დელტა
ბლოგი
მეგობრული ცეცხლი
გამოქვეყნების თარიღი:
26/12/2018

 მეგობრული ცეცხლი  – როდესაც საბრძოლო მოქმედებების მონაწილე მხარე მიზეზთა გამო საკუთარ ან მოკავშირე დანაყოფებს უხსნის ცეცხლს, ომების განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე არმიებში მოწინავე ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების დანერგვის მიუხედავად, მეგობრული ცეცხლის შემთხვევები დღესაც ხშირია.

ისტორიულად დადასტურებული პირველი ასეთი შემთხვევა 1471 წლით თარიღდება. 1400-იან წლებში ინგლისში ვარდების ომი მძვინვარებდა. 14 აპრილს ბარნეტის მიდამოებში ლანკასტერებსა და იორკებს შორის მორიგი ბრძოლა გაიმართა.

გრაფ ჯონ ოქსფორდის შენაერთის გერბი, რომელსაც საგვარეულო ვერცხლის ვასკვლავი ამშვენებდა ნისლის გამო იორკების სახლის ემბლემად – ამომავალ მზედ მიიჩნიეს და ლანკასტერელებმა მოკავშირეებს ისრების წვიმა დაუშინეს. იორკების მეთაურმა მეფე ედუარდ IV-მ მტრის ბანაკში დაწყებული არეულობით ისარგებლა და დაბნეული მოწინააღმდეგე ადვილად დაამარცხა.

ევროპულ არმიებში ცეცხლსასროლი იარაღის და ქვემეხების მომრავლებათან ერთად, მეგობრული ცეცხლის შემთხვევებმა იმატა. ასე მაგალითად 1815 წელს ვატერლოს ბრძოლისას მოწინააღმდეგის და მოკავშირეების ადგილმდებაერობის განსაზღვრაში დაშვებული შეცდომის გამო, პრუსიელების არტილერიამ ბრიტანული არტილერიის პოზიციები დაბომბა. ბრიტანელებმაც არ დააყოვნეს და დარწმუნებულებმა, რომ მათ ფრანგული ქვემეხები ესვრიან, პრუსიელებს მძლავრი საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

მხედარმთავრების აქტიური მცდელობების მიუხედავად, მეგობრული ცეცხლის ფაქტების შემცირება ვერ ხერხდებოდა. თითქმის შემთხვევაში მიზეზი ერთი და იგივეა _ მცდარი ინფორმაცია მოწინააღმდეგის და საკუთარი დანაყოფების მდებარეობის შესახებ, დაზვერვის მიერ მოცემული არასწორი ცნობები, მეტეოროლოგიური პირობები (ნისლი, ცუდი ხილვადობა) ბრძოლის ქარცეცხლში პირადი შემადგენლობის მიერ დაშვებული შეცდომები.

კიდევ ერთი მიზეზი ხშირად ტექნიკის არასწორი იდენტიფიკაციაა. 1943 წლის 13 აგვისტოს ბრიტანული Matilda-ებით შეიარაღებული საბჭოური 233-ე სატანკო ბრიგადა საკუთარი ტანკსაწინააღმდეგო არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ორმხრივი სროლისას განადგურდა სამი ტანკი და ორი ქვემეხი. ერთი წლის თავზე ამერიკული Sherman-ებით გადაიარაღებულ იგივე დანაყოფს 20-ე სატანკო კოპრუსის T-34-ებმა გაუსხნეს ცეცხლი.

main-qimg-0f44ef3fd54ce5cb109295db60f1e79d
ამერიკული Sherman საბჭოთა ჯარების შეიარაღებაში.

ორივე შემთხვევაში შეტევაზე გადასული შენაერთები დროულად არ იყვნენ ინფორმირებულნი შეიარაღებაში უცხოური წარმოების ტანკების არსებობის შესახებ და არ იყვნენ გაცნობილნი მათ სილუეტებს.

მეგობრული ცეცხლის შემთხვევები მოკავშირეების შორისაც მრავლად იყო. ბრიტანელები და ამერიკელები სადაზვერვო-ოპერატიულ ინფორმაციას იშვიათად უზიარებდნენ ერთმანეთს. 1943 წლის 11 ივლისი ამერიკული სატრანსპორტო ავიაციის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა. სიცილიის სადესანტო ოპერაციისას 144 ერთეული ამერიკული C-47-ებისგან შემდგარ ჯგუფს ბრიტანელემა მეზენიტეებმა ცეცხლი გაუხსნენს. 23 თვითმფრინავი ჩამოვარდა, 37 დაზიანდა. დაშავდა 318 და დაიღუპა 100 ადამიანი.

გამოძიებამ ვერ შესძლო მიზეზის დადგენა. ბრიტანელები და ამერიკელები მომხდარს ერთმანეთს აბრალებდნენ. საინერესოა როგორ ვერ შესძლეს ბრიტანელებმა ჰაერში დანახულ თვითმფრინავებში C-47-ების ამოცნობა, რომლებსაც თავადვე იყენებდნენ. მსგავსი გაბარიტების მიუხედავად, გერმანული სატრანსორტო ju-52-ების და ამერიკული C-47-ების ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ მარტივად – ძრავების რაოდენობით შეიძლებოდა. გერმანულს 3 ძრავა აქვს, ამერიკულს 2.

