დელტა
პროდუქტები

მოდულური სამედიცინო ჩანთა. განკუთვნილია მებრძოლის ინდივიდუალური პირველადი სამედიცინო დახმარების  კომპლექტის მოსათავსებლად.
სამედიცინო ჩანთას გააჩნია  molle-ს სისტემის უნივერსალური სამაგრები, რომელიც საშუალებას იძლევა ჩანთა დამაგრდეს molle-ს სისტემის მქონე ნებისმიერ ჯავშანჟილეტზე, განტვირთვის ჟილეტზე და ქამარზე.

+

1 განყოფილებიანი მოდულური მჭიდჩანთა, განკუთვნილია საიერიშო შაშხანის მჭიდის მოსათავსებლად. მჭიდჩანთას გააჩნია  molle-ს სისტემის უნივერსალური სამაგრები, რომელიც საშუალებას იძლევა ჩანთა დამაგრდეს molle-ს სისტემის მქონე ნებისმიერ ჯავშანჟილეტზე, განტვირთვის ჟილეტზე და ქამარზე.

+

3 განყოფილებიანი მოდულური მჭიდჩანთა, განკუთვნილია საიერიშო შაშხანის მჭიდების მოსათავსებლად.
მჭიდჩანთას გააჩნია  molle-ს სისტემის უნივერსალური სამაგრები, რომელიც საშუალებას იძლევა ჩანთა დამაგრდეს molle-ს სისტემის მქონე ნებისმიერ ჯავშანჟილეტზე, განტვირთვის ჟილეტზე და ქამარზე.

+

მექანიკური ბალისტიკური კალკულატორების დანიშნულებაა სხვადასხვა დისტანციებზე სხვადასხვა ტიპის და კალიბრის ვაზნებით ზუსტი სროლისას მსროლელს მიუთითოს ოპტიკურ სამიზნე მოწყობილობაში შესატანი შესწორებების ციფრული მაჩვენებლები. (ოპტიკური სამიზნის ბარაბნის ბიჯის რაოდენობა). განსაზღვროს კონკრეტულ დისტანციაზე, კონკრეტული გარემო პირობების გათვალისწინებით ტყვიის ფრენის ტრაექტორია ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სიბრტყეში.
ერთეული ბალისტიკური კალკულატორი მორგებულია მხოლოდ ერთი კონრეტული ტიპის ვაზნაზე შესაბამისად სსსტც “დელტა” პოტენციურ კლიენტებს სთავაზობს ნებისმიერი ტიპის და კალიბრის სტანდარტული და არასტანდარტულ სნაიპერული ვაზნებისთვის განკუთვნილ ბალისტიკურ კალკულატორებს.

სტანდარტული მოდელის მექანიკური ბალისტიკური კალკულატორის ტექნიკური თავისებურებები:

– ექსპლუატაციის ტემპერატურული დიაპაზონი –  +50°C დან – 50°C მდე.
– ექსპლუატაციის შესაძლებლობა 100 % ტენიანობის პირობებში. 
– ექსპლუატაციის შესაძლებლობა ქარის, წვიმის, თოვლის, ქვიშის და მზის ზემოქმედებისას. 
– ამტანუნარიანობა მექანიკური ზემოქმედების მიმართ. 
– გამოთვლების წარმოების საშუალება როდესაც ტყვიაზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები: 
1. ქარი სიჩქარით 0 დან 6 მ/წმ ის ჩათვლით.
2. გრავიტაცია ზღვის დონიდან  2000 მეტრამდე.
3. ქარის მიმართულება 1,2,3,4,5,7,8,10,11 საათიდან.
4. ჰაერის ტემპერატურა 20°C დან 35°C-ის ჩათვლით
5. მიზნის დახრის კუთხე 5° დან 30 ° მდე
6. დერივაცია 600 მეტრიდან 1400 მეტრამდე.

