დელტა
პროდუქტები
დაცვის დონე ჯავშანფილების გარეშე NIJ-Std 0101.06 სტანდარტით
III A კლასი
ჯავშანფილების დაცვის დონე
IV კლასი
ჯავშანჟილეტის წონა ჯავშანფილების გარეშე
3,5 კგ
ჯავშანჟილეტის წონა IV კლასის ჯავშანფილებით
8,5 კგ
დაცვის ფართი
29,3 დმ²
ნამსხვრევებისგან დაცვის დონე STANAG 2920 სტანდარტით
V50 1.1 გრ 720 მ/წმ

ჯავშანჟილეტი განკუთვნილია საინკასაციო სამსახურების პირადი შემადგენლობისთვის. გათვლილია სხეულის ზედა ნაწილის დასაცავად ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისგან.  ჯავშანჟილეტის კორპუსზე დატანებულია MOLLE-ს უნივერსალური სისტემა, რაც საშუალებას იძლევა მასზე დამაგრდეს სხვადასხვა ზომის, მოცულობის და დანიშნულების ჯიბეები, ჩანთები და სხვა აქსესუარები. ჯავშანჟილეტში წინა და უკანა მხარეს თავსდება კომპოზიტური მასალისგან დამზადებული  ჯავშანფილები, რომელიც უზრუნველყოფს 7.62X39 და 7.62X54R მმ კალიბრის ვაზნებისგან დაცვას.

+
ჩაფხუტის დაცვის დონე NIJ 01.01.04 სტანდარტით
III A კლასი
ჩაფხუტის მასა
1,2 - 1,5 კგ
სპეციალური დანიშნულების ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-III
ჩაფხუტი დამზადებულია კომპოზიტური მასალებისგან და უზრუნველყოფს დაცვას 7,62X25 მმ კალიბრის TT-ს ფოლადის გარსიანი ტყვიებისგან.
ჩაფხუტის ძირითადი დანიშნულებაა საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების შეკავება. ჩაფხუტის შიდა ნაწილში დატანებულია კინეტიკური ენერგიის ჩამხშობი სპეციალური ამორტიზაციის სისტემა, რომელიც მებრძოლის თავს და კისერს მეორადი დაზიანებისგან იცავს. კორპუსის ორივე მხარეს დამონტაჟებულია უნივერსალური მიმმართველი რელსები, რომელიც საშუალებას იძლევა ჩაფხუტზე დამონტაჟდეს სხვადასხვა დამხმარე აქსესუარი. შუბლა ნაწილზე დამონტაჟებულია სპეციალური თამასა ღამის ხედვის მოწყობილობის დასამონტაჟებლად. აღნიშნული მოდიფიკაციის ჩაფხუტი გათვლილია სპეციალურ აქტიურ ყურსასმენებთან ერთად გამოყენებისთვის, რისთვისაც ყურის მიდამოები ამოჭრილია.
+
ჩაფხუტის დაცვის დონე NIJ 01.01.04 სტანდარტით
level IIIA
მასა ზომების მიხედვით
1.2 - 1.5 კგ
სპეციალური დანიშნულების ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-II
ჩაფხუტი დამზადებულია კომპოზიტური მასალებისგან და უზრუნველყოფს დაცვას 7,62X25 მმ კალიბრის TT-ს ფოლადის გარსიანი ტყვიებისგან.
ჩაფხუტის ძირითადი დანიშნულებაა საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების შეკავება. ჩაფხუტის შიდა ნაწილში დატანებულია კინეტიკური ენერგიის ჩამხშობი სპეციალური ამორტიზაციის სისტემა, რომელიც მებრძოლის თავს და კისერს მეორადი დაზიანებისგან იცავს. კორპუსის ორივე მხარეს დამონტაჟებულია უნივერსალური მიმმართველი რელსები, რომელიც საშუალებას იძლევა ჩაფხუტზე დამონტაჟდეს სხვადასხვა დამხმარე აქსესუარი. შუბლა ნაწილზე დამონტაჟებულია სპეციალური თამასა ღამის ხედვის მოწყობილობის დასამონტაჟებლად.
+
დაცვის დონე
level IIIA
მასა ზომების მიხედვით
1.2 - 1.5 კგ
საერთო საჯარისო დანიშნულების ჩაფხუტი DH MK-I.
ჩაფხუტი დამზადებულია კომპოზიტური მასალებისგან და უზრუნველყოფს დაცვას 7,62X25 მმ კალიბრის TT-ს ფოლადის გარსიანი ტყვიებისგან.
ჩაფხუტის ძირითადი დანიშნულებაა საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების შეკავება. ჩაფხუტის შიდა ნაწილში დატანებულია კინეტიკური ენერგიის ჩამხშობი სპეციალური ამორტიზაციის სისტემა, რომელიც მებრძოლის თავს და კისერს მეორადი დაზიანებისგან იცავს.
+
დაცვის დონე ჯავშანფილების გარეშე
III A NIJ-Std 0101.06 სტანდარტით
ჯავშანფილების დაცვის დონე
7,62x54R
ჯავშანჟილეტის წონა ჯავშანფილების გარეშე
4 კგ
ჯავშანჟილეტის წონა ჯავშანფილებით
9 კგ
დაცვის ფართი
38-40 დმ²
ნამსხვრევებისგან დაცვის დონე STANAG 2920 სტანდარტით
V50 1.1 გრ 720 მ/წმ

მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანჟილეტი MK-II. განკუთვნილია მებრძოლის სხეულის ზედა ნაწილის დასაცავად საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან და ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისგან.  ჯავშანჟილეტს გააჩნია  molle-ს ტიპის უნივერსალური სამაგრი სისტემა, მასში წინა და უკანა მხარეს თავსდება კომპოზიტიური მასალისგან დამზადებული სპეციალური ჯავშანფილები, რომელიც უზრუნველყოფს 7.62X54R მმ კალიბრის  ЛПС ტიპის სტანდარტული ვაზნებისგან დაცვას. ფილების გარეშე ჯავშანჟილეტის ბალისტიკური შიგთავსი უზრუნველყოფს დაცვას 7.62X25 მმ (ТТ)  კალიბრის ფოლადის გარსიანი ტყვიებისგან დაცვას. ჟილეტი აღჭურვილია ავარიული სწრაფი გახსნის სისტემით.

+
დაცვის დონე ჯავშანფილების გარეშე
IIIA NIJ-Std 0101.06 სტანდარტით
დაცვის დონე ჯავშანფილით
IV კლასი
ჯავშანჟილეტის წონა ჯავშანფილების გარეშე
4.5 კგ
ჯავშანჟილეტის წონა IV კლასის ჯავშანფილებით საყელოს და საზარდულის დამცავის გარეშე
8.5 კგ
ჯავშანჟილეტის წონა IV კლასის ჯავშანფილებით საყელო და საზარდულით
9.5-10 კგ
დაცვის ფართი საყელოს და საზარდულის დამცავის გარეშე
37.9 დმ²

საერთო-საჯარისო დანიშნულების ჯავშანჟილეტი MK-I. განკუთვნილია მებრძოლის სხეულის ზედა ნაწილის დასაცავად საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან და ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისგან.  ჯავშანჟილეტს გააჩნია  molle-ს ტიპის უნივერსალური სამაგრი სისტემა, რაც საშუალებას იძლევა მასზე დამაგრდეს სხვადასხვა ზომის, მოცულობის და დანიშნულების ჯიბე. ჯავშანჟილეტში წინა და უკანა მხარეს თავსდება კომპოზიტიური მასალისგან დამზადებული სპეციალური ჯავშანფილები, რომელიც უზრუნველყოფს 7.62X54R მმ კალიბრის  B-32 ტიპის ჯავშანგამტანი ვაზნებისგან დაცვას. შემკვეთის სურვილის მიხედვით ჯავშანჟილეტი შესაძლებელია დაკომპლექტდეს ყელის, მხრების, ხელების და საზარდულის ნამსხვრევებისგან დამცავი აქსესუარებით.

+