცია.

us_army_tanks_1917_2012_poster_by_sfreeman421-d5uqo7h-1   ___german_army_tanks_poster_01_by_sfreeman421-d8mmwqo   israeli_defense_forces_tanks_1947_2015_poster_by_sfreeman421-d8tqh5b

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში (1919-1938 წ) ტანკმშენებელთა შორის ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული საერთო ხედვა, იმის შესახებ თუ რა ერთიანი ოპტიმალური მიმართულებით უნდა  მომხდარიყო ტანკების პროექტირება და განვითარება. მსხვილი სახელმწიფოების არმიების სახმელეთო ჯარებში სატანკო ქვედანაყოფების მნიშვნელობის ზრდამ ჯარების ერთიანი მართვის ტაქტიკაზეც იქონია სერიოზული გავლენა. სამხედროები ტანკმშენებელ კომპანიებს ახალ-ახალ მოთხოვნებს უყენებდნენ.
იმ პერიდის ტანკმშენებელ ქვეყნებში შედიოდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბჭოთა კავშირი, ჩეხოსლოვაკია, იტალია, ესპანეთი, ჩინეთი, იაპონია და სხვა. პირველი მსოფლიო ომიდან მიღებული გაკვეთილების საფუძველზე სამხედროების ძირითადი მოთხოვნა ტანკებისთვის მაღალი გამავლობა, მეტი სიჩქარე და სამედოობა იყო. იმ პერიოდის ტანკები აქტიურად იქნა გამოყენებული ჩინეთის (1927-37) და ესპანეთის (1936-39) სამოქალაქო ომებში.

t-26

მსოფლიო ომებს შუა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მასიურად
წარმოებული ტანკი საბჭოური T-26 იყო, რომელიც ათზე მეტი ქვეყნის შეიარაღებაში შედიოდა.

სულ გამოშვებული იქნა 11218 ერთეული T-26. 

ამავე პერიოდში თანდათანობით გამოიკვეთა ტანკების რამდენიმე ძირითადი კლასი, რომელიც წონითი კატეგორიების მიხედვით დაიყო:
პატარა ტანკები - 5 ტონამდე მასით (საბჭოთა Т-37 და Т-38) შეიარაღებული იყო ტყვიამფრქვევებით.
მსუბუქი ტანკები - 20 ტონამდე მასით (საბჭოთა БТ-2,БТ-5,БТ-7, Т-26, Т-40, Т-50, Т-60, Т-70 დაТ-80, ბრიტანული Mk VI, ამერიკული M24 Chaffee, გერმანულიPzKpfw I და PzKpfw II, ჩეხოსლოვაკიური LT-35,LT-38 და სხვა) შეიარაღებული იყო ტყვიამფრქვევებით და მცირეკალიბრიანი ქვემეხებით.
საშუალო ტანკები - მასით 40 ტონამდე ( საბჭოთა Т-28,Т-34 და Т-111, ამერიკული M4 Sherman, გერმანული PzKpfw III და PzKpfw IV) შეიარაღებული იყვნენ ტყვიამფრქვევებით და საშუალო კალიბრიანი ქვემეხებით.
მძიმე ტანკები - მასით 40 ტონაზე ზემოთ (საბჭოთა КВ და ИС სერიის ტანკები, გერმანული PzKpfw V Panther, PzKpfw VI Tiger, PzKpfw VI Ausf. B და სხვა)  მათ შეიარაღებაში ტყვიამფრქვევები და მსხვილკალიბრიანი ქვემეხები შედიოდა.

char-b1-tan

ფრანგული 32 ტონიანი მძიმე ტანკი Char B1 1936-1940 წლებში იწარმოებოდა.
აქტიურად გამოიყენებოდა 1940 წლის მაის-ივნისში
შეტევაზე გადასული გერმანული ჯარების წინააღმდე.