არასტანდარტულ ინდივიდუალურ მოდიფიკაციაში კალკულატორი შესაძლებელია დამზადდეს შემკვეთის სურვილისამებრ ნებისმიერი მეტეოპირობების და სროლის მაქსიმალური დისტანციის გათვალისწინებით. 

ბალისტიკური კალკულატორები დამზადებულია წყალგამძლე პლასტიკური მასალით რომელიც თავდაპირველ ფორმას ინარჩუნებს 90°  ით მოდრეკვის შემდეგაც.

* მექანიკური ბალისტიკური კალკულატორების მიწოდება დაშვებულია მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ძალოვანი უწყებებისთვის. 

+
ვაზნის ტიპი
.375 G.B.M.
ტყვიის საწყისი სიჩქარე
915 მ/წმ
ტვისტი
10 დუიმი (254 მმ)

სპეციალური სნაიპერული ვაზნა .375 G.B.M. დაპროექტებული და შემუშავებულია სსსტც “დელტაში”.
ვაზნას გააჩნია სტანდარტული .375 H&H Magnum ვაზნისგან განსხვავებული ბალისტიკური მონაცემები და გამოიყენება 1800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.

ვაზნის თავი შესაძლებელია იყოს  შემდეგი მოდელების:
.375 EDGE
.375 Sierra Matchking 
.375 G.B – გაჩარხული.

ვაზნის სიჩქარეების თანაფარდობა კალიბრისა და ტყვიის მასებთან მიმართებაში მიიღწევა დენთის მარკის და რაოდენობის ვარირებით.

+
ვაზნის ტიპი
.338 G.B.M Scenar
ტყვიის მასა
300 გრანი
ტყვიის საწყისი სიჩქარე
915 მ/წმ
ტვისტი
9 დუიმი (229 მმ)

სპეციალური სნაიპერული ვაზნა .338 G.B.M Scenar დაპროექტებული და შემუშავებულია სსსტც “დელტაში”.
ვაზნას გააჩნია სტანდარტული .338 LM ვაზნისგან განსხვავებული ბალისტიკური მონაცემები და გამოიყენება 1600 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
ტყვიის თავი დაშტამპულია და შედგება სპილენძის პერანგიში მოქცეული ტყვიის გულარით.

ვაზნის თავი შესაძლებელია იყოს ასევე შემდეგი მოდელების:
.338 Hybrid Berger – მასა 300 გრანი.
.338 Sierra Matchking – მასა 300 გრანი.
.338 G.B. – მასა 325 გრანი. (დაშტამპული. ტყვიის გულარიანი სპილენძის პერანგით)

ვაზნის სიჩქარეების თანაფარდობა კალიბრისა და ტყვიის მასებთან მიმართებაში მიიღწევა დენთის მარკის და რაოდენობის ვარირებით.

+
ვაზნის ტიპი
.338 G.B.M
ტყვიის მასა
300 გრანი
ტყვიის საწყისი სიჩქარე
915 მ/წმ
ტვისტი
8 დუიმი (203 მმ)

სპეციალური სნაიპერული ვაზნა .338 G.B.M. დაპროექტებული და შემუშავებულია სსსტც “დელტაში”.
ვაზნას გააჩნია სტანდარტული .338 LM ვაზნისგან განსხვავებული ბალისტიკური მონაცემები და გამოიყენება 1800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
ორიგინალური კონსტრუქციის ტყვიის თავი დამზადებულია სპილენძის სპეციალური შენადნობის გაჩარხვით.

ვაზნის სიჩქარეების თანაფარდობა კალიბრისა და ტყვიის მასებთან მიმართებაში მიიღწევა დენთის მარკის და რაოდენობის ვარირებით.

