დელტა
პროდუქტები
ცარიელი მანქანის წონა
8200 კგ
ძრავის სიმძლავრე
356 ცხ.ძ
თვლების ფორმულა
4X4
მაქსიმალური სიჩქარე
120 კმ/სთ
სვლის მარაგი
500 კმ
ეკიპაჟი
2 კაცი

სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა განკუთვნილია დაჭრილი ჯარისკაცების უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად. უნივერსალურ 4×4 შასიზე აგებული ჯავშანმანქანა მთლიანად დაპროექტებულია, აწყობილია
და შემოწმებულია სახელმწოფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ მიერ.

მანქანას გააჩნია 356 ცხ/ძალის სიმძლავრის V8 ტიპის ორმაგი ტურბო დიზელის ძრავი. ეს საშუალებას იძლევა მანქანამ ასფალტირებულ გზაზე 120 კმ/საათი სიჩქარე განავითაროს.
ჯავშანმანქანას გააჩნია მაღალი დონის EN1063 B7+ სტანდარტის შესაბამისი ჯავშანდაცვა, რაც ორ ფენიანი ჯავშნით მიიღწევა.
ჯავშანფილები უზრუნველყოფს ახლო მანძილიდან ნასროლი 7,62 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიების და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების შეკავებას.
მანქანის უკანა ნაკვეთურში განთავსებულია ოთხი ერთეული საკაცე და სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობა.

მაღალი გამავლობა: მძლავრი V8 ორმაგი ტურბო ძრავის სიმძლავრე-წონის მაღალი კოეფიციენტი
სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანას საშუალებას აძლევს განავითაროს 120 კმ/საათში სიჩქარე ნებისმიერი რელიეფისა და კლიმატის პირობებში.
მაღალი დონის დაცვა: კორპუსის სტრუქტურაში გამოყენებული ჯავშანფილები ისეთი კუთხით არის განლაგებული, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ეფექტური დაცვა კინეტიკური და ნაღმის დარტყმის ძალის საფრთხისგან. მანქანის ძირი დამზადებულია ჯავშანფოლადის ფენისგან – ხოლო დაცვის დონე გაძლიერებულია დამატებითი ჯავშანპანელებით, რომლებიც დაზიანების შემდეგ მარტივად შეიძლება შეიცვალოს.

+
ცარიელი მასა
8059 კგ
საბრძოლო მასა
8855 კგ
სიგრძე
6120 მმ
სიგანე
2350 მმ
სიმაღლე
2230 მმ
ძრავის სიმძლავრე
356 ცხ/ძალა

მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. განკუთვნილია ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად.

ჯავშანი უზრუნველყოფს დაცვას 7,62X54 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან.
მანქანას გააჩნია 3 ფენიანი  სენდვიჩის ტიპის დაჯავშნული ფსკერი. შუა ფენა ნაღმის აფეთქებისას წარმოქმნილ დარტყმით ტალღას შთანთქავს, დანარჩენი ორი კი ეკიპაჟს ნამსხვრევებისგან იცავს.
მანქანას გააჩნია მოდულური კონსტრუქცია, რაც საშუალებას იძლევა მის ბაზაზე შეიქმნას ათეულობით სხვადასხვა მოდიფიკაციის და სხვადასხვა შეიარაღების მატარებელი საბრძოლო მანქანა.

სტანდარტულ მოდიფიკაციაში მანქანა შეიარაღებულია 7,62 მმ კალიბრის  M-134 G Minigun-ის ტიპის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით ან დისტანციური მართვის საბრძოლო მოდულით, რომელშიც დამონტაჟებულია 12,7 მმ НСВ  და მასთან შეწყვილებული  7,62 მმ-იანი ПКТ-ს ტიპის ტყვიამფრქვევები.

მანქანას გააჩნია მოდულური კონსტრუქცია, რაც საშუალებას იძლევა მის ბაზაზე შეიქმნას ათეულობით სხვადასხვა მოდიფიკაციის და სხვადასხვა შეიარაღების მატარებელი საბრძოლო მანქანა.

 

+
სიგრძე
6120 მმ
სიგანე
2350 მმ
მასა
8200 კგ
ძრავის სიმძლავრე
356 ცხ/ძალა
სავალი ნაწილის ფორმულა
4X4
სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი
ავტომატური

ინტეგრირებული ქსელების მანქანა — დიდგორის ტიპის მულტიფუნქციურ პლატფორმაზე შექმნილი სპეციალიზირებული კავშირგაბმულობის მანქანა. მისი დანიშნულებაა ბრიგადის დონის საჯარისო შენაერთის შტაბსა და საბრძოლო ქვედანაყოფებს შორის გამართული კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა. მანქანა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ ამერიკულ კომპანია Harris Corporation-თან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით დაამზადა. საჯარო პრეზენტაცია 2014 წლის 28 იანვარს შედგა.