ტანკმშენებლობის განვითარებაში უდიდესი როლი მეორე მსოფლიო ომმა ითამაშა. ომის დაწყების დროს მოწინააღმდეგე ქვეყნების არსენალში ძირითადად მსუბუქი, სუსტად დაჯავშნული ტანკები იყო. მაგალითად გერმანიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ბლიცკრიგის (ელვისებური ომი) ტაქტიკიდან გამომდინარე აქცენტს ძირითადად მსუბუქ და საშუალო ტანკებზე აკეთებდა, მათი მაღალი სიჩქარე ქვედანაყოფების სწრაფი მანევრირების საშუალებას იძლეოდა.
ომის მსვლელობისას კი მოწინააღმდეგე ბანაკებში თანდათან მატულობდა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების შესაძლებლობები და ტანკების ქვემეხების კალიბრი. საჭირო გახდა ტანკების დამძიმება ომის დასრულების დროს კი ათეულობით მოდიფიკაციის მსუბუქი, საშუალო და მძიმე ტანკი იყო შეიარაღებაში.

გერმანული, ამერიკული, საბჭოური და ფრანგული ტანკები, მსუბუქი ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემები მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

poster_wehrmacht_hd us-armour-ww2 ww2-soviet-tanks french-armour-ww2

 

 

 

ეს ომი გამორჩეულია სატანკო ბრძოლების მასშტაბებითაც. მათ შორის იყო სატანკო ბრძოლები ელ-ალამეინში (ჩრდილოეთ აფრიკა) 1942 წელს, ქალაქ ბროდისთან 1941 წელს და კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი სატანკო ბრძოლა პროხოროვკასთან 1943 წლის 12 ივლისს.

usaanduktanksafrica

ბრიტანული და ამერიკული ტანკები ჩრდილოეთ აფრიკაში ელ-ალამეინის ბრძოლაში. მოკავშირეთა მხრიდან ბრძოლაში ჩართული იყო 1100 მდე სხვადასხვა მოდელის ტანკი. გერმანულ-იტალიური მხრიდან კი 560.

1943 წლის 5 ივლისიდან 25 აგვისტომდე კურსკის შვერილისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფარგლებში ბრძოლა დასახლებულ პუნქტ პროხოროვკას რკინიგზის სადგურის რაიონში შეტევაზე გადმოსული გერმანიის შეიარაღებული ძალების მე-4 სატანკო არმიას, ოპერატიულ დაჯგუფება "კემპფს" და საბჭოთა არმიის მე-5 გვარდიულ და მე-5 სატანკო არმიებს შორის გაიმართა. ბრძოლაში ორივე მხრიდან 1200-მდე  ტანკი და თვითმავალი ქვემეხი იღებდა მონაწილეობას. მხოლოდ ამ ერთი დღის განმავლობაში გერმანულმა მხარემ 350-ზე მეტი ტანკი და 10 ათასზე მეტი მებრძოლი დაკარგა.

a-5th-guards-army-t-34-column-moves-toward-prokhorovka

prokhorovka-the-battle-of-kursk

ბრძოლა პროხოროვკასთან.

მეორე მსოფლიო ომის ყველაზე წარმატებულ ტანკებად საბჭოთა T-34 და KB-1, გერმანული Tiger I და Panzer IV და ამერიკული M-4 "შერმანი" მიიჩნევიან.

tanks-ww2periodi

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პლანეტაზე ახალი გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნა. ცივმა ომმა დაპირისპირებულ ბანაკებში სამხედრო ხარჯების კოლოსალური ზრდა გამოიწვია. ჯავშანსატანკო ტექნოლოგიების განვითარებაზე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში დიდი რაოდენობით რესურსები იხარჯებოდა. ამავე პერიოდიდან მსოფლიო ტანკმშენებლობაში ტანკების თაობებად დაყოფა დაიწყო. მიუხედავად მეორე ომში მრავალფეროვანი სატანკო პარკებისა ცივ ომამდე ტანკებს თაობისთვის დამახასიათებელი საერთო ნიშნები არ ჰქონდათ.
უკვე 1950 დან 1960-იან წლებამდე გამოშვებული ტანკები კი პირველ თაობას განეკუთვნებიან, ესენია: საბჭოთა ИС-3, ИС-4, ИС-7, ИС-8, Т-44, Т-54, Т-55, ამერიკული М26 "პერშინგი", M46 "პატონი", M47, М48А1 და М48А2, იაპონური Type 61, ბრიტანული Centurion A41 და სხვა.

b2083c76cce1b71ee15c8f70d41f784a

საბჭოთა T-55 ტანკების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლება, გამოყენებული იქნა და დღემდე გამოიყენება ათეულობით სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტში. მის სხვადასხვა ლიცენზირებულ მოდიფიკაციებს აწარმოებდნენ  ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, რუმინეთი, ჩინეთი. სულ  სხვადასხვა მოდიფიკაციის 23 600 ზე
მეტი T-55 იქნა წარმოებული. 1983 წელს Т-55АД-ზე პირველად დაყენდა აქტიური დაცვის სისტემა Дрозд-ი. 

