დელტა
პროდუქტები
კალიბრი
120 მმ
საბრძოლო მასა
15 ტონა
სიგრძე
8,40 მეტრი
სიგანე
2,80 მეტრი
სიმაღლე
2,80 მეტრი
ეკიპაჟი
6 კაცი

თვითმავალი საარტილერიო დანადგარი GMM-120 შექმნილია მაღალი გამავლობის 3 ღერძიან სატვირთო ავტომანქანის ბაზაზე. მანქანაზე დამონტაჟებულია 360 გრადუსით მბრუნავი 120 მმ კალიბრიანი თვითმავალი ნაღმმტყორცნის მოდული. ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებიდა გამომდინარე მანქანა საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ სწრაფი და ზუსტი ცეცხლი, პოზიციის სწრაფი დაკავებით და დატოვების შესაძლებლობით.

საბრძოლო მანქანა აღჭურვილია ცეცხლის მართვის, ნავიგაციის და დამიზნების თანამედროვე ციფრული სისტემებით. მას პოზიციის დაკავება, დამიზნება და ცეცხლის გახსნა რამდენიმე წამში შეუძლია. GMM-120 აღჭურვილია გლობალური სანავიგაციო სისტემა GPS-ით, ტაქტიკური პლანშეტ-კომპიუტერებით და მაღალ დონეზე დაცული კავშირგაბმულობის სისტემით, ამით მანქანა ავტონომიური საცეცხლე მანქანის თვისებებს იძენს და ჯარების მართვის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის საშუალებას იძლევა.

საბრძოლო მანქანის კონსტრუქცია მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს, სამ ნაკვეთურიან ჯავშანკორპუსს და 120 მმ კალიბრის თვითმავალი ნაღმმტყორცნის მოდულს.
კორპუსის წინა ნაწილში მძღოლი და ეკიპაჟის ერთი წევრია მთავსებული, რომელსაც სპეციალურ ლიუქზე დამონტაჟებულ 12,7 მმ კალიბრის საზენიტო ტყვიამფრქვევიდან შეუძლია სროლა. შუა ნაკვეთურში მოთავსებულია ეკიპაჟის ოთხი წევრი, მათ შორის მეთაურიც, რომლის სამუშაო მაგიდაც მანქანის მარცხენა კედელთანაა მოწყობილი. მეთაურის სამუშაო მაგიდასთან დამონტაჟებულია ტაქტიკური ტაბლეტ-კომპიუტერი და რადიოსადგური.
მესამე ნაკვეთურში დამონტაჟებულია 360 გრადუსით მბრუნავი ნაღმმტყორცნის მოდული. ნაღმმტყორცნის მოდულის მარცხნივ, მემიზნის სამუშაო ადგილზე დამონტაჟებულია ტაქტიკური ტაბლეტ-კომპიუტერი და ავტომატიზირებული დამიზნების სისტემა, რომელიც ტრადიციული მექანიკურად დამიზნებად ნაღმმტყორცნებთან შედარებით დამიზნებისთვის საჭირო დროს რამდენჯერმე ამცირებს.
GMM-120 ის საბრძოლო ნაწილის მოდულური კონსტრუქცია სავალი ნაწილის მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას იძლევა. მოდულის კონსტრუქციაში ჩამონტაჟებული მძლავრი უკუცემის ჩამხშობი მექანიზმი სრული (6-7) მუხტით სროლის საშუალებას იძლევა. აღნიშნული მაჩვენებლი დიდი უპირატესობაა მის სხვადასხვა ანალოგებთან შედარებით.

თვითმავალი ნაღმმტყორცნის დანიშნულებაა მსუბუქი ქვეითი ან მექანიზირებული დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საცეცხლე წერტილების, გამაგრებული საინჟინრო ნაგებობების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის და სხვა სამიზნეების განადგურება.

+
ლულის კალიბრი
60 მმ
ლულის სიგრძე
395 მმ
სრული მასა
2.5 კგ
ლულის ამაღლების კუთხე (მაქს)
85 °
ლულის ამაღლების კუთხე (მინ)
30 °
სროლის მაქსიმალური მანძილი
450 მეტრი

60 მმ კალიბრის პორტატული უხმაურო ბიკალიბრული  ნაღმმტყორცნი GNM-60 გათვლილია სპეცდანიშნულების რაზმების და დივერსიული ჯგუფებისთვის უხმაურო ოპერაციების ჩასატარებლად. ნაღმმტყორცნიდან შესაძლებელია  40, 60 და 82 მმ კალიბრის ბიკალიბრული კონსტრუქციის მსხვრევადი ნაღმების გასროლა. GNM-60 სროლის პრინციპით განსხვავება კლასიკური ტიპის ნაღმმტყორცნებისგან. გამომგდები მუხტის დეტონაცია ნაღმის კუდში არსებულ სპეციალურ დახურულ კამერაში ხდება. ნაღმის ლულიდან გატყორცვნას სპეციალური დგუში უზრუნველყოფს. ნაღმმტყორცნის წონიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე მისი ტრანსპორტიორება და საბრძოლო გამოყენება შესაძლებელია ერთი კაცის მიერ.

