დელტა
პროდუქტები
არტილერია
თვითმავალი ნაღმმტყორცნი GMM-120

თვითმავალი საარტილერიო დანადგარი GMM-120 შექმნილია მაღალი გამავლობის 3 ღერძიან სატვირთო ავტომანქანის ბაზაზე. მანქანაზე დამონტაჟებულია 360 გრადუსით მბრუნავი 120 მმ კალიბრიანი თვითმავალი ნაღმმტყორცნის მოდული. ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებიდა გამომდინარე მანქანა საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ სწრაფი და ზუსტი ცეცხლი, პოზიციის სწრაფი დაკავებით და დატოვების შესაძლებლობით.

საბრძოლო მანქანა აღჭურვილია ცეცხლის მართვის, ნავიგაციის და დამიზნების თანამედროვე ციფრული სისტემებით. მას პოზიციის დაკავება, დამიზნება და ცეცხლის გახსნა რამდენიმე წამში შეუძლია. GMM-120 აღჭურვილია გლობალური სანავიგაციო სისტემა GPS-ით, ტაქტიკური პლანშეტ-კომპიუტერებით და მაღალ დონეზე დაცული კავშირგაბმულობის სისტემით, ამით მანქანა ავტონომიური საცეცხლე მანქანის თვისებებს იძენს და ჯარების მართვის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის საშუალებას იძლევა.

საბრძოლო მანქანის კონსტრუქცია მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს, სამ ნაკვეთურიან ჯავშანკორპუსს და 120 მმ კალიბრის თვითმავალი ნაღმმტყორცნის მოდულს.
კორპუსის წინა ნაწილში მძღოლი და ეკიპაჟის ერთი წევრია მთავსებული, რომელსაც სპეციალურ ლიუქზე დამონტაჟებულ 12,7 მმ კალიბრის საზენიტო ტყვიამფრქვევიდან შეუძლია სროლა. შუა ნაკვეთურში მოთავსებულია ეკიპაჟის ოთხი წევრი, მათ შორის მეთაურიც, რომლის სამუშაო მაგიდაც მანქანის მარცხენა კედელთანაა მოწყობილი. მეთაურის სამუშაო მაგიდასთან დამონტაჟებულია ტაქტიკური ტაბლეტ-კომპიუტერი და რადიოსადგური.
მესამე ნაკვეთურში დამონტაჟებულია 360 გრადუსით მბრუნავი ნაღმმტყორცნის მოდული. ნაღმმტყორცნის მოდულის მარცხნივ, მემიზნის სამუშაო ადგილზე დამონტაჟებულია ტაქტიკური ტაბლეტ-კომპიუტერი და ავტომატიზირებული დამიზნების სისტემა, რომელიც ტრადიციული მექანიკურად დამიზნებად ნაღმმტყორცნებთან შედარებით დამიზნებისთვის საჭირო დროს რამდენჯერმე ამცირებს.
GMM-120 ის საბრძოლო ნაწილის მოდულური კონსტრუქცია სავალი ნაწილის მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას იძლევა. მოდულის კონსტრუქციაში ჩამონტაჟებული მძლავრი უკუცემის ჩამხშობი მექანიზმი სრული (6-7) მუხტით სროლის საშუალებას იძლევა. აღნიშნული მაჩვენებლი დიდი უპირატესობაა მის სხვადასხვა ანალოგებთან შედარებით.

თვითმავალი ნაღმმტყორცნის დანიშნულებაა მსუბუქი ქვეითი ან მექანიზირებული დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საცეცხლე წერტილების, გამაგრებული საინჟინრო ნაგებობების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის და სხვა სამიზნეების განადგურება.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

კალიბრი
120 მმ
საბრძოლო მასა
15 ტონა
სიგრძე
8,40 მეტრი
სიგანე
2,80 მეტრი
სიმაღლე
2,80 მეტრი
ეკიპაჟი
6 კაცი
ნაღმმტყორცნის გათვლა
5 კაცი
სროლის ტემპი
12 გასროლა/წთ
საარტილერიო ნაწილის რესურსი
4000 გასროლა
საარტილერიო ნაწილის მასა
2000 კგ
სროლის მაქსიმალური მანძილი
7100 მეტრი
სროლის მინიმალური მანძილი
480 მეტრი
დამიზნების სისტემა
ელექტრომექანიკური
თვითმავალი ნაღმმტყორცნი GMM-120
თვითმავალი ნაღმმტყორცნი GMM-120