მეორე მსოფლიო ომის დროს ოპერატიული ინფორმაციის სიმწირემ, საშტაბო და კავშირის დანაყოფების მუშაობაში დაშვებულმა შეცდომებმა, გაურკვევლობამ, არასწორედ ან დაგვიანებით გადაცემულმა ბრძანებებმა, მეგობრული ცეცხლის არაერთი შემთხვევა ჰანაპირობეს.

ერთმანეთისგან საკუთარი და მოწინააღმდეგის თვითმფრინავების გარჩევისთვის, ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს აეროპლანებზე სახელმწიფო კუთვნილების ნიშნების დატანა დაიწყეს. ფრთებსა და ფიუზელაჟზე სხვადასხვა ფერებში შესრულებული წრეები და ვარსკვლავები ჰაერში პილოტებს და მიწაზე ქვეითებს თვითმფრინავის კუთვნილების დადგენაში ეხმარებოდნენ.

maxresdefault

იაპონური გამანადგურებელი Mitsubishi A6M Zero ფიუზელაჟზე დატანებული განმასხვავებელი წითელი რგოლით.

იმ შემთხვევებში როდესაც ამოსაცნობი ნიშნები საქმეს არ შველოდა, სამხედროები სხვადასხვა მეთოდებს მიმართავდნენ. ერთმანეთისგან საკუთარი და გერმანული თვითმფრინავების გარჩევისთვის, სატრანსპორტო გემების საესკორტო ავიამზიდების პილოტებს აფრენის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში შასის აკეცვა ეკრძალებოდათ. სარდლობა თვლიდა რომ ამ გზით მეზენიტეები მიზანს უკეთ ამოიცნობდნენ. დაშვებულ სავალალო შეცდომას ამერიკელები მხოლოდ შეუკეცავ შასიანი თვითმფრინავების მიერ რამდენიმე გემის ჩაძირვის შემდეგ მიუხვდნენ – გერმანულ ju-87-ს შასი საერთოდ არ ეკეცებოდა.

1950-იანი წლების მეორე ნახევარში, საზენიტო კომპლექსების და `ჰაერი-ჰაერი~ კლასის რატეკების მომრავლებასთან ერთად, საფრენ აპარატებზე სახელმწიფო კუთვნილების ამოცნობის რადიოსისტემების დაყენება დაიწყეს. ის ამარტივებდა შორ დისტანციებზე მყოფი ობიექტების ამოცნობას და მეგობრული ცეცხლის ალბათობასაც ამცირებდა. `შენი-სხვისი~ პრინციპით მომუშავე სისტემა დასხივების შემთხვევაში შესაბამის კოდირებულ სიგნალს გზავნიდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეგობრული ცეცხლის ყველაზე მსხვილი შემთხვევა 1974 წლის ივლისში მოხდა. კვიპროსის დაზვერვის დეზინფორმაციით მოტყუებულმა თურქებმა სამხედრო თვითმფრინავებით საკუთარი საესკადრო ნაღმოსნები დაბომბეს.

20 ივლის თურქებმა კუნძულზე შეჭრისთვის მზადება დაიწყეს. ერთი დღით ადრე კვიპროსის პორტი სადესანტო ხომალდმა HS Lesbos (L-172) დატოვა. მის ბორტზე კუნძულზე დროებით განთავსებული 450 ბერძენი ჯარისკაცი იმყოფებოდა.

ესკორტის გარეშე მოძრავი სადესანტო ხომალდი მსუყე ლუკმა აღმოჩნდა. მასთან ერთად თურქები კვიპროსის ნაპირებთან მყოფი სამი ბერძნული ხომალდის განადგურებაც გადაწყვიტეს.

ამასობაში სამი თურქული საესკადრო ნაღმოსანი კუნძულზე გადასხმულ დესანტს საცეცხლე მხარდაჭერას უწევდა. მოწინააღმდეგის რიცხოვრივად დიდი ძალების შეკავებისთვის, კვიპროსის დაზვერვამ კარგად გათვლილ ხრიკს მიმართა. დაუშიფრავ რადიოგრამაში კვიპროსელები `ბერძნულ~ ხომალდებს დროული მოსვლისთვის და გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიდნენ. კვიპროსელები იცოდნენ, რომ თურქები მათ შეტყობინებას წაიკითხავდნენ. დეზინფორმაციის აზრი სწორედ ამაში მდგომარეობდა. თურქებმა მიღებული ინფორმაცია არ გადაამოწმეს და `ბერძნული~ ხომალდების დაუყოვნებლივ განადგურების ბრძანება გასცეს.