ტანკების მეორე თაობა უკვე 1960-1970 წლებს განეკუთვნება, ესენია: საბჭოური Т-62 და Т-64, ამერიკული М60 და М60А1,  ინგლისური Chieftain და Vickers Мк.1, ფრანგული AMX-30, გერმანული Leopard-1 (A1, A2 და A3 მოდიფიკაციები),  შვედური Strv-103, შვეიცარული Pz–61 და სხვა.  მეორე თაობის ტანკებისთვის მკვეთრად დამსახასიათებელი ნიშნებია დამიზნების და ქვემეხის სტაბილიზაციის ახალი სისტემები, ლაზერული მანძილმზომები, ბალისტიკური გამომთვლელები, ჩაშენებული ქიმიურ-რადიაციული დაცვის სისტემები, კომბინირებული შეჯავშნა და სხვა. გაიზარდა ქვემეხების კალიბრიც - საბჭოურ ტანკებზე 115 მმ-მდე, დასავლურზე კი 105 მდე.

41071-strv-103268

მეორე თაობის შვედური Strv-103 მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უცნაური კონსქტუციის ტანკია, მას ლულის მოძრაობა მხოლოდ ვერტიკალურ სიბრტყეში, -10 დან + 12
გრადუსამდე შეუძლია.

1970-1980 წლებში გამოშვებული ტანკების დიდი ნაწილი უკვე 2+ თაობას განეკუთვნებიან: ესენია ამერიკული М60А2 და М60АЗ, საბჭოური Т-64Б და Т-72, ბრიტანული Vickers Мк.3, იტალიური OF-40, გერმანული Leopard-1A4, იაპონური Type 74, შვეიცარიული Pz68, ებრაული Merkava Mk I და სხვა. აქვე იკვეთება ერთ-ერთი ძირითადი განსხვავება საბჭოთა და დასავლურ ტანკებს შორის. საბჭოურ ტანკებზე დაწყებული Т-64 დან ქვემეხის დატენვა ნახევრად ავტომატური კონვეირისებური მექანიზმით ხდებოდა, დასავლურ ტანკებზე კი ქვემეხს ეკიპაჟის მეოთხე წევრი ტენის. განსხვავებულია საბრძოლო მასალების ტიპებიც, საბჭოურ ტანკები განცალკევებად მუხტიან გასროლებს იყენებს, დასავლური ტანკები კი უნიტარულს, რაც ნიშნავს რომ გასროლამდე ჭურვი ლითონის ჰილზაშია მოთავსებული.

image005

საბჭოთა  125 მმ-იანი განცალკევებულმუხტიანი და დასავლური
120 მმ-იანი უნიტარული სატანკო ჭურვები.

t-72_dz_nii_stali

Т-72Б მოდიფიკაცია  იყო ის პირველი ტანკი  რომელიც კუმულაციური ჭურვებისგან დაცვის მიზნით დინამიკური დაცვის კომპლექტით Контакт-1 ით აღიჭურვა. 227 კოლოფისგან შემდგარი კომპლექტი ტანკს ერთმუხტიანი კუმულაციური ჭურვების მოხვედრისას გადარჩენის შანსს აძლევს. 

