დელტა
ბლოგი
მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენები, მათი დანიშნულება და პერსპექტივები
გამოქვეყნების თარიღი:
26/09/2020

XX საუკუნის განმავლობაში სამხედრო ტექნოლოგიების უსწრაფესმა განვითარებამ ბრძოლის წარმოების მეთოდების სწრაფ ტრანსფორმაციას მისცა ბიძგი.

ბოლო ოცდაათი წელია უპილოტო ავიაცია უფრო და უფრო აქტიურად იკიდებს ფეხს ბრძოლის ველზე. რომელთა საშუალებითი მომავალში შესაძლოა მთლიანად ჩანაცვლდეს მთელი რიგი სხვადასხვა დანიშნულების პილოტირებადი საფრენი აპარატები.

ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და აზიის სხვადასხვა რეგიონში მომხდარმა კონფლიქტებმა და მათმა შემდგომმა ანალიზმა  მასში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებაში არსებული უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიური დახვეწა და მათი ფუნქციების ზრდა გამოიწვია. გამოჩნდა ზეზუსტი საბრძოლო მასალის გამოყენების ფუნქციის მქონე საბრძოლო და დამრტყმელი კამიკაძე დრონები. სამხედრო უპილოტო საფრენ აპარატებში გამოყენებული ტექნოლოგიები კი წლების შემდეგ გამოყენებული იქნა საპოლიციო და სამოქალაქო დანიშნულების დრონების ინდუსტრიაში რომლებიც წლიდან წლამდე ვითარდება.

uav chart

უპილოტო საფრენ აპარატებზე გაწეული ფინანსური სამუშაოების
მოცულობა აშშ-სა და ევროპაში 2007-2016 წლებში

დღეისთვის თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატების ბაზარზე წამყვანი ქვეყნები აშშ და ისრაელია. ერაყის, ავღანეთის და ახლო აღმოსავლეთის მუდმივ კონფლიქტში ჩართული ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალები მაღალი ინტენსივობით იყენებენ ასეულობით სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო-სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს  ტაქტიკურ, ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეებზე.

ბოლო წლების განმავლობაში თვითმფრინავებთან ერთად ვითარდება უპილოტო ვერტმფრენების მიმართულებაც. ამ ტიპის საფრენი აპარატებისთვის დამახასიათებელი ტექნიკური თავისებურებებიდან და ფრენის პრინციპიდან გამომდინარე ზოგიერთი დავალების შესასრულებლად თვითმფრინავთან შედარებით მათი გამოყენება ბევრად ხელსაყრელია და მთელ რიგ დამატებით უპირატესობებს იძლევა.

უპილოტო ვერტმფრენების საშუალებით შესაძლებელია მაქსიმალურად დაბალ სიმაღლეებზე, წინასწარ მოუმზადებელი პოზიციებიდან ფრენა. ბრძოლის ველზე კი სხვადასხვა სპექტრის ამოცანების გადაწყვეტა, მათ შორის:

  1. მოწინააღმდეგეზე დაზვერვა-დაკვირვება
  2. საარტილერიო ცეცხლის კორექტირება როგორც ჩვეულებრივი ისე მართვადი საბრძოლო მასალისთვის.
  3. ზუსტი საავიაციო შეიარაღების მიზანჩვენება
  4. პირდაპირი საცეცხლე მხარდაჭერა მართვადი და უმართავი შეიარაღებით საარმიო ავიაციასთან შეთანხმებულად ან დამოუკიდებლად.
  5. ჯარების დროებითი ან მუდმივი დისლოკაციის ადგილების ჰაერიდან დაცვა
  6. რადიოსიხშირეების რეტრანსლაცია
  7. ბრძოლის ველის რადიო-ქიმიური დაზვერვა.
  8. საზღვაო და სანაპირო დაცვის ამოცანების შესრულება.
  9. საპოლიციო ოპერაციები
  10. სამაშველო ძებნა-გადარჩენითი ოპერაციები.

 

V-200 SKELDAR

 

დღეს დღეობით შეიარაღებაზე არსებული უპილოტო ვერტმფრენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია RQ-8/MQ-8 Fire Scout-ის ოჯახი.
2000 წლის თებერვალში RQ-8-ის პროექტი აშშ-ის საზღვაო ძალების დაკვეთით კორპორაცია Northrop Grumman-მა წამოიწყო. Schweizer 330SP-ს ტიპის სამოქალაქო შვეულმფრენის ბაზაზე შექმნილი პირველი მოდიფიკაცია RQ-8A რამდენიმე წელი გადიოდა აქტიურ ტესტირებებს, რის შემდეგაც 2006 წლიდან მუშაობა დაიწყო მოდიფიცირებულ MQ-8B Fire Scout-ზე, რომელიც უკვე Schweizer 333 ტიპის შვეულმფრენის ბაზაზე აიწყო და 4 ფრთიანი მზიდი ხრახნი გააჩნდა.

