დელტა
პროდუქტები

12,7 მმ კალიბრის მაყუჩები სხვადასხვა ტიპის 12,7×99 მმ და 12,7×108 მმ კალიბრის ანტიმატერიული შაშხანებისთვის.
მაყუჩის დამზადება შესაძლებელია შემკვეთის სურვილის მიხედვით კონკრეტული მოდიფიკაციის შაშხანაზე მოსარგებად.

+
კალიბრი
.338
ვაზნა
.338 GBM
შაშხანის საერთო სიგრძე
1250 მმ
მასა
8,5 კგ
ლულის სიგრძე
690 მმ
ზუსტი სროლის მანძილი
1600 მეტრი

სნაიპერული შაშხანა “სატევარი” წარმოადგენს მოდულური სქემით დამზადებულ ზუსტი სროლისთვის განკუთვნილ სნაიპერულ შაშხანას სხვადასხვა მანძილებზე სამუშაოდ. შაშხანის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამხედრო დანიშნულებით, ასევე სპორტული სნაიპინგისთვის.
მოცემულ მოდიფიკაციაში შაშხანა გათვლილია .338 GBM ტიპის სპეციალური სნაიპერული ვაზნების სროლაზე 1800 მეტრამდე მანძილზე. 
იარაღს აქვს გრძივად მოსრიალე მექანიკური საკეტი და რეგულირებადი სასხლეტი, რომლის ძალვის რეგულირება შესაძლებელია 0,2 დან 1,2 კგ-მდე.
შაშხანა აღჭურვილია უკანა რეგულირებადი საყრდენი ფეხით (მონოპოდი) და წინა ორფეხათი (ბიპოდი). შაშხანაზე შესაძლებელია როგორც Harris Bipods-ის ასევე Versa-Pod Bipod-ის სტილის ორფეხას დაყენება.
სპეციალური სნაიპერული კონდახი აღჭურვილია ვერტიკალურ სიბრტყეში რეგულირებადი სალოყით და ორ სიბრტყეში რეგულირებადი მხრის საბჯენით. შაშხანას აქვს სპეციალური სნაიპერული ერგონომიული, ორთოპედიული სახელური რომელიც აიოლებს იარაღის მართვას და ნაკლებად ძაბავს ხელის მტევნის კუნთებს, რაც ზუსტი სროლის ერთ-ერთი წინაპირობაა.  ლულა ბოლოვდება აქტიურ-რეაქტიული 3 კამერიანი ლულის მუხრუჭით, რომელიც სროლისას წარმოქმნილ უკუცემის ენერგიას მნიშვნელოვნად ამცირებს.
ვაზნების მიწოდება 4 ვაზნიანი მჭიდიდან ხდება.

დამკვეთისათვის იარაღის მიწოდებამდე, თითოეულ მზა ეგზემპლიარზე ოსტატის მიერ ინდივიდუალურად ტარდება სპეციალური სამუშაოები, რომელიც სტანდარტულ სერიულ მოდელთან შედარებით უზრუნველყოფს უფრო მაღალ სიზუსტეს.

+

მექანიკური ბალისტიკური კალკულატორების დანიშნულებაა სხვადასხვა დისტანციებზე სხვადასხვა ტიპის და კალიბრის ვაზნებით ზუსტი სროლისას მსროლელს მიუთითოს ოპტიკურ სამიზნე მოწყობილობაში შესატანი შესწორებების ციფრული მაჩვენებლები. (ოპტიკური სამიზნის ბარაბნის ბიჯის რაოდენობა). განსაზღვროს კონკრეტულ დისტანციაზე, კონკრეტული გარემო პირობების გათვალისწინებით ტყვიის ფრენის ტრაექტორია ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სიბრტყეში.
ერთეული ბალისტიკური კალკულატორი მორგებულია მხოლოდ ერთი კონრეტული ტიპის ვაზნაზე შესაბამისად სსსტც “დელტა” პოტენციურ კლიენტებს სთავაზობს ნებისმიერი ტიპის და კალიბრის სტანდარტული და არასტანდარტულ სნაიპერული ვაზნებისთვის განკუთვნილ ბალისტიკურ კალკულატორებს.