1980-იანი წლებიდან ბრძოლის ველზე უკვე მესამე თაობის ტანკები გამოდიან, ესენია: საბჭოური Т-64БВ, Т-72, БТ-80, რუსულიТ-72Б3 და Т-90(A,C,MC მოდიფიკაციები), ამერიკული M1 Abrams (A1,A2,A2SEPV2 მოდიფიკაციები), ბრიტანული Chelenger-1 და Chelenger-2. ებრაული Merkava Mk 3 და Mk 4, გერმანული Leopard-2,  იტალიური Ariette-C1, ფრანგული Leclerc, სამხრეთ კორეული K2 Black Panther, უკრაინული T-84, Т-64БМ "Булат" და БМ Оплот.
თანამედროვე მესამე თაობის ტანკები ციფრული ცეცხლის მართვის სისტემებით, შორ მანძილზე მოქმედი სითბოვიზორებით და  შეიარაღების მაღალტექნოლოგიური სტაბილიზაციის სისტემებითაა აღჭურვილი.
ასეთი თანამედროვე ტანკების ფასები 5 დან 10 მილიონამდე დოლარის ფარგლებში მერყეობს.

maxres%d0%b4%d1%83%d0%bf%d0%bb%d0%b5%d1%82default

Дуплет-ის ტიპის ორშრიანი დინამიური დაცვის სისტემის წყალობით უკრაინული БМ Оплот მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ტანკად ითვლება. ტანკის კოშკურაზე დამატებით დამონტაჟებულია მეთაურის დამოუკიდებელი პანორამული სამიზნე კომპლექსი, ეგრეთ წოდებული Hunter Killer. კოშკურაზე ასევე დამონტაჟებულია მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისგან დამცავი ოპტიკურ-ელექტრონული დაცვის სისტემა "Варта".

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მომხდარმა საბრძოლო მოქმედებებმა, თანამედროვე ტანკებს ახალი მოთხოვნები წაუყენა. ახლო აღმოსავლეთის და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ცხელ წერტილებში, ურბანულ პირობებში მიმდინარე ბრძოლებისას ათეულობით ტანკი პრიმიტიული ხელის ყუმბარმტყორცნების მსხვერპლი გახდა. ამიტომ ბოლო წლებში  ტანკმშენებელმა კომპანიებმა მესამე თაობის ტანკების რამდენიმე მოდელი წარმოადგინეს, რომლებიც სპეციალურად დასახლებულ პუნქტში ბრძოლისათვისაა მოდიფიცირებული.

1326682731_land_leopard_2a6-pso_lgგერმანული Leopard-2 PSO

ocpa-2005-03-09-165522

M1A2 TUSK Abrams, ტანკი დამატებით აღჭურვილია ARAT-ის
ტიპის დინამიური დაცვის კომპლექტით.

b5e557b5ddf16ecce6e03cb52997d271

ქალაქში ბრძოლისთვის მოდერნიზებული Т-72Б3

ბრძოლის ველზე ტანკის გამოჩენიდან ერთი საუკუნის შემდეგაც აშკარაა რომ ჯავშანტექნიკის ეს სახეობა კიდევ მრავალი წელი დარჩება სახმელეთო ჯარების ძირითად შემტევ საშუალებად.