+
კალიბრი
ბიკალიბრული
საერთო სიგრძე .308 Win
1160 მმ
საერთო სიგრძე .300 WM
1220 მმ
საერთო სიგრძე .300 NM
1220 მმ
საერთო სიგრძე .338 LM
1220 მმ
საერთო სიგრძე .338 GBM
1250 მმ

სნაიპერული შაშხანა “სატევარი” წარმოადგენს მოდულური სქემით დამზადებულ ზუსტი სროლისთვის განკუთვნილ სნაიპერულ შაშხანას სხვადასხვა მანძილებზე სამუშაოდ. შაშხანის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამხედრო დანიშნულებით, ასევე სპორტული სნაიპინგისთვის.
იარაღი არსებობს შვიდი მოდიფიკაციით, განსხვავებული კალიბრით, დანიშნულებით და ტექნიკური მონაცემებით:

.308 Winchester – სტანდარტული ვაზნით 800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
.300 WM  – სტანდარტული ვაზნით 1000 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
.300 Norma Magnum – სტანდარტული ვაზნით 1400 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.

.338 LM    – სტანდარტული ვაზნით 1200 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
.338 GBM – სპეციალური სნაიპერული ვაზნით, 1800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
.375
 GBM   –   სპეციალური სნაიპერული ვაზნით, 1800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
.50 BMG – ანტიმატერიული შაშხანა 2500 მეტრ მანძილზე სამუშაოდ.

თითოეული მოდიფიკაცია აღჭურვილია გრძივად მოსრიალე მექანიკური საკეტით და აქვს რეგულირებადი სასხლეტი, რომლის ძალვის რეგულირება შესაძლებელია 0,2 დან 1,2 კგ-მდე.
შაშხანა აღჭურვილია უკანა რეგულირებადი საყრდენი ფეხით (მონოპოდი) და წინა ორფეხათი (ბიპოდი). შაშხანაზე შესაძლებელია როგორც Harris Bipods-ის ასევე Versa-Pod Bipod-ის სტილის ორფეხას დაყენება.
სპეციალური სნაიპერული კონდახი აღჭურვილია ვერტიკალურ სიბრტყეში რეგულირებადი სალოყით და ორ სიბრტყეში რეგულირებადი მხრის საბჯენით. შაშხანას აქვს სპეციალური სნაიპერული ერგონომიკული, ორთოპედიული სახელური რომელიც აიოლებს იარაღის მართვას და ნაკლებად ძაბავს ხელის მტევნის კუნთებს, რაც ზუსტი სროლის წინაპირობაა.  ლულა ბოლოვდება აქტიურ-რეაქტიული 5 კამერიანი ლულის მუხრუჭით, რომელიც სროლისას წარმოქმნილ უკუცემის ენერგიას მნიშვნელოვნად ამცირებს.
ვაზნების მიწოდების სისტემა ორი ტიპისაა, კლასიკური სქემის მჭიდით და ერთეულოვანი დატენვით.

დამკვეთისათვის იარაღის მიწოდებამდე, თითოეულ მზა ეგზემპლიარზე ოსტატის მიერ ინდივიდუალურად ტარდება სპეციალური სამუშაოები, რომელიც სტანდარტულ სერიულ მოდელთან შედარებით უზრუნველყოფს უმფრო მაღალ სიზუსტეს.

+
კალიბრი
7,62X51 მმ (.308 WIN)
საერთო სიგრძე
995 მმ
ლულის სიგრძე
20 ინჩი (508მმ)
მასა
5,6 კგ
მჭიდის ტევადობა
20 ვაზნა

.308 კალიბრის სნაიპერული შაშხანა DELTA-308. იარაღი წარმოადგენს მოდულური კონსტრუქციის მქონე შაშხანას რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც სამხედრო დანიშნულებით ასევე სპორტული სნაიპინგისთვის. იარაღი აღჭურვილი 20 ინჩის სიგრძის ლულით, რომელიც 100 მეტრ მანძილზე სროლისას 0.5 MOA სიზუსტეს განაპირობებს.
იარაღზე შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის სამიზნე მოწყობილობების და დამხმარე აქსესუარების დამონტაჟება.
შემკვეთის სურვილის მიხედვით იარღის ბაზაზე შესაძლებელია როგორც ლულის შეცვლა ასევე ინდივიდუალური კომპლექტაციის სნაიპერული შაშხანის აწყობაც.