სტანდარტული მოდელის მექანიკური ბალისტიკური კალკულატორის ტექნიკური თავისებურებები:

– ექსპლუატაციის ტემპერატურული დიაპაზონი –  +50°C დან – 50°C მდე.
– ექსპლუატაციის შესაძლებლობა 100 % ტენიანობის პირობებში. 
– ექსპლუატაციის შესაძლებლობა ქარის, წვიმის, თოვლის, ქვიშის და მზის ზემოქმედებისას. 
– ამტანუნარიანობა მექანიკური ზემოქმედების მიმართ. 
– გამოთვლების წარმოების საშუალება როდესაც ტყვიაზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები: 
1. ქარი სიჩქარით 0 დან 6 მ/წმ ის ჩათვლით.
2. გრავიტაცია ზღვის დონიდან  2000 მეტრამდე.
3. ქარის მიმართულება 1,2,3,4,5,7,8,10,11 საათიდან.
4. ჰაერის ტემპერატურა 20°C დან 35°C-ის ჩათვლით
5. მიზნის დახრის კუთხე 5° დან 30 ° მდე
6. დერივაცია 600 მეტრიდან 1400 მეტრამდე.

არასტანდარტულ ინდივიდუალურ მოდიფიკაციაში კალკულატორი შესაძლებელია დამზადდეს შემკვეთის სურვილისამებრ ნებისმიერი მეტეოპირობების და სროლის მაქსიმალური დისტანციის გათვალისწინებით. 

ბალისტიკური კალკულატორები დამზადებულია წყალგამძლე პლასტიკური მასალით რომელიც თავდაპირველ ფორმას ინარჩუნებს 90°  ით მოდრეკვის შემდეგაც.

* მექანიკური ბალისტიკური კალკულატორების მიწოდება დაშვებულია მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ძალოვანი უწყებებისთვის. 

+
კალიბრი
ბიკალიბრული
საერთო სიგრძე .308 Win
1160 მმ
საერთო სიგრძე .300 WM
1220 მმ
საერთო სიგრძე .300 NM
1220 მმ
საერთო სიგრძე .338 LM
1220 მმ
საერთო სიგრძე .338 GBM
1250 მმ

სნაიპერული შაშხანა “სატევარი” წარმოადგენს მოდულური სქემით დამზადებულ ზუსტი სროლისთვის განკუთვნილ სნაიპერულ შაშხანას სხვადასხვა მანძილებზე სამუშაოდ. შაშხანის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამხედრო დანიშნულებით, ასევე სპორტული სნაიპინგისთვის.
იარაღი არსებობს შვიდი მოდიფიკაციით, განსხვავებული კალიბრით, დანიშნულებით და ტექნიკური მონაცემებით:

.308 Winchester – სტანდარტული ვაზნით 800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
.300 WM  – სტანდარტული ვაზნით 1000 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
.300 Norma Magnum – სტანდარტული ვაზნით 1400 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.

.338 LM    – სტანდარტული ვაზნით 1200 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
.338 GBM – სპეციალური სნაიპერული ვაზნით, 1800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
.375
 GBM   –   სპეციალური სნაიპერული ვაზნით, 1800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
.50 BMG – ანტიმატერიული შაშხანა 2500 მეტრ მანძილზე სამუშაოდ.