+
კალიბრი
60 მმ
ლულის სიგრძე
650 მმ
საყრდენი ფილის დიამეტრი - 300 მმ
300 მმ
საერთო მასა
17.4 კგ
ლულის მასა
3.8 კგ
საყრდენი ფილის მასა
3.8 კგ

60 მმ  ნაღმმტყორცნი GM-60,  განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, საავტომობილო ტექნიკის და საცეცხლე პოზიციების  გასანადგურებლად. აგრეთვე ბრძოლის ველის დასაკვამლიანებლად. ახასიათებს სროლის მაღალი ტემპი და შეუძლია მაღალი ინტენსივობის გადამღობი ცეცხლის წარმოება.  გამოიყენება ასეულის დონის ქვედანაყოფის უშუალო საცეცხლე მხარდაჭერისთვის.
ნაღმმტყორცნი GM-60 შექმნილია კლასიკური სქემით და მის შემადგენლობაში შედის: 60 მმ კალიბრის გლუვარხიანი ლულა, საყრდენი ფეხები მექანიკური მექანიკური ლულის ამწევ-დამწევი მოწყობილობით, უკუცემის ჩამხშობი მექანიზმი, სადგამი ფილა და ოპტიკური დამიზნების  მოწყობილობა.

 

+
კალიბრი
82 მმ
ლულის სიგრძე
1220 მმ
საყრდენი ფილის დიამეტრი
600 მმ
საერთო მასა
51 კგ
ლულის მასა
18.5 კგ
საყრდენი ფილის მასა
10.8 კგ

82 მმ  ნაღმმტყორცნი GM-82,  განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, საავტომობილო ტექნიკის და საცეცხლე პოზიციების გასანადგურებლად. გამოიყენება ბატალიონის დონის ქვედანაყოფის უშუალო საცეცხლე მხარდაჭერისთვის.
ნაღმმტყორცნი GM-82 შექმნილია კლასიკური სქემით და მის შემადგენლობაში შედის: 82 მმ კალიბრის გლუვარხიანი ლულა, საყრდენი ფეხები მექანიკური ლულის ამწევ-დამწევი მოწყობილობით, უკუცემის ჩამხშობი მექანიზმი, სადგამი ფილა და ოპტიკური დამიზნების  მოწყობილობა.   ლულის ბოლოში სურვილისამებრ მონტაჟდება ორმაგი დატენვისგან დამცავი სპეციალური მოწყობილობა.

 

+
კალიბრი
120 მმ
ლულის სიგრძე
1740 მმ
საყრდენი ფილის დიამეტრი
900 მმ
საერთო მასა
216 კგ
ლულის მასა
73.4 კგ
საყრდენი ფილის მასა
64.5 კგ

120 მმ ბუქსირებადი ნაღმმტყორცნი GM-120,  განკუთვნილია მოწინააღმდეგის მსუბუქი ჯავშანტექნიკის, საავტომობილო ტექნიკის, საცეცხლე პოზიციების და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად.  გამოიყენება ბრიგადის და პოლკის დონის შენაერთების უშუალო საცეცხლე მხარდაჭერისთვის. ნაღმმტყორცნი GM-120 შექმნილია კლასიკური სქემით და მის შემადგენლობაში შედის: ორ ბორბლიანი ლაფეტი, 14,5 კალიბრი სიგრძის გლუვარხიანი ლულა, საყრდენი ფეხებიმექანიკური მექანიკური ლულის ამწევ-დამწევი მოწყობილობით, უკუცემის ჩამხშობი მექანიზმი, სადგამი ფილა და ოპტიკური დამიზნების  მოწყობილობა.   ლულის ბოლოში დამონტაჟებულია ორმაგი დატენვისგან დამცავი სპეციალური მოწყობილობა. ნაღმმტყორცნიდან შესაძლებელია როგორც საბჭოური ასევე NATO-ს სტანდარტის 120 მმ-იანი ნაღმების სროლა.

+