დელტა
ინსტიტუტები

ზოგადი დებულებები

  1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება – ინსტიტუტი „ოპტიკა“ (შემდგომში – ინსტიტუტი) ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საკონსულტაციო, საექსპერტო და სამეწარმეო საქმიანობას.
  2. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
  3. ინსტიტუტი შექმნილია „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ოპტიკის“ ბაზაზე.
  4. ინსტიტუტი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მათი განვითარების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.
  5. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები

  1. ინსტიტუტის მიზანია:

ა) სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო და საქმიანობის განხორციელება;

ბ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;

გ) ქვეყნის სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;

დ) ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და გავრცელება;

ე) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;

ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება;

ზ) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობის მიღება.

2. ინსტიტუტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის, საპროექტო და ტექნოლოგიური საქმიანობა.


 

ინსტიტუტის ოფიციალური ვებ გვერდი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინსტიტუტ ოპტიკის“ წესდების დამტკიცების შესახებ

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.