სტანდარტული მოდელის შაშხანა აღჭურვილია:

პიკატინის უნივერსალური  მიმმართველი თამასით.
სპეციალური სნაიპერული კონდახით.
სპეციალური სნაიპერული სახელურით.
რეგულირებადი სასხლეტით.
ბიპოდით და მონოპოდით (ორფეხა და ერთფეხა საყრდენები)

+
ტყვიამფრქვევების რაოდენობა
1
ტყვიამფრქვევის კალიბრი
12,7 მმ
საბრძოლო მარაგი ტყვიამფრქვევზე
80 ვაზნა
ტყვიამფრქვევის სროლის ეფექტური მანძილი
2 კმ
ტყვიამფრქვევის სროლის ტემპი
700-800 გასროლა/წთ
ვაზნების მარაგი ტყვიამფრქვევზე
80 ვაზნა

უნივერსალური საბრძოლო მოდული UMD-2.

გათვლილია როგორც სტაციონალურ საცეცხლე წერტილად, ასევე სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანაზე დასამონტაჟებლად.

მოდული აღჭურვილია 1 ერთული ნსვტ-ს ტიპის 12,7 მმ კალიბრის მძიმე ტყვიამფრქვევით და უმართავი რაკეტების ბლოკით, რომელშიც 6 ერთეული 107 მმ კალიბრის უმართავი რაკეტაა მოთავსებული.

 

+
ტყვიამფრქვევების რაოდენობა
4 ერთეული
ტყვიამფრქვევის კალიბრი
7,62 მმ
სროლის ტემპი
700-800 გასროლა/წთ
საბრძოლო მარაგი 1 ტყვიამფრქვევზე
250 ვაზნა
ვერტიკალური ამაღლების კუთხე
-10-85 °
ჰორიზონტალური ბრუნვის კუთხე
360 °

უნივერსალური საბრძოლო მოდული UMD-1.

გათვლილია როგორც სტაციონალურ საცეცხლე წერტილად, ასევე სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანაზე დასამონტაჟებლად.

მოდული აღჭურვილია 4 ერთული პკტ-ს ტიპის 7,62 მმ კალიბრის სატანკო ტყვიამფრქვევით.

 

 

+
სროლის ტემპი
12 გასროლა/წთ
საარტილერიო ნაწილის რესურსი
4000 გასროლა
საარტილერიო ნაწილის წონა
1500 კგ
სროლის მაქსიმალური მანძილი
7100 მეტრი
სროლის მინიმალური მანძილი
480 მეტრი
გათვლის რაოდენობა
5 კაცი

 

120 მმ კალიბრის თვითმავალი ნაღმმტყორცნის მოდული GMM-120 მოდული გათვლილია სხვადასხვა ტიპის მუხლუხოიან და ბორბლებიან შასიზე დასამონტაჟებლად. სისტემა აღჭურვილია უკუცემის ჩამხშობი მექანიზმით, რომელსაც სროლისას წარმოქმნილი უკუცემის ენერგია მინიმუმამდე ჩამოყავს.
დანიშნულება – მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო გათვლების და სხვა სამიზნეების განადგურება.
მოდულზე შესაძლებელია ციფრული ცეცხლის მართვის და გლობალური პოზიციონირების სისტემების ინტეგრაცია.

უპირატესობები:

1. თანამედროვე მოთხოვნების და სტანდარტების შესაბამისი
კონსტრუქცია;
2. უკუცემის ჩახშობის მექანიზმი უზრუნველყოფს ჭურვის
მაქსიმალურად ზუსტად მიმართვას;
3. დაბალი უკუცემა საშუალებას იძლევა ნაღმმტყორცნი
განთავსდეს მოძრავ პლატფორმაზე;
4. დაბალი თვითღირებულება მსგავს უცხოურ ანალოგებთან.