თითოეული მოდიფიკაცია აღჭურვილია გრძივად მოსრიალე მექანიკური საკეტით და აქვს რეგულირებადი სასხლეტი, რომლის ძალვის რეგულირება შესაძლებელია 0,2 დან 1,2 კგ-მდე.
შაშხანა აღჭურვილია უკანა რეგულირებადი საყრდენი ფეხით (მონოპოდი) და წინა ორფეხათი (ბიპოდი). შაშხანაზე შესაძლებელია როგორც Harris Bipods-ის ასევე Versa-Pod Bipod-ის სტილის ორფეხას დაყენება.
სპეციალური სნაიპერული კონდახი აღჭურვილია ვერტიკალურ სიბრტყეში რეგულირებადი სალოყით და ორ სიბრტყეში რეგულირებადი მხრის საბჯენით. შაშხანას აქვს სპეციალური სნაიპერული ერგონომიკული, ორთოპედიული სახელური რომელიც აიოლებს იარაღის მართვას და ნაკლებად ძაბავს ხელის მტევნის კუნთებს, რაც ზუსტი სროლის წინაპირობაა.  ლულა ბოლოვდება აქტიურ-რეაქტიული 5 კამერიანი ლულის მუხრუჭით, რომელიც სროლისას წარმოქმნილ უკუცემის ენერგიას მნიშვნელოვნად ამცირებს.
ვაზნების მიწოდების სისტემა ორი ტიპისაა, კლასიკური სქემის მჭიდით და ერთეულოვანი დატენვით.

დამკვეთისათვის იარაღის მიწოდებამდე, თითოეულ მზა ეგზემპლიარზე ოსტატის მიერ ინდივიდუალურად ტარდება სპეციალური სამუშაოები, რომელიც სტანდარტულ სერიულ მოდელთან შედარებით უზრუნველყოფს უფრო მაღალ სიზუსტეს.

+
კალიბრი
12,7 მმ
შაშხანის სიგრძე
1040 მმ
ლულის სიგრძე
580 მმ
სამიზნე მანძილი ოპტიკური სამიზნით
1200 მეტრი
მასა ოპტიკური სამიზნით
12 კგ
ტყვიის საწყისი სიჩქარე
817 მ/წმ

12,7 მმ კალიბრის მსხვილკალიბრიანი შაშხანა AMR Mod II განეკუთვნება ანტიმატერიული შაშხანების კლასს.
მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურება და მსუბუქად დაჯავშნული ტექნიკის დაზიანება-მწყობრიდან გამოყვანა.
შაშხანას აქვს გრძივად მოსრიალე მექანიკური საკეტი.
იარაღი აღჭურვილია 5 ვაზნიანი მჭდით.
შაშხანაზე გამოიყენება 12,7X108 მმ კალიბრის საბჭოთა სტანდარტის ვაზნები.
წოლელა სროლისთვის იარაღი აღჭურვილია წინა ორფეხა საყრდენით (ბიპოდი) და კონდახის დასაფიქსირებელი უკანა ფეხით (მონოპოდი).
ლულა ბოლოვდება მასიური მუხრუჭ-კომპენსატორით, რომელიც გასროლისას წარმოქმნილ უკუცემის ენერგიას მნიშვნელოვნად ამცირებს.
საჭიროების შემთხვევაში შაშხანაზე შესაძლებელია მასიური მაყუჩის დამონტაჟება.
უნივერსალური მიმმართველი რელსი ნებისმიერი ტიპის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობის დამონტაჟების საშუალებას იძლევა.

+
კალიბრი
12,7 მმ
შაშხანის სიგრძე
1520 მმ
ლულის სიგრძე
1100 მმ
სამიზნე მანძილი ოპტიკური სამიზნით
2000 მეტრი
მასა ოპტიკური სამიზნით
14 კგ
ტყვიის საწყისი სიჩქარე
817 მ/წმ

12,7 მმ კალიბრის მსხვილკალიბრიანი შაშხანა AMR Mod I განეკუთვნება ანტიმატერიული შაშხანების კლასს.
მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურება და მსუბუქად დაჯავშნული ტექნიკის დაზიანება-მწყობრიდან გამოყვანა.
შაშხანას აქვს გრძივად მოსრიალე მექანიკური საკეტი, სავაზნე კოლოფის ტევადობა 5 ვაზნაა.
შაშხანაზე გამოიყენება 12,7X108 მმ კალიბრის ვაზნები.
წოლელა სროლისთვის იარაღი აღჭურვილია ორფეხა საყრდენით და კონდახის დასაფიქსირებელი უკანა ფეხით.
ლულის ბოლოში დამონტაჟებულია ლულის მუხრუჭი, რომელიც გასროლისას წარმოქმნილ უკუცემის ენერგიას მნიშვნელოვნად ამცირებს.
იარაღზე დამონტაჟებულია უნივერსალური მიმმართველი რელსი, რომელიც ნებისმიერი ტიპის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობის დამონტაჟების საშუალებას იძლევა.