 

110930-N-JQ696-401 PATUXENT RIVER, Md. (Sept. 30, 2011) An MQ-8B Fire Scout unmanned aerial vehicle (UAV) successfully completes the first unmanned biofuel flight at Webster Field. The aircraft flew with a combination of JP-5 aviation fuel and plant-based non-food source camellia. Fire Scout is the seventh and final aircraft to demonstrate the versatility of biofuel through its use in all facets of naval aviation. (U.S. Navy photo by Kelly Schindler/Released)

MQ-8A და  MQ-8B მოდიფიკაციები

წინა მოდელისგან განსხვავებით MQ-8B მოდიფიკაციაზე შესაძლებელია სხვადასხვა შეიარაღების ჩამოკიდება. ფიუზელაჟზე დამაგრებულ საკიდებზე ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე შესძლებელია სხვადასხვა ტიპის მართვადი და უმართავი რაკეტების, ტყვიამფრქვევების ან სატვირთო გონდოლების ჩამოკიდება. შვეულმფრენის წინა ნაწილში კი რადიოლოკაციური და ოპტიკური დაზვერვა-მიზანჩვენების სისტემები მონტაჟდება.

MQ-8B ცხვირში განთავსებული რადარით

2017 წლის მაისში გაფორმებული 37 მილიონ დოლარიანი კონტრაქტით კომპანია Northrop Grumman-მა MQ-8B-ს რადიოლოკაციური სადგურის მოდერნიზაცია მოახდინა რის შემდეგაც შეიცვალა ცხვირა ნაწილის დიზაინი.

გარდა ამისა მიღებული გამოცდილების და შემუშავებული ტექნოლოგიების საფუძველზე  2010-2013 წლებში შემუშავდა MQ-8C მოდიფიკაცია Bell 407 ტიპის შვეულმფრენის ბაზაზე.რამდენიმე წლიანი აქტიური გამოცდების შემდეგ საზღვაო ძალებმა 168 ერთეული MQ-8B  და MQ-8C მოდიფიკაციების  შესყიდვა გადაწყვიტა. დღეის მდგომარეობით საზღვაო ძალების განკარგულებაშია 28 ერთეული MQ-8B.  რამდენიმე ერთეული MQ-8B ლიბიის და ავღანეთის ოპერაციებშიც იქნა გამოყენებული. ოფიციალური ინფორმაციით ერთეული MQ-8B-ს ღირებულება 14.6 მილიონი დოლარია.

მოდიფიკაცია MQ-8C Bell 407 ტიპის შვეულმფრენის ბაზაზე

მოდიფიკაცია MQ-8C Bell 407 ტიპის შვეულმფრენის ბაზაზე

უპილოტო ვერტმფრენებზე მუშაობა აქტიურად ხორციელდება სხვა ქვეყნებშიც.

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი ავსტრიული კომპანია Schiebel-ის წარმოების სადაზვერვო  უპილოტო შვეულმფრენი Camcopter S-100  დღეისათვის ათი ქვეყნის შეიარაღებაშია. 2017 წლიდან კი ლიცენზიით იწარმოება რუსეთშიც Горизонт Эйр S-100 დასახელებით.

Camcopter S-100

Camcopter S-100

კლასიკური პილოტირებადი შვეულმფრენის უპილოტოდ გადაკეთების საინტერესო პროექტი განახორციელა სამხრეთ კორეულმა კომპანია Korean Air-მა რომელმაც 2015 წელს მცირე გაბარიტული ვერტმფრენის MD500-ის ბაზაზე, კომპანია Boeing-თან ერთად შემუშავებული სადაზვერვო-მოიერიშე უპილოტო შვეულმფრენი KUS-VH წარმოადგინა.

სამხრეთ კორეული KUS-VH

სამხრეთ კორეული KUS-VH

ტექნოლოგოიურად ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუში დღეს-დღეობით შვედური კომპანია SAAB-ის წარმოების სადაზვერვო უპილოტო ვერტმფრენი V-200 SKELDAR-ია. C4ISR სისტემასთან თავსებადი მისი ფრენის მართვის სისტემა STANAG 4586 სტანდარტის შესაბამისია.SKELDAR ის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო დანიშნულებით, საზღვაო და სახმელეთო ამოცანების შესასრულებლად.

V-200 SKELDAR (2)

შვედური V-200 SKELDAR

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.