+
კალიბრი
9 მმ
ვაზნა
9X19 ლუგერი
მასა
3,2 კგ
მჭიდის ტევადობა
30 ვაზნა
სროლის ტემპი
600 გასრ/წთ
სიგრძე გაშლილი კონდახით
57 სმ

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი “იამანი”, განკუთვნილია საპოლიციო, სპედანიშნულების და სხვა ვიწრო სპეციალიზაციის დანაყოფებისთვის.

იარაღის ავტომატიკა მუშაობს თავისუფალი საკეტის პრინციპზე. გადასატენი სახელურის გადაადგილების შემთხვევაში ვაზნების ექსტრაქცია შესაძლებელია როგორც მარჯვენა ისე მარცხენა მხარეს, შესაბამისად იარაღის სროლა მოსახერხებელია ცაციებისთვისაც.
იარაღს გააჩნია ლეგირებული ფოლადის კარკასი, კლასიკური სქემის 30 ვაზნიანი მჭიდი და აღჭურვილია “პიკატინის” მიმმართველი თამასით, რაც საშუალებას იძლევა მასზე დამონტაჟდეს სხვადასხვა ტიპის სამიზნე მოწყობილობები.

+
სიგრძე
6.71 მ
სიმაღლე
2.44 მ
მზიდი ხრახნის დიამეტრი
7.62 მ
საჭის ხრახნის გადაცემა
ორსაფეხურიანი ღვედური გადაცემა
ცარიელი მასა
442 კგ
ძრავი
1 X Rotorway RI-162F

მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო დანიშნულებით.

არსებულ მოდელში ვერტმფრენი შეიარაღებულია 2 ერთეული M-134 Minigun-ის ტიპის 6 ლულიანი ტყვიამფრქვევით და 2 ერთული უმართავი რაკეტების ბლოკით.
ცხვირის ნაწილში დამონტაჯებულია ოპტიკურ-ელექტრონული დაკვირვების სისტემა.

ვერტმფრენის შექმნისას საბაზო ვერტმფრენად აღებულია კომპანია ROTORWAY-ის მიერ წარმოებული EXEC 162F ტიპის ვერტმფრენი.
გამოყენების სფეროები:
* რადიოლოკაციური, ოპტიკური და ინფრაწითელი სენსორების მეშვეობით საზღვრების
მონიტორინგი;
* დაზვერვა, იარაღის მიზანჩვენება:
* რადიო და სხვა ელექტრონული სიგნალების რეტრანსლირება; გარკვეულ ობიექტებზე
ვიზუალური კონტროლი;
* აეროფოტოგადაღებები;
* სოფლის მეურნეობაში ერიგაცის სისტემების მონიტორინგი და ქიმიკატების დაფრქვევა;
* სარწყავი წყალის გამოყენებაზე კონტროლი;
* საზღვაო აკვატორიაში დაბინძურების კერების აღმოჩენა;
* გარემოს დაცვაში ხანძრების კერების აღმოჩენა;
* ვიდეოგადაღებები;
* ტვირთების გადაზიდვა.

მახასიათებლები:

ფრენის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა – სრულად ავტონომიური ფრენა ავტოაფრენით და დაშვებით.

მიწისზედა მართვის პროგრამული უზრუნველყოფა – შედის სისტემაში და უზრუნველყოფს ბრძანების, კონტროლის და სენსორის მონაცემების ეკრანზე ასახვას; გააჩნია განგაშის ხმოვანი სისტემა.

მიზისზედა მართვის სადგური – მიწისზედა მართვის სადგური გამოიყენება თვითმფრინავის რეალურ დროში მართვისთვის, მისიის დაგეგმისთვის და შესრულებისთვის, ფრენის სტატუსის ვიზუალიზაციისთვის, პირდაპირი ვიდეოგადაცემის თვალ-ყურის დევნისთვის, საკიდარის მართვისთვის. მართვის სადგური დაფუძნებულია ორ დაცულ გადასატან კომპიუტერზე (დუბლირებისთვის) და ორი ოპერატორის კონტროლზე.