პირველი ტანკები ბრძოლის ველზე – სომას ბრძოლა
    პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან, მოკლე ხანში ბრძოლები ,,პოზიციურ ჩიხში“ შევიდა. ომის საწყის ეტაპზე, დაპირისპირებული მხარეები ცდილობდნენ ერთმანეთისათვის ფლანგიდან შემოევლოთ და ზურგში გასულიყვნენ , ამის გამო ფრონტის ხაზი უსაშველოდ გაიწელა და საბოლოოდ ატლანტიკის ოკეანესთან დასრულდა. ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო მოწინააღმდეგისათვის შემოვლა. საბრძოლო მოქმედებათ ფრონტები დაისერა: მავთულხლართებით, სანგრებით, საცეცხლე წერტებით თუ უფრო ძლიერი სასიმაგრო სისტემებით. შემტევი მხარის იერიში, მოწინააღმდეგის სანგრებიდან წამოსული ძლიერი ცეცხლის გამო საწყის ეტაპზევე იფუშებოდა.
mark1tankbritishპირველი ბრიტანული ტანკი Mk I
სამხედრო სტრატეგებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე თუ როგორ დაეძლიათ ეს პრობლემა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევა ფრონტის ვიწრო მონაკვეთზე საარტილერიო სისტემების მაქსიმალური რაოდენობის გამოყენებით შეიძლებოდა, თუმცა ამ მოსაზრების მცდარობა ვერდენისა და სომას სტრატეგიულმა ოპერაციებმა ნათლად დაადასტურა. იყო მცდელობა მომწამლავი აირების გამოყენებით მიეღწიათ შედეგისათვის, მაგრამ არც ამ ხერხმა გაამართლა. ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში 1915 წლის 7 ივლისს პირველად შეიკრიბა ანტანტის წევრი ქვეყნების სამხედრო კონფერენცია. მოკავშირე სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, უნდა დაეგეგმა შემდგომი სამხედრო ოპერაციები და კოორდინირებულად ემოქმედათ. ამავე წლის დეკემბერში მათ მიიღეს გადაწყვეტილება, მომავალ 1916 წლისთვის საკუთარ ფრონტებზე სტრატეგიული ოპერაციების ჩაეტარებინათ და გერმანელები და მისი მოკავშირეები ყველა მხრიდან შეევიწროებინათ. ფრანგებსა და ბრიტანელების საექსპედიციო კორპუსს შეტევა უნდა განეხორციელებინათ საფრანგეთის ტერიტორიაზე მდინარე სომას ორივე სანაპიროზე და გაერღვიათ მათ წინ მდგომი გერმანული მეორე არმიის თავდაცვის ზონა, შემდეგ განევითარებინათ შეტევა კამბრესა და ვალანსიენისაკენ და მიეყენებინათ დარტყმა ფლანგსა და ზურგში გერმანული არმიათა ჯგუფისათვის.
თავდაპირველი გეგმის მიხედვით ბრიტანულ-ფრანგულ 64 დივიზიას უნდა გაერღვია ფრონტის 70 კილომეტრიანი მონაკვეთი, თუმცა გერმანელებმა მოკავშირეებისაგან მოულოდნელად თვითონ დაიწყეს გრანდიოზული სამხედრო ოპერაცია ვერდენთან, რამაც ფრანგული ძალების დიდი ნაწილი ამ მიმართულებით ჩაითრია ბრძოლებში. ამიტომ სომას ოპერაციის დაწყებისას ბრიტანელებს და ფრანგებს რეზერვის ჩათვლით მხოლოდ 35 -მდე დივიზიის მობილიზება შეძლეს სომას ნაპირებზე და გასარღვევი ფრონტის ხაზიც 40კმ-მდე შემცირდა. ფრონტის ამ მონაკვეთზე გერმანულ არმიას რეზერვის ჩათვლით მხოლოდ 15 დივიზია ჰყავდა. მათი თავდაცვის ზონა სამი პოზიციისაგან შედგებოდა სიღრმით 8-10კმ.
mark-iv-b-776ბრიტანული ტანკი Mk IV
