დელტა

2016 წლის 26 მაისს “დელტამ” ქართული წარმოების  უახლესი 120 მმ იანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი GMM-120 წარმოადგინა, რომელიც ბრძოლის წარმოების თანამედროვე ციფრული სისტემებითაა აღჭურვილი.

პირველი ქართული თვითმავალი ნაღმმტყორცნი GMM-120
 

2016 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე სსსტც “დელტას” პროდუქცია საქართველოს 12 ქალაქში იქნა გამოფენილი.

2016 წლის 26 მაისი.
 

2016 წლის მაისში საქართველოში ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება “Noble partner 2016” გაიმართა. სწავლებაში გამოყენებული იქნა “დელტას” მიერ დამზადებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანაც.

“დელტას” ჯავშანმანქანა საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე
 

2016 წლის გაზაფხულიდან საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის “დელტას” მიერ დამზადებული ქართული ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების მიწოდება დაიწყო. პირველი პარტია ავღანეთში მიმავალ სამშვიდობო კონტიგენტს გადაეცა.

ქართული წარმოების ეკიპირება ქართული ჯარისთვის
 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, 2016 წლის იანვარში “დელტას” მიერ წარმოებული სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანები საზღვარგარეთ გავიდა ექსპორტზე.

ქართული ჯავშანმანქანები ექსპორტზე გავიდა !
 

2015 წლის სეზონზე სატესტო რეჟიმში მუშაობის მიუხედავად სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 95 % იანი ეფექტურობა აჩვენა.  სეზონის განმავლობაში 50 სეტყვასაშიში პროცესიდან სრულიად განეიტრალდა 47 პროცესი.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა – 95 % იანი ეფექტურობა
 

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში, ვარდების მოედანზე სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა “დელტა”-მ საზოგადოებას ქართული წარმოების საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება წარუდგინა. უკვე ყველასათვის ნაცნობი ტექნიკის გარდა წარმოდგენილი იყო 15-მდე ახალი ტიპისა და დანიშნულების პროდუქტი წარმოადგინა.

26 მაისი – 2015
 

2015 წლის გაზაფხულზე კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი დასრულდა, რომელმაც რეგიონში სეტყვისგან მიყენებული ზარალი მაქსიმალურად უნდა შეამციროს. კახეთის რეგიონში განთავსდა სისტემის სხვადასხვა კომპონენტები. მათ შორის მეტეორადარი და 85 მდე საცეცხლე წერტილი.
სისტემაზე მუშაობა 2013 წლიდან მიმდინარეობდა და მისი პირველი სროლები 2015 წლის 28 მაისს განხორციელდა.

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა მწყობრში ჩადგა
 

17 მარტს თბილისში სასტუმრო რუმსში NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის და სსიპ სსსტც „დელტა“ -ს თანაორგანიზებით NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის მმართველი კომიტეტის რიგით მე-6 სხდომა გაიმართა.

ENSEC – თბილისი 2015
 

2014 წლის 12-14 ნოემბერს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის და სსიპ სსსტც “დელტა”-ს თანაორგანიზებით კონფერენცია და ინდუსტრიული ექსპოზიცია IESMA-2014 გაიმართა, სადაც საკუთარი სტენდით წარმოდგენილი იყო სსსტც “დელტაც”.

IESMA-2014
 

2014 წლის 17 ოქტომბერს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ქართულ მხარესა და NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრს  შორის გაფორმებული ხელშეკრულებით საქართველო ცენტრის კონტრიბუტორი პარტნიორი გახდა. ქართულ მხარეს ამ ორგანიზაციაში  სსსტც ,,დელტა” წარმოადგენს.

NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეკრულება
 

2014 წლის 17 აგვისტოს სსსტც ,,დელტას” მიერ დამზადებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გაიგზავნა. გამოცდებისას უდაბნოს რელიეფზე ტესტირებისას მანქანამ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა.

“დიდგორი” საუდის არაბეთში
 

2014 წლის 26 მაისს თბილისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სსსტც “დელტა” საზოგადოებას პროდუქციის განახლებული ნომენკლატურით წარუდგა. მათ შორის: მოდერნიზებული ჯავშანმქანა ბრდმ-2, 12,7 მმ კალიბრის ანტისნაიპერული შაშხანების სამი მოდიფიკაცია, პისტოლეტები, ვაზნები, ოპტიკური სამიზნე მოწყობილობები, ჯავშანჟილეტები და სხვა.