კამერის საკიდარი – ორ ღერძზე სტაბილიზებული ვიდეო საკიდარი. არსებობს სხვადასხვა კონფიგურაციაში. ამ შეთავაზებაში შედის დღე-ღამის კამერის ერთი საკიდარი გეოლოკაციის, გეოგრაფიული მონიტორინგის და  ვიდეო კონტროლის ფუნქციებით. დამატებით არის ინფრა-წიტელი კამერა.

ანტენის მართვა – ორღერძიანი ანტენის მართვის მექანიზმი უზრუნველყოფს ანტენის მიმართვას თვითმფრინავისკენ მონაცემების კავშირის დიაპაზონის გაზრდისთვის.

შეიარაღება – 2 ერთეული M-134 Minigun და 8 ერთეული  უმართავი რაკეტა / 2 ერთეული M-134 Minigun და  2 ერთეული ლაზერული დამიზნების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა.

+
კალიბრი
12,7 მმ
შაშხანის სიგრძე
1040 მმ
ლულის სიგრძე
580 მმ
სამიზნე მანძილი ოპტიკური სამიზნით
1200 მეტრი
მასა ოპტიკური სამიზნით
12 კგ
ტყვიის საწყისი სიჩქარე
817 მ/წმ

12,7 მმ კალიბრის მსხვილკალიბრიანი შაშხანა პდშპ-2 განეკუთვნება ანტიმატერიული შაშხანების კლასს.
მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურება და მსუბუქად დაჯავშნული ტექნიკის დაზიანება-მწყობრიდან გამოყვანა.
შაშხანას აქვს გრძივად მოსრიალე მექანიკური საკეტი.
იარაღი აღჭურვილია 5 ვაზნიანი მჭდით.
შაშხანაზე გამოიყენება 12,7X108 მმ კალიბრის საბჭოთა სტანდარტის ვაზნები.
წოლელა სროლისთვის იარაღი აღჭურვილია წინა ორფეხა საყრდენით (ბიპოდი) და კონდახის დასაფიქსირებელი უკანა ფეხით (მონოპოდი).
ლულა ბოლოვდება მასიური მუხრუჭ-კომპენსატორით, რომელიც გასროლისას წარმოქმნილ უკუცემის ენერგიას მნიშვნელოვნად ამცირებს.
საჭიროების შემთხვევაში შაშხანაზე შესაძლებელია მასიური მაყუჩის დამონტაჟება.
უნივერსალური მიმმართველი რელსი ნებისმიერი ტიპის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობის დამონტაჟების საშუალებას იძლევა.

+
კალიბრი
12,7 მმ
შაშხანის სიგრძე
1520 მმ
ლულის სიგრძე
1100 მმ
სამიზნე მანძილი ოპტიკური სამიზნით
2000 მეტრი
მასა ოპტიკური სამიზნით
14 კგ
ტყვიის საწყისი სიჩქარე
817 მ/წმ

12,7 მმ კალიბრის მსხვილკალიბრიანი შაშხანა პდშპ-1 განეკუთვნება ანტიმატერიული შაშხანების კლასს.
მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურება და მსუბუქად დაჯავშნული ტექნიკის დაზიანება-მწყობრიდან გამოყვანა.
შაშხანას აქვს გრძივად მოსრიალე მექანიკური საკეტი, სავაზნე კოლოფის ტევადობა 5 ვაზნაა.
შაშხანაზე გამოიყენება 12,7X108 მმ კალიბრის ვაზნები.
წოლელა სროლისთვის იარაღი აღჭურვილია ორფეხა საყრდენით და კონდახის დასაფიქსირებელი უკანა ფეხით.
ლულის ბოლოში დამონტაჟებულია ლულის მუხრუჭი, რომელიც გასროლისას წარმოქმნილ უკუცემის ენერგიას მნიშვნელოვნად ამცირებს.
იარაღზე დამონტაჟებულია უნივერსალური მიმმართველი რელსი, რომელიც ნებისმიერი ტიპის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობის დამონტაჟების საშუალებას იძლევა.

