დელტა
პროდუქტები
ინდივიდუალური შეიარაღება
სნაიპერული შაშხანა “სატევარი-2”

სნაიპერული შაშხანა “სატევარი” წარმოადგენს მოდულური სქემით დამზადებულ ზუსტი სროლისთვის განკუთვნილ სნაიპერულ შაშხანას სხვადასხვა მანძილებზე სამუშაოდ. შაშხანის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამხედრო დანიშნულებით, ასევე სპორტული სნაიპინგისთვის.
მოცემულ მოდიფიკაციაში შაშხანა გათვლილია .338 GBM ტიპის სპეციალური სნაიპერული ვაზნების სროლაზე 1800 მეტრამდე მანძილზე. 
იარაღს აქვს გრძივად მოსრიალე მექანიკური საკეტი და რეგულირებადი სასხლეტი, რომლის ძალვის რეგულირება შესაძლებელია 0,2 დან 1,2 კგ-მდე.
შაშხანა აღჭურვილია უკანა რეგულირებადი საყრდენი ფეხით (მონოპოდი) და წინა ორფეხათი (ბიპოდი). შაშხანაზე შესაძლებელია როგორც Harris Bipods-ის ასევე Versa-Pod Bipod-ის სტილის ორფეხას დაყენება.
სპეციალური სნაიპერული კონდახი აღჭურვილია ვერტიკალურ სიბრტყეში რეგულირებადი სალოყით და ორ სიბრტყეში რეგულირებადი მხრის საბჯენით. შაშხანას აქვს სპეციალური სნაიპერული ერგონომიული, ორთოპედიული სახელური რომელიც აიოლებს იარაღის მართვას და ნაკლებად ძაბავს ხელის მტევნის კუნთებს, რაც ზუსტი სროლის ერთ-ერთი წინაპირობაა.  ლულა ბოლოვდება აქტიურ-რეაქტიული 3 კამერიანი ლულის მუხრუჭით, რომელიც სროლისას წარმოქმნილ უკუცემის ენერგიას მნიშვნელოვნად ამცირებს.
ვაზნების მიწოდება 4 ვაზნიანი მჭიდიდან ხდება.

დამკვეთისათვის იარაღის მიწოდებამდე, თითოეულ მზა ეგზემპლიარზე ოსტატის მიერ ინდივიდუალურად ტარდება სპეციალური სამუშაოები, რომელიც სტანდარტულ სერიულ მოდელთან შედარებით უზრუნველყოფს უფრო მაღალ სიზუსტეს.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

კალიბრი
.338
ვაზნა
.338 GBM
შაშხანის საერთო სიგრძე
1250 მმ
მასა
8,5 კგ
ლულის სიგრძე
690 მმ
ზუსტი სროლის მანძილი
1600 მეტრი
მჭიდის ტევადობა
4 ვაზნა
ლულის ხრახნის ბიჯი
8 დუიმი (203 მმ)
სტაბილური სიზუსტე 100 მეტრზე
0,30 MOA
ტყვიის საწყისი სიჩქარე 300 გრანიანი თავით
960 მ/წმ
ტყვიის საწყისი სიჩქარე 285 გრანიანი თავით
995 მ/წმ
სნაიპერული შაშხანა “სატევარი-2”
სნაიპერული შაშხანა “სატევარი-2”
სნაიპერული შაშხანა “სატევარი-2”
სნაიპერული შაშხანა “სატევარი-2”