     ოპერაციის დაგეგმვის პროცესში მოკავშირეთა სტრატეგები ,,პოზიციური ჩიხის“ გარღვევას არტილერიის მასიური გამოყენებით აპირებდნენ, არტილერია მოსპობდა გერმანელთა თავდაცვით ზღუდეებს და შემდეგ ქვეითები იოლად შეძლებდნენ მოწინააღმდეგეების პოზიციების დაკავებას. ამიტომ მოკავშირეებმა თავი მოუყარეს 1500-ზე მეტ საარტილერიო დანადგარს. რომლის ცეცხლსაც გერმანული თავდაცვის ზღუდეები მთლიანად უნდა გამოეყვანა მწყობრიდან. მათი გეგმით მოწინააღმდეგის განადგურება მეთოდურად ყოველგვარი სისწრაფის გარეშე უნდა მომხდარიყო, უფრო დიდი ყურადღება უნდა მიქცეოდა წესრიგს ვიდრე სისწრაფეს. ოპერაციისათვის მზადება დეკემბრიდან ივნისის ბოლომდე არ შეჩერებულა, საბრძოლო მოქმედებათა რაიონში მიზიდეს დიდი რაოდენობით: ფურაჟი, საბრძოლო საშუალებები, დიდი ყურადღება ექცეოდა გზების მდგომარეობას. ოპერაციაში ჩართული იყო დიდი რაოდენობით ავიაცია. მოკავშირეები საკუთარ მოქმედებებს დიდად არ ნიღბავდნენ, როგორც მათი მოწინააღმდეგე ვერდენთან , რადგანაც გერმაანელებს რეზერვის ნაწილი გადაესროლათ სომასაკენ და შეესუსტებინათ დაწოლა ვერდენზე. ამიტომ მათ საარტილერიო ცეცხლი ქვეითების შეტევაზე გადასვლამდე 7 დღით ადრე 24 ივნისს გახსნეს და მასირებული დაბობვების შემდეგ, 1 ივლისს დილის 7:30 წუთზე შეტევაზე გადავიდნენ. მდინარის სამხრეთით შემტევმა ფრანგულმა ნაწილებმა პირველივე დღეებში დაიკავეს, გერმანელთა პირველი პოზიციები თუმცა წარმატებული სვლა ვეღარ განაგრძეს. წარუმატებელი აღმოჩნდა ბრიტანელების მეოთხე არმიის შეტევები მდინარის ჩრდილოეთით, მათ მხოლოდ პირველ დღეს მოკლულთა, დაჭრილთა, დატყვევებულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა სახით 55 000-ზე მეტი კაცი დაკარგეს. შემტევი ნაწილები ივლის-აგვისტოში მასირებული საარტილერიო დაბომბვებისა და უდიდესი მსხვერპლის მიუხედავად კუს ნაბიჯებით მიიწევდნენ წინ, ბრძოლები მიმდინარეობდა თითოეული მეტრისათვის, ,,პოზიციური ჩიხი“ ვერ იქნა დაძლეული.
მოკავშირეებმა ოპერაციის ახალი ეტაპი 3 სექტემბრიდან დაიწყეს, მათი ცოცხალი ძალა 58 დივიზიამდე გაიზარდა, 1900-მა საარტილეrიო დანაგდარმა კი მოწინააღმდეგეს ცეცხლისა და ლითონის სეტყვა დააყარა. ოპერაციის ამ ეტაპის ფარგლებში ბრიტანელებმა გამოიყენეს ახალი საბრძოლო მანქანა - ტანკი Mark I. შეჯავშნულ და მუხლუხებიან საბრძოლო მანქანაზე მუშაობა, ბრიტანელებმა ჯერ კიდევ 1915 წელს დაიწყეს. შეიქმნა ყუთის მსგავსი ორი საექსპერიმენტო მოდელი Little Willy (პატარა ვილი) და Mother (დედა).
little_willie1915Little Willy
ამ მოდელების საფუძველზე მომავალში აწყობილ იქნა, კოშკურის არმქონე მძიმე ტანკები . ახალ საბრძოლო მანქანას, უპრობლემოდ უნდა გადაელახა მოწინააღმდეგის პოზიციების წინ არსებული მავთულხლართები და სანგრებიდან გახსნილ ცეცხლს ის ვერ უნდა დაეზიანებინა. შეიქმნა Mark I-ის ორი მოდელი: მამალი და დედალი. მათ შორის განსხვავება ის იყო, რომ ,,მამალი“ ოდნავ უფრო მეტს იწონიდა და შეიარაღებული იყო ტყვიამფრქვევებით და ორი 57მმ-იანი ქვემეხით, ხოლო დედალს მხოლოდ ტყვიამფრქვევები ჰქონდა. სულ გამოუშვეს 75 ,,მამალი“ და 75 ,,დედალი“ ტანკი. საბრძოლო მანქანა 30-მდე ტონას იწონიდა, ეკიპაჟი 8 წევრისაგან შედგებოდა, ძრავის სიმძლავრე შეადგენდა 105 ცხენის ძალას. ტანკის მაქსიმალური სიჩქარე იყო 6,4 კმ/სთ, თუმცა რადგანაც ტანკს არაერთგვაროვან რელიეფზე უწევდა მოქმედება მისი სიჩქარე იშვიათად თუ აღემატებოდა 3კმ/სთ-ს. საბრძოლო მანქანის 57მმ-იანი ქვემეხების ეფექტური სასროლი მანძილი 1800 მეტრს აღწევდა, ტანკს შეეძლო 3,5 მეტრიანი თხრილის გადალახვა.