+
რაკეტების რაოდენობა
26-56 ერთეული
პაკეტის ამაღლების კუთხე
55-85 °
ჰორიზონტალური ბრუნვის კუთხე
360 °
რაკეტის დიამეტრი
55 მმ
რაკეტის მასა
3550 გრამი
რაკეტის მაქსიმალური სიჩქარე
600 მ/წმ

2015 წელს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას“ მიერ საქართველოში, კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟდა. მსგავსმა სისტემამ საქართველოში 25 წლის წინ შეწყვიტა არსებობა. სისტემის შექმნის უმთავრესი მიზანი კახეთის რეგიონში 600 000 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწების სეტყვისაგან დაცვაა.
პროექტზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და მისი ინიციატორი საქართველოს მთავრობა იყო.
გეგმის თანახმად სისტემა მწყობრში 2015 წლის მაისში ჩადგა. პირველი სროლები 28 მაისს განხორციელდა.
სეტყვის აღმკვეთი სამუშაოების მიზანი ძირითადად მდგომარეობს შემდეგში: მკვეთრად უნდა მოხდეს დაღმავალი სეტყვის მარცვლების ზომაში შემცირება, ან მოხდეს მათი გარდაქმნა და შეცვლა წვიმის წვეთებად, ღრუბლების განსაზღვრულ სფეროებში სპეციალური რეაგენტის (ვერცხლის იოდიდი) გაფანტვით, მანამ სანამ მოხდება სეტყვის მარცვლების ფორმირება.
მსგავსი სახის სამუშაოები მიმდინარეობს კიდევ რამოდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: ბულგარეთში, ჩინეთში , არგენტინაში და სხვა.
ადრეული ტიპის სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა საქართველოში 1960 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა. მაშინდელი სისტემა “ალაზანი“ წარმოადგენდა პრიმიტიული ტექნოლოგიებით შექმნილ სისტემას რომლის მუშაობის ეფექტურობა არც ისე მაღალი იყო, მუშაობის შემდეგ კი იწვევდა მოსავლის ქიმიურ დაბინძურებას ტყვიის იოდიდით.
დღესდღეობით კახეთში დამონტაჟებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა წარმოადგენს ერთიან ავტომატიზირებულ კომპლექსს რომელსაც სეტყვასაშიშ კერაზე მყისიერი ზემოქმედება შეუძლია.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შემადგენლობაში შედის:
• მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური სადგური.
• ცენტრალური მართვის ცენტრი
• ავტომატიზირებული ციფრული ცეცხლის მართვის სისტემა
• რაკეტის გამშვები მოწყობილობა სდ-56 და სდ-26
• სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები
მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური სადგური წარმოადგენს C დიაპაზონის, ორმაგად პოლარიზებულ დოპლერულ რადიოლოკატორს, რომელიც იღებს მონაცემებს სეტყვის წარმომშობი ღრუბლის შესახებ. სპეციფიკური ალგორითმის გამოყენებით, პროგრამა ყველა ამ მონაცემს ამუშავებს და უსწრაფესად აგზავნის მართვის ცენტრში.
ცენტრალური მართვის ცენტრი წარმოადგენს პერსონალისთვის განკუთვნილ ადგილს, სადაც ამინდის რადარებიდან და რაკეტების გამშვები ადგილებიდან მიღებული ინფორმაციის მოგროვება და გადამუშავება ხდება. ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ მართვის ცენტრიდან ხდება შესაბამისი საცეცხლე წერტილის შერჩევა და ღრუბლის სარაკეტო დამუშავება.

სეტყვისაგან დასაცავად კახეთის რეგიონში განთავსებულია 80 ერთეული სარაკეტო გამშვები დანადგარი.
სარაკეტო გამშვები განთავსებულია სპეციალურად შემოღობილ ტერიტორიაზე, მისი კვება ავტონომიურია და მზის პანელით ხდება. გამშვებ მოწყობილობაზე დაყენებულია 26-56 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა.
სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა წარმოადგენს 60 მმ-იან უმართავ რაკეტას, რომელიც შეიცავს 50-70 გრამ ვერცხლის იოდიდის რეაგენტს. რეაგენტი იფანტება 2,5-4,5 კმ სიმაღლიდან 30-35 წამის განმავლობაში.