მანქანა შექმნილია დიდგორი 1-ის ტიპის ჯავშანმანქანის ბაზაზე. მისი ჯავშანკორპუსი ორ ნაწილადაა გაყოფილი. წინა ნაწილში განლაგებულია 5 კაციანი ეკიპაჟი, უკანა ნაწილში კი Harris-ის ფირმის სამხედრო კავშირგაბმულობის აპარატურა. მანქანა აღჭურვილია გლობალური ნავიგაციის სისტემით და დამატებითი კონდიციონერით.

+
სიგრძე
6130 მმ
სიგანე
3068 მმ
სიმაღლე
2163 მმ
ცარიელი მასა
14850 კგ
ეკიპაჟი
3 კაცი
დესანტი
7 კაცი

მუხლუხოიანი  მსუბუქი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, განკუთვნილია  მექანიზირებული ათეულის უშუალოდ ფრონტის წინა ხაზამდე უსაფრთხოდ გადასაყვანად და მათი საცეცხლე მხარდაჭერისთვის.
ჯავშანი კომბინირებული ტიპისაა და წინა პროექციიდან უზრუნველყოფს 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან დაცვას.  ფსკერის ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა STANAG-ის IV დონისაა და  10 კილოგრამი ტროტილის ექვივალდენტ აფეთქებაზეა გათვლილი.  მოდულური კონსტრუქცია საშუალებას იძლევა ბორტებზე დამონტაჟდეს დამატებითი საჯავშნე ელემენტებიც.

მანქანას გააჩნია სტანდარტული ქსმ-ის კონსტრუქცია, მის წინა მარჯვენა ნაწილში განთავსებულია ძრავის ნაკვეთური, მის მარცხნივ მძღოლ-მექანიკოსი. უკანა ნაწილი მთლიანად სადესანტო ნაკვეთურს უკავია. პირადი შემადგენლობის მანქანიდან სწრაფი დესანტირებისთვის კი დაყენებულია  გასაშლელი რამპა, რომელშიც დამატებით ამოჭრილია პატარა კარი.
სავალი ნაწილი მუხლუხიანია, გააჩნია ტორსიონალური დაკიდების სისტემა და ხუთი წყვილი საყრდენი ბორბალი. მუხლუხოებზე გზის საფარის დასაცავად დაყენებულია რეზინის დამცავი ბუნიკები.

კორპუსის წინა და უკანა ნაწილში დამონტაჟებულია დღეღამური ხედვის კამერები საიდანაც მიღებული გამოსახულება მძღოლ-მექანიკოსის სამუშაო ადგილზე დამონტაჟებულ მონიტორებზე გამოდის.
მანქანაზე შეიარაღების სახით დამონტაჟებულია დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული 23 მმ კალიბრის 2A14 ტიპის ავტომატური ქვემეხით და მასთან შეწყვილებული 7,62 მმ კალიბრის ПКТ-ს ტიპის სატანკო ტყვიამფრქვევით.  სამიზნის აღმოსაჩენად და იდენტიფიცირებისთვის მოდულზე დამონტაჟებულია დღეღამური ხედვის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობები, ცეცხლის მართვის სისტემა კი განთავსებულია სადესანტო ნაკვეთურში, მძღოლ-მექანიკოსის უკან. წინა ნაწილში დამატებით დაყენებულია 8 ერთეული საკვამლე მორტირა.

+
ძრავას სიმძლავრე
160 ცხ/ძალა
სვლის მარაგი
500 კმ
ეკიპაჟი
2 კაცი
დესანტი
4 კაცი
გადაცემათა კოლოფი
მექანიკური
სავალი ნაწილის ფორმულა
4X4

მსოფლიო ქვეყნების არმიებში ფართოდ გავრცელებული სადაზვერვო ჯავშანმანქანა ბრდმ 2-ის მოდერნიზაციის პროგრამა. მოდერნიზაცია ითვალისწინებს მთელ რიგ კონსტრუქციულ ცვლილებებს.
მანქანაზე მოძველებული შეიარაღების სისტემის ნაცვლად დაყენებულია დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული 23 მმ 2A14 ტიპის ავტომატური ქვემეხით და მასთან შეწყვილებული 7,62 მმ კალიბრის ПКТ-ს ტიპის ტყვიამფრქვევით.
წინა პროექციაში გაძლიერებულია ჯავშანი, ბორტებზე დატანებულია ორი დამატებითი კარი.  მარჯვენა და მარცხენა ბორტებზე დამონტაჟებულია 4-4 საკვამლე მორტირა.
მანქანის წინა ნაწილში დაყენებულია დღე-ღამური ხედვის კამერა, საიდანც მიღებული გამოსახულება მძღოლ-მექანიკოსის და მემიზნე-ოპერატორის სამუშაო ადგილებზე დამონტაჟებულ მონიტორებზე გამოდის.  გაუქმებულია ტრიპლექსები, ხედვის არეალის გასაზრდელად წინა მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში დამატებულია ფანჯრები.
ცხვირა ნაწილში დამატებულია სპეციალური გასაშლელი დანა, რომელიც მავთულხლართების და ტროსების გადასაჭრელადაა განკუთვნილი.
მანქანაზე შეცვლილია ძრავიც.
მანქანის გამოყენება შესაძლებელია როგორც სადაზვერვოდ ასევე სხვადასხვა შეიარაღების მატარებელ ბაზად.

+