+
კალიბრი
5,45 მმ
იარაღის ტიპი
AK-74
მასა
710 გრამი
სიგრძე
238 მმ
დიამეტრი
38 მმ
რესურსი
2000-2500 გასროლა

5,45 მმ კალიბრის AK-74 ტიპის ავტომატური საიერიშო შაშხანისთვის განკუთვნილი ხმის  ჩამხშობი მოწყობილობა (მაყუჩი), უზრუნველყოფს ხმაურის და დენთის წვისას წარმოქმნილი ცეცხლის ჩახშობას.
მაყუჩით სროლის წარმოება შესაძლებელია როგორც სპეციალური ასევე სტანდარტული ვაზნებით.
მაყუჩიდან რეკომენდირებული არ არის მგეზავი და ჯავშანგამტანი ვაზნების სროლა.

+
კალიბრი
5,56 მმ
იარაღის ტიპი
M-4
მასა
550 გრამი
სიგრძე
225 მმ
დიამეტრი
38 მმ
რესურსი
2500 გასროლა

5,56 მმ კალიბრის M-4 ტიპის ავტომატური შაშხანისთვის განკუთვნილი ხმის  ჩამხშობი მოწყობილობა (მაყუჩი), უზრუნველყოფს ხმაურის და დენთის წვისას წარმოქმნილი ცეცხლის ჩახშობას.
მაყუჩით სროლის წარმოება შესაძლებელია როგორც სპეციალური ასევე სტანდარტული ვაზნებით.

+
კალიბრი
.338 კალიბრი
იარაღის ტიპი
სნაიპერული შაშხანა DT SRS
მასა
1,74 კგ
სიგრძე
331 მმ
დიამეტრი
47 მმ
რესურსი
დამოკიდებულია იარაღის ლულაზე

.338 კალიბრის სნაიპერული შაშხანებისთვის განკუთვნილი ხმის ჩამხშობი მოწყობილობა. (მაყუჩი), უზრუნველყოფს ხმაურის და დენთის წვისას წარმოქმნილი ცეცხლის ჩახშობას.

+
კალიბრი
40 მმ
წონ
1,7 კგ
სროლის მაქსიმალური მანძილი
400 მ
შეიარაღება
40X46 მმ
იარაღის ტიპი
M-4 / M-16

40 მმ კალიბრის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი უბგლ-1 განკუთვნილია სტოუნერის სისტემის M-4  და M-16 ტიპის ავტომატურ შაშხანებზე დასაყენებლად. გამოიყენება მოწინააღმდეგის ღიად განლაგებული ცოცხალი ძალის და მსუბუქად დაჯავშნული ტექნიკის გასანადგურებლად.
ყუმბარმტყორცნი აღჭურვილია მექანიკური სამიზნე მოწყობილობით რომლის საშუალებითაც დამიზნება მაქსიმალურ 450 მეტრზე წარმოებს.  ყუმბარმტყორცნზე გამოიყენება NATO-ს სტანდარტის 40×46 მმ კალიბრის სხვადასხვა მოდიფიკაციის და დანიშნულების გასროლები.

+
კალიბრი
40 მმ
მასა
1,7კგ
საბრძოლო მასალა
40X46 მმ
სროლის მაქსიმალური მანძილი
450 მეტრი
სროლის მინიმალური მანძილი
50 მეტრი
საერთო სიგრძე
400 მმ

40 მმ კალიბრის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი  AG-40D განკუთვნილია კალაშნიკოვის სისტემის AKM და AK-74  და სტოუნერის სისტემის M-4  და M-16 ტიპის ავტომატურ შაშხანებზე დასაყენებლად. გამოიყენება მოწინააღმდეგის ღიად განლაგებული ცოცხალი ძალის და მსუბუქად დაჯავშნული ტექნიკის გასანადგურებლად.
ყუმბარმტყორცნი აღჭურვილია მექანიკური სამიზნე მოწყობილობით რომლის საშუალებითაც დამიზნება მაქსიმალურ 450 მეტრზე წარმოებს.  ყუმბარმტყორცნზე გამოიყენება NATO-ს სტანდარტის 40×46 მმ კალიბრის სხვადასხვა მოდიფიკაციის და დანიშნულების გასროლები.