  ბრიტანელთა მეოთხე არმიამ, ახალი საიდუმლო საბრძოლო მანქანა პირველად, 15 სექტემბერს 9 კილომეტრიან ფრონტის მონაკვეთზე გამოიყენა. მიუხედავად ტექნიკური ხარვეზებისა რის გამოც , ოპერაციაში ჩართული 49 ტანკიდან ყველამ ვერ მიაღწია ფრონტის ხაზამდე, შედეგი განსაცვიფრებელი იყო. გერმანელი ჯარისკაცები პანიკაში ჩააგდო ახალი მონსტრის გამოჩენამ, ერთ-ერთ მათგანს მოეჩვენა, რომ მათკენ ნამდვილი ეშმაკი მიემართებოდა. შეშინებული ჯარისკაცის სიტყვები უმალ მოედო ახლომდებარე სანგრებს. სოფელი ფლერი კი ერთი ტანკით იქნა აღებული და 300 გერმანელი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა, დანარჩენებმა კი გაქცევით უშველეს თავს . სოფლის აღებისას ბრიტანელების რიგებში მსხვერპლი არ ყოფილა. მთლინობაში, რამოდენიმე საათში რამდენიმე მნიშვნელოავნი პუნქტი იქნა დაკავებული, ბრიტანელთა არმიამ 3-4 კილომეტრით წინა წაიწია, ზუსტად იმდენით რამდენიც მანამდე 65 დღიანი ბრძოლებით ჰქონდათ დაკავებული. მიუხედავათ წარმატებისა, 15 სექტემბრის ბრძოლები მხოლოდ ტაქტიკური ხასიათის გამარჯვების მომტანი გამოდგა . ამის შემდეგ ოპერაციის მსვლელობისას ტანკები მხოლოდ ორჯერ 25-26სექტემბერს და 13-14 ნოემბერს გამოიყენეს. ამის მიზეზი ახალი საბრძოლო მანქანების გაუმართაობა, მცირე რაოდენობა, ექსპლუატაციის მძიმე პირობები და მოქმედების ტაქტიკის დაუმუშავებლობა იყო.
სომას სტრატეგიული ოპერაცია 18 ნოემბერს შეწყდა, ფრანგებმა და ბრიტანელებმა საკუთარი გეგმა ვერ შეასრულეს, მათ მოწინააღმდეგეს მხოლოდ ათიოდე კილომეტრით დაახევინეს უკან, სადაც გერმანელებმა ახალი თავდაცვითი ხაზი დაიკავეს. ბრიტანელთა და ფრანგთა საბრძოლო დანაკარგებმა 700 000 ადამიანს მიაღწია, აქედან დაახლოებით 150 000-მდე დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა, ხოლო გერმანელთა დანაკრგმა 500 000-ს მიაღწია, აქედან დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიღუპა 165 000-მდე ადამიანი. მიუხედავად მიზნის შეუსრულებლობისა, მთლიანობაში სომასა და 1916 წელს წარმოებული სხვა ოპერაციები ანტანტის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკისათვის წარმატებული გამოდგა და სტრატეგიული ინიციატივა მათ ხელში გადავიდა.,,მისი უდიდებულესობა“ ტანკების გამოყენება მართალია მხოლოდ ტაქტიკური გამარჯვების მომტანი გამოდგა , მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბევრად უფრო დაიხვეწა ამ საბრძოლო მანქანების ტექნიკურ-ტაქტიკური მონაცემები და გამოყენების ტაქტიკა, ომები უფრო მანევრირებადი გახდა და ,,პოზიციური ჩიხის“ პრობლემაც ისტორიას ჩაბარდა.

