დელტა
პროდუქტები

მექანიკური ბალისტიკური კალკულატორების დანიშნულებაა სხვადასხვა დისტანციებზე სხვადასხვა ტიპის და კალიბრის ვაზნებით ზუსტი სროლისას მსროლელს მიუთითოს ოპტიკურ სამიზნე მოწყობილობაში შესატანი შესწორებების ციფრული მაჩვენებლები. (ოპტიკური სამიზნის ბარაბნის ბიჯის რაოდენობა). განსაზღვროს კონკრეტულ დისტანციაზე, კონკრეტული გარემო პირობების გათვალისწინებით ტყვიის ფრენის ტრაექტორია ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სიბრტყეში.
ერთეული ბალისტიკური კალკულატორი მორგებულია მხოლოდ ერთი კონრეტული ტიპის ვაზნაზე შესაბამისად სსსტც “დელტა” პოტენციურ კლიენტებს სთავაზობს ნებისმიერი ტიპის და კალიბრის სტანდარტული და არასტანდარტულ სნაიპერული ვაზნებისთვის განკუთვნილ ბალისტიკურ კალკულატორებს.

სტანდარტული მოდელის მექანიკური ბალისტიკური კალკულატორის ტექნიკური თავისებურებები:

– ექსპლუატაციის ტემპერატურული დიაპაზონი –  +50°C დან – 50°C მდე.
– ექსპლუატაციის შესაძლებლობა 100 % ტენიანობის პირობებში. 
– ექსპლუატაციის შესაძლებლობა ქარის, წვიმის, თოვლის, ქვიშის და მზის ზემოქმედებისას. 
– ამტანუნარიანობა მექანიკური ზემოქმედების მიმართ. 
– გამოთვლების წარმოების საშუალება როდესაც ტყვიაზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები: 
1. ქარი სიჩქარით 0 დან 6 მ/წმ ის ჩათვლით.
2. გრავიტაცია ზღვის დონიდან  2000 მეტრამდე.
3. ქარის მიმართულება 1,2,3,4,5,7,8,10,11 საათიდან.
4. ჰაერის ტემპერატურა 20°C დან 35°C-ის ჩათვლით
5. მიზნის დახრის კუთხე 5° დან 30 ° მდე
6. დერივაცია 600 მეტრიდან 1400 მეტრამდე.

არასტანდარტულ ინდივიდუალურ მოდიფიკაციაში კალკულატორი შესაძლებელია დამზადდეს შემკვეთის სურვილისამებრ ნებისმიერი მეტეოპირობების და სროლის მაქსიმალური დისტანციის გათვალისწინებით. 

ბალისტიკური კალკულატორები დამზადებულია წყალგამძლე პლასტიკური მასალით რომელიც თავდაპირველ ფორმას ინარჩუნებს 90°  ით მოდრეკვის შემდეგაც.

* მექანიკური ბალისტიკური კალკულატორების მიწოდება დაშვებულია მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ძალოვანი უწყებებისთვის. 

+
კალიბრი
40 მმ
მასა
5.83 კგ
სიგრძე
950 მმ
ეფექტური სროლის მანძილი
500 მეტრი
მაქსიმალური სროლის მანძილი
1000 მეტრი
საბრძოლო მასალა
რპგ-7 ის ყველანაირი ტიპის გასროლა

ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი რპგ-7გ  ერთ-ერთ ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებულ და პოპულარულ იარაღს მსოფლიოში.
მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის მძიმედ დაჯავშნული ტანკების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, საცეცხლე წერტილების და ცოცხალი ძალის გასანადგურებლად.
ყუმბარმტყორცნით შესაძლებელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ასეულობით ტიპის  40 მმ კალიბრის კუმულაცური, ტანდემურ-კუმულაციური, მსხვრევადი, მსხვრევად-კუმულაციური, თერმობარული და სხვა ტიპის  ყუმბარების გასროლა.
სსსტც ,,დელტა,, პოტენციურ მყიდველს სთავაზობს  ყუმბარმტყორცნის  როგორც სტანდარტულ ასევე პიკანიტის ტიპის მიმმართველი თამასით და ჰოლოგრაფიული სამიზნით აღჭურვილ მოდიფიცირებულ ვარიანტებს,

+
ლულის კალიბრი
60 მმ
ლულის სიგრძე
395 მმ
სრული მასა
2.5 კგ
ლულის ამაღლების კუთხე (მაქს)
85 °
ლულის ამაღლების კუთხე (მინ)
30 °
სროლის მაქსიმალური მანძილი
450 მეტრი

60 მმ კალიბრის პორტატული უხმაურო ბიკალიბრული  ნაღმმტყორცნი GNM-60 გათვლილია სპეცდანიშნულების რაზმების და დივერსიული ჯგუფებისთვის უხმაურო ოპერაციების ჩასატარებლად. ნაღმმტყორცნიდან შესაძლებელია  40, 60 და 82 მმ კალიბრის ბიკალიბრული კონსტრუქციის მსხვრევადი ნაღმების გასროლა. GNM-60 სროლის პრინციპით განსხვავება კლასიკური ტიპის ნაღმმტყორცნებისგან. გამომგდები მუხტის დეტონაცია ნაღმის კუდში არსებულ სპეციალურ დახურულ კამერაში ხდება. ნაღმის ლულიდან გატყორცვნას სპეციალური დგუში უზრუნველყოფს. ნაღმმტყორცნის წონიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე მისი ტრანსპორტიორება და საბრძოლო გამოყენება შესაძლებელია ერთი კაცის მიერ.

+