+
კალიბრი
40 მმ
საერთო სიგრძე
323 მმ
ლულის სიგრძე
205 მმ
მასა
1.3 კგ
სროლის მაქსიმალური მანძილი
400 მეტრი
შესაბამისი იარაღი
AKM, AK-74

40 მმ კალიბრის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი გპ-25 განკუთვნილია კალაშნიკოვის სისტემის AKM და AK-74 ტიპის ავტომატურ შაშხანებზე დასაყენებლად. გამოიყენება მოწინააღმდეგის ღიად განლაგებული ცოცხალი ძალის გასანადგურებლად.  ყუმბარმტყორცნი აღჭურვილია მექანიკური სამიზნე მოწყობილობით რომლის საშუალებითაც დამიზნება მაქსიმალურ 400 მეტრზე წარმოებს.
ყუმბარმტყორცნზე გამოიყენება საბჭოური სტანდარტის ვოგ-25 და ვოგ-25პ ტიპის ლულიდან დატენვადი მსხვრევადი გასროლები და მათი სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული კლონები.

+
კალიბრი
40 მმ
მასა
5.83 კგ
სიგრძე
950 მმ
ეფექტური სროლის მანძილი
500 მეტრი
მაქსიმალური სროლის მანძილი
1000 მეტრი
საბრძოლო მასალა
რპგ-7 ის ყველანაირი ტიპის გასროლა

ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი რპგ-7გ  ერთ-ერთ ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებულ და პოპულარულ იარაღს მსოფლიოში.
მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის მძიმედ დაჯავშნული ტანკების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, საცეცხლე წერტილების და ცოცხალი ძალის გასანადგურებლად.
ყუმბარმტყორცნით შესაძლებელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ასეულობით ტიპის  40 მმ კალიბრის კუმულაცური, ტანდემურ-კუმულაციური, მსხვრევადი, მსხვრევად-კუმულაციური, თერმობარული და სხვა ტიპის  ყუმბარების გასროლა.
სსსტც ,,დელტა,, პოტენციურ მყიდველს სთავაზობს  ყუმბარმტყორცნის  როგორც სტანდარტულ ასევე პიკანიტის ტიპის მიმმართველი თამასით და ჰოლოგრაფიული სამიზნით აღჭურვილ მოდიფიცირებულ ვარიანტებს,

+
ლულის კალიბრი
60 მმ
ლულის სიგრძე
395 მმ
სრული მასა
2.5-3,5 კგ
ლულის ამაღლების კუთხე (მაქს)
85 °
ლულის ამაღლების კუთხე (მინ)
30 °
სროლის მაქსიმალური მანძილი
450 მეტრი

60 მმ კალიბრის პორტატული უხმაურო ბიკალიბრული  ნაღმმტყორცნი GNM-60 გათვლილია სპეცდანიშნულების რაზმების და დივერსიული ჯგუფებისთვის უხმაურო ოპერაციების ჩასატარებლად. ნაღმმტყორცნიდან შესაძლებელია  40, 60 და 82 მმ კალიბრის ბიკალიბრული კონსტრუქციის მსხვრევადი ნაღმების გასროლა. GNM-60 სროლის პრინციპით განსხვავება კლასიკური ტიპის ნაღმმტყორცნებისგან. გამომგდები მუხტის დეტონაცია ნაღმის კუდში არსებულ სპეციალურ დახურულ კამერაში ხდება. ნაღმის ლულიდან გატყორცვნას სპეციალური დგუში უზრუნველყოფს. ნაღმმტყორცნის წონიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე მისი ტრანსპორტიორება და საბრძოლო გამოყენება შესაძლებელია ერთი კაცის მიერ.

+