ავტორი:  ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე. 

U-2 ის ახალი სიცოცხლე.

ლეგენდარულმა ამერიკულმა მზვერავმა თვითმფრინავმა U-2 მა სადაზვერვო ფრენები შესაძლოა 2050 წლამდეც კი გააგრძელოს.
აღნიშნული თვითმფრინავის პირველი მოდიფიკაციები აშშ-ის საჰაერო ძალებში ჯერ კიდევ 1957 წლიდან გამოიყენებოდა.
დღეს კი პენტაგონმა, მოდერნიზებულ U-2 ებს 2019 წლამდე გაუგრძელა საფრენოსნო ვადა. მოდერნიზებული თვითმფრინავი კომპანია Northrop Grumman-ის წარმოების უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის RQ-4B Global Hawk-ის ერთგვარ ალტერნატივად განიხილება. თუმცა განსხვავებით RQ-4B -სგან, რომელსაც ჰაერში 24 საათი შეუძლია გაჩერება, U-2 მხოლოდ 12 საათს დაფრინავს.

თანამედროვე U-2-ს კომპანიების Lockheed Martin-ის და Raytheon-ის მიერ მთელი რიგი მოდიფიცირება ჩაუტარდა. მასზე დამონტაჟდა ASARS-2B ტიპის საბორტე რადიოლოკატორი, SYERS-2C ტიპის ოპტიკურ-ელექტრონული დაზვერვის სისტემა, ახალი ავიონიკა, უახლესი ნავიგაციის და კავშირგაბმულობის თანამგზავრული სისტემები.
ამ დროისათვის აშშ-ის საჰაერო ძალებში 27 ერთეული ერთადგილიანი და 5 ერთეული ორადგილიანი U-2 ირიცხება. სპეციალისტთა აზრით თვითმფრინავს აქვს პოტენციალი რომ აშშ-ს საჰაერო ძალებში 2050 წლამდეც გაძლოს.

 

უპილოტო ავიაციაში ახალი ერა იწყება.

2015 წლის 22 აპრილი უპილოტო ავიაციის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების და კორპორაცია Northrop Grumman-ის მიერ ერთობლივად ჩატარებულ საგამოცდო ტესტირებაზე X-47B UCAS-D ტიპის უახლესმა დამრტყმელმა უპილოტო თვითმფრინავმა ფრენის ავტონომიურ რეჟიმში, ისტორიაში პირველად საჰაერო ტანკერიდან საწვავის შევსების პროცედურა განახორციელა.
ავიაკომპანია Omega Air ის კუთვნილი KC-707  ტიპის საჰაერო ტანკერიდან X-47B-მა დროის შეზღუდულ მონაკვეთში 1,8 ტონა საწვავი მიიღო.

X-47B ტიპის აღნიშნულმა საფრენმა აპარატმა პირველი აფრენა 2011 წლის 4 თებერვალს, ედვარდსის საჰაერო ბაზიდან განახორციელა. მას შემდეგ ეტაპობრივად მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოცდო ტესტირებები, მათ შორის ავიამზიდიდან აფრენა-დაფრენაში და მართვადი ზეზუსტი შეიარაღების გამოყენებაში.

ფრენის ავტონომიურ რეჟიმში საწვავით გამართვისა და შეიარაღების გამოყენების შესაძლებლობა საშუალებას აჩენს, რომ მომავლის სამხედრო კონფლიქტებში  უპილოტო ავიაციის როლი განუზომლად გაიზარდოს.

B-52 ის შიდა საბომბე ნაკვეთურებს მოდერნიზაცია ჩაუტარდებათ.

პენტაგონის გადაწყვეტილებით აშშ-ს საჰაერო ძალების შეიარაღებაში მყოფი B-52 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების შიდა საბომბე ნაკვეთურებს მოდერნიზაცია ჩაუტარდებათ.
გამოცხადებულ ტენდერში უმსხვილესმა ამერიკულმა ავიამშენებელმა კონცერნმა Boeing-მა გაიმარჯვა.

პირველ ეტაპზე კომპანია უკვე არსებული კარუსელის ტიპის ბომბების ჩამომყრელი მოწყობილობის სამ პროტოტიპს წარმოადგენს, რომლიდანაც საბოლოოდ აირჩევა ერთ-ერთი. 2016 წლის მარტიდან კი უკვე დაიწყება თვითმფრინავების ახალი შიდა საბომბე ნაკვეთურებით აღჭურვა, რომელიც საშუალებას იძლევა B-52 ზე მართვადი და კორექტირებადი სარაკეტო-საბომბე შეიარაღების არსენალი 50 % ით გაიზარდოს. ახლანდელ მოდიფიკაციებში მართვადი შეიარაღების დაკიდება მხოლოდ თვითმფრინავის ფრთებზე, გარე პოლონებზეა შესაძლებელი.

მოდერნიზაციის შემდეგ პირველ ეტაპზე ახალ საბომბე ნაკვეთურში შესაძლებელი იქნება 24 ერთეული 227 კგ კალიბრის და 20 ერთეული 907 კგ კალიბრის JDAM ის ტიპის კორექტირებადი ბომბების დაკიდება. შემდეგში კი JASSM და JASSM-ER ტიპის  ფრთოსანი რაკეტების დაკიდებაც.

1 2