დელტა
პროდუქტები
არტილერია
დიდგორი მეომარი 120 მმ ნაღმმტყორცნის მოდულით

გადმოსადგმელი 120 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნის მოდულით აღჭურვილი „დიდგორი მეომარის“ დანიშნულებაა ბრიგადის ზომის შენაერთის ან ბატალიონის ზომის ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერა. შეჯავშნული პლატფორმის, მობილურობის მაღალი მაჩვენებლების და საბრძოლო პოზიციის დაკავება-დატოვებისთვის საჭირო უმცირესი დროის გათვალისწინებით მანქანა შესაძლებელია გამოყენებული იქნას მექანიზირებული ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერისთვის სამანევრო ოპერაციებში. 120 მმ კალიბრიანი საარტილერიო მოდული ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ უკანა საბრძოლო ნაკვეთურშია დამონტაჟებული, სისტემა აღჭურვილია სტანდარტული ნაღმმტყორცნისგან განსხვავებული, შედარებით დიდი ზომის მართკუთხა საყრდენი ფილით, რომელიც სროლისას წარმოქმნილ უკუცემას ბევრად უფრო ეფექტურად ანაწილებს გრუნტზე. სალაშქროდან საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანისას საყრდენი ფილა და მასზე დამონტაჟებული 120 მმ-იანი ლულა სპეციალური ჰიდრავლუკური მექანიზმით დაბლა ჩამოიწევა, მანქანის უკანა ბორბლები კი სროლისას ხისტად დაფიქსირებისთვის ჰაერში იწევა.სალაშქრო მდგომარეობაში ლულა სპეციალური ჩამკეტი მექანიზმით ფიქსირდება. საბრძოლო ნაწილის სროლითი ბალისტიკური მონაცემები იდენტურია „დელტას“ წარმოებული კლასიკური კონსტრუქციის ბუქსირებადი ნაღმმტყორცნისა. სტანდარტული მსხვრევად-ფუგასური ნაღმებით სროლა შესაძლებელია სრული მუხტებით, მაქსიმალურ 7100 და მინიმალურ 480 მეტრამდე მანძილზე. ნაღმმტყორცნიდან შესაძლებელია როგორც საბჭოური ასევე NATO-ს სტანდარტის სხვადასხვა ტიპის ნაღმების სროლა. მანქანის საბრძოლო კომპლექტი 24 ნაღმისგან შედგება, რომლებიც საარტილერიო მოდულის ორივე მხარეს სპეციალურ სათავსოებში 12-12 ცალია განთავსებული. ნაღმმტყორცნის ტექნიკური სწრაფსროლა სტანდარტული ბუქსირებადის მსგავსად წუთში 15 გასროლაა. არსებულ მოდულზე შესაძლებელია სხვა ტიპის 120 მმ კალიბრიანი გლუვ და კუთხვილლულიანი ნაღმმტყორცნების ინტეგრაციაც.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

სიგრძე
7240 მმ
სიგანე
2350 მმ
სიმაღლე
2870 მმ
საბრძოლო მასა
8200 კგ
სვლის მარაგი
500 კმ
ძრავის სიმძლავრე
300 ცხ/ძალა
გადაცემათა კოლოფი
ავტომატური
მაქსიმალური სიჩქარე
120 კმ/სთ
ეკიპაჟი
5 კაცი
ჯავშნის დონე
EN1063 სტანდარტით BR7+
შეიარაღება
120 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნის მოდული
სროლის მინიმალური მანძილი
480 მეტრი
სროლის მაქსიმალური მანძილი
7100 მეტრი
ლულის ამაღლების კუთხე
45° - +80°
ლულის მობრუნების კუთხე ფიქსირებულ საყრდენ ორფეხაზე
±5°
სამიზნე მოწყობილობა
ოპტიკური ან ინერციული დამიზნების ბლოკი.
დიდგორი მეომარი 120 მმ ნაღმმტყორცნის მოდულით
დიდგორი მეომარი 120 მმ ნაღმმტყორცნის მოდულით