2014 წლის 26 მაისი
 

საკუთარი წარმოების პროდუქციის ნაწილი განახლებულმა დელტამ 2014 წლის 6-8 მაისს იორდანიაში გამართულ თავდაცვითი მრეწველობის მასშტაბურ საერთაშორისო ექსპოზიცია SOFEX 2014-ზე წარმოადგინა. წარმოდგენილ ექსპონანტებს შორის იყო, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, ნაღმმტყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7 და სხვა.

SOFEX 2014
 

2014 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, უცხოელი ატაშეებისთვის და მედიისთვის სპეციალური ოპერაციების ბაზაზე ქართული ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების სროლითი გამოცდები ჩატარდა.

ქართული ჯავშანჟილეტების გამოცდები
 

2013 წლის 9 სექტემბერს პირველ ქართულ ავიაშოუზე სსსტც ,,დელტამ,, ქართული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის პრეზენტაცია ჩაატარა.

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა
 

2013 წლის 9 სექტემბერს სსსტც ,,დელტას,, და თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით 31-ე ქარხნის აეროდრომზე პირველი ქართული ავიაშოუ გაიმართა.

პირველი ქართული ავიაშოუ
 

2012 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისზიებაზე სსსტც ,,დელტამ,, საკუთარი წარმოების მძიმე ტექნიკა, ავიაცია და მსუბუქი შეიარაღების გამოფენა მოაწყო.

სამრეწველო გამოფენა
 

2012 წლის 11 აპრილს ,,დელტამ,, საზოგადოებას პირველად წარმოუდგინა  ქართული წარმოების შეიარაღების უახლესი ნიმუშები.
მათ შორის: ერთჯერადი და მრავალჯერადი ყუმბარმტყორცნები, ნაღმმტყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნები, ავტომატური საიერიშო შაშხანა G-5 და სხვა.

განახლებული წარმოება
 

2012 წლის 3 მარტს “დელტამ” ფართო საზოგადოებას პირველი ქართული საარტილერიო დანადგარი –
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რს-122 წარუდგინა.

რეაქტიული საარტილერიო სისტემა
 

2012 წლის 25 თებერვალს ვაზიანის პოლიგონზე პირველი ქართული ქვეითთა საბრძოლო მანქანა ლაზიკას  პრეზენტაცია გაიმართა.

პირველი ქართული ქსმ ,,ლაზიკა”
 

2011 წლის 26 მაისს კი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე რეორგანიზებულმა  სსსტც “დელტამ” ფართო საზოგადოებას პირველი ქართული  ჯავშანმანქანები დიდგორი 1 და დიდგორი 2 წარუდგინა.

პირველი ქართული ჯავშანმანქანები
 

2010 წლის 1 ივლისს ქართული სამხრედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნის მიზნით რეორგანიზებული  “დელტას” დაქვემდებარებაში გადავიდა შპს თბილავიამშენი თავისი უძრავ მოძრავი ქონებით და ინტელექტუალური რესურსით.

‘დელტას’ ახალი სიცოცხლე
 

დღემდე ,,დელტას,, საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილი ვადაგასული შეიარაღების და საბრძოლო მასალების უტილიზაცია-გადამუშავებაა.  წლების განმავლობაში ,,დელტას,, სპეციალისტების მიერ გაუვნებელყოფილი იქნა ასეულობით ათასი ვადაგასული საარტილერიო ჭურვი, საავიაციო ბომბი, საზენიტო რაკეტები და სხვა ფეთქებადსაშიში მასალები.

უტილიზაციის პროგრამები
 

2000-2002 წლებში “დელტას” მიერ რამდენიმე ეგზემპლიარის სახით დამზადდა სპეცდანიშნულების საბრძოლო მანქანები “დელგა-1” და “დელგა-2” რომელიც გამოსაცდელად კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადას გადაეცა.

‘დელტას’ პირველი ნაბიჯები
 

1999 წელს “დელტამ” საკუთარი წარმოების შეიარაღება და აღჭურვილობა პირველად წარმოადგინა საზღვარგარეთ, რუმინეთში გამართულ თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა EXPOMIL-99-ზე.

EXPOMIL-99
 

“დელტას” ისტორია სათავეს XX-საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს, 90-იანი წლების დასაწყისიდან კი კვლევითი ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუქვემდებარდა.
დღევანდელი სახით სსსტც ,,დელტა,, 2010 წელს ჩამოყალიბდა, , როდესაც ცენტრს ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა დაექვემდებარა.

‘დელტას’ ისტორია