Friendly fire 2
კვიპროსელების დეზინფორმაციის საფუძველზე, თურქული თვითმფრინავების დაბომბვის შედეგად თურქული ფლოტის  Gearing-ის კლასის ორი საესკადრო ნაღმოსანი დაზიანდა, მესამე კი ჩაიძირა.

საჰაერო დარტყმისთვის 28   F-100D და 18   F-104G გამოყვეს. დეზნფორმაციასთან ერთად მეგობრულ ცეცხლს თურქულ ხომალდებზე სახელმწიფო კუთვნილების ამოცნობის სისტემის არარსებობამაც შეუწყო ხელი. ავიაიერიშის შედეგად ორი საოსკადრო ნაღმოსანი დაზიანდა, მესამე ჩაიძირა. დაიღუპა 78 თურქი მეზღვაური.

გასული საუკუნის 1980-იანი წლები არმიებში დიდი მოცულობით თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებით აღინიშნა. ღამის ხედვის მოწყობილობები, თბოვიზორები, პორტატული ლაზერული მარკერ-მანძილზომები, კავშირის თანამედროვე საშუალებები, GPS გადამცემები – მოწინააღმდეგის ადრეულ-აღმოჩენა დაფიქსირებასთან ერთად, ზრდიდნენ იარაღის სიზუსტეს და თეორიულად მეგობრული ცეცხლის ალბათობასაც ამცირებდნენ. თუმცა ზოგჯერ თეორია და პრაქტიკა ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდება.

ამერიკელები პირველები იყვნენ ვინც M1 Abrams-ის სამიზნე კომპელქსებში თბოვიზორები მასობრივად გამოიყენეს. ამ სისტემებმა 1991 წელს ოპერაცია `უდაბნოს ქარიშხალში~ გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

დანაკარგების შემცირებისთვის, M1 Abrams-იები ღამით მოქმედებდნენ. ასეთ პირობებში თბოვიზორების გამოყენება ამერიკელებს დიდ უპირატესობას აძლევდა. მაგრამ ამავდროულად სამხედროები სერიოზულ პრობლემას წააწყდნენ.

A scuttled M1A1 Abrams Main Battle Tank (MBT) rests in front of a Fedayeen camp just outside of Jaman Al Juburi, Iraq during Operation IRAQI FREEDOM.

ერაყის 1991 წლის კამპანიაში დაკარგული 23 Abrams-დან, 7 მეგობრული ცეცხლის შედეგად განადგურდა.

საკუთარი ტანკებიდან სროლისას და დამწვარი ერაყული ტექნიკის ცეცხლისგან წარმოქმნილი სინათლე, `აბრამსების~ თბოვიზორებს `აბრმავებდა~. ზედმეტი შუქის პირობებში მემიზნე-ოპერატორებს მოქმედება უჭირდათ. მცირე გამოცდილების გამო, 2,5-3 კმ-ის დისტანციებზე ეკიპაჟები საკუთარი და მტრის ტექნიკის ერთმანეთსგან ვერ არჩევდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც წინ მიმავალ საკუთარ ტანკში ჭურვის ან РПГ-ს ყუმბარის მოხვედრას, `აბრამსის~ მემიზნე-ოპერატორები თბოვიზორის ეკრანებზე, მოწინააღმდეგის ტანკებიდან გახსნილი ცეცხლის ნათებად აღითქვამდნენ და საპასუხო  ცეცხლს ხსნიდნენ.

21-ე საუკუნეში მეგობრული ცეცხლის მთავარ მიზეზად ადამიანური ფაქტორი ითვლება. 2007 წელს ამერიკულმა F-15-მა საჰაერო მხარდაჭერისას შეცდომით ბრიტანული დანაყოფი დაბომბა. GPS-ში აკუმულატორის გამოცვლის შემდეგ, ჯარისკაცებს დაავიწყდათ, რომ ასეთ დროს მოწყობილობა გადასცემს არა მიზნის, არამედ იმ კოორდინატებს რომელშიც თავად იმყოფება. ბომბი სწორედ ამ წერტილს დაეცა.

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები პირადი შემადგენლობის ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახებიან. ყოველდღიური სტრესი და დაღლა ჯარისკაცების რეაქციას, სიფხიზლეს ამცირებს და ბრძოლაში გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების დროს ზრდის. შესაბამისად მკვეთრად იზრდება მეგობრული ცეცხლის ალბათობაც.

დაღლის წინააღმდეგ ერთ-ერთ საშუალებად სამედიცინო პრეპარატები, მაგალითად ამფეტამინი განიხილება. მეორე მსოფლიო ომის დროს ამფეტამინს აშშ, გერმანია, სსრკ აქტიურად იყენებდნენ. ამჟამად ამერიკის რეგულარულ არმიაში ის აკრძალულია. თუმცა სპეც-დანიშნულების დანაყოფების პირად აფთიაქის კომპლექტში მაინც შედის. მას 8-სთ-ზე მეტი ხანგრძლივობის საბრძოლო ოპერაციებისას მოიხმარენ.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.