+

ჯავშანტექნიკის და ზოგად საჯარისო მუხლუხა ტექნიკის მუხლუხოების რეზინის ბუნიკები. გათვლილია მუხლუხა ტექნიკის რბილად და შედარებით ჩუმად გადაადგილებისთვის.
შესაძლებელია დამზადდეს ნებისმიერი ტიპის მუხლუხოსთვის.

+

ფუჭი ვაზნების სასროლი სპეციალური მოწყობილობა გამოიყენება საჯარისო დანაყოფების სწავლების დროს. მისი საშუალებით საშტატო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ფუჭი ვაზნებით სროლისას შესაძლებელია ავტომატური ცეცხლის წარმოება.

+

სხვადასხვა ზომის, კონსტრუქციის და დანიშნულების საპოლიციო ღობეები.  გამოიყენება ხალხის მასის კონტროლისთვის და ბარიკადების  მოსაწყობად.

+

სხვადასხვა მოდელის და ფერის, სამხედრო და საპოლიციო დანიშნულების საკვამლე კოჭები.

+

ავტომობილების იძულების წესით გასაჩერებლი მოწყობილობა წარმოადგენს ლითონის გასაშლელ კონსტრუქციას რომელზეც დამაგრებულია ავტომობილის საბურავების დამაზიანებელი სპეციალური ეკლები.
შესაძლებელია ნებისმიერი სიგრძის და კონსტრუქციის მოწყობილობის დამზადება.

+
კალიბრი
38 მმ
სროლის მანძილი რეზინის ბურთებით
40 მეტრი
სროლის მანძილი აირის ყუმბარებით
70-150 მეტრი
ყუმბარმტყორცნის მასა
2.3 კგ

საპოლიციო დანიშნულების 38 მმ კალიბრის არალეტალური ყუმბარმტყორცნი. გამოიყენება მასობრივი არეულობების დასაშლელად. ყუმბარმტყორცნით შესაძლებელია 38 მმ კალიბრის ცრემლსადენი, რეზინის, საკვამლე, მანათობელი და სხვა ტიპის ყუმბარების სროლა.

+

სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების რეზინის საპოლიციო ხელკეტები.

+

ფოლადის და კომპოზიციური ჯავშნის ჩაფხუტები საპოლიციო დანაყოფებისთვის და სპეციალური დანიშნულების რაზმებისთვის. განკუთვნილია ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიების და სხვადასხვა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობების ნამსხვრევების და დარტყმის ტალღის შესაკავებლად.
გამოიყენება მასობრივი არეულობების და სპეციალური ოპერაციების დროს.

+

ფოლადის და კომპოზიციური ჯავშნის ფარები სპეციალური დანიშნულების რაზმებისთვის. განკუთვნილია ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიების და სხვადასხვა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობების ნამსხვრევების და დარტყმის ტალღის შესაკავებლად.

+

პოლიკარბონატის სპეციალური გამჭვირვალე საპოლიციო ფარები, განკუთვნილია დემონსტრაციების და მასობრივი არეულობების დროს.

+
დაცვის დონე ჯავშანფილების გარეშე NIJ-Std 0101.06 სტანდარტით
IIIA NIJ-Std 0101.06 სტანდარტით
დაცვის დონე ჯავშანფილით
IV კლასი
ჯავშანჟილეტის წონა ჯავშანფილების გარეშე
3.2 კგ
ჯავშანჟილეტის წონა IV კლასის ჯავშანფილებით საყელოს და საზარდულის დამცავის გარეშე
8.5 კგ
ჯავშანჟილეტის წონა IV კლასის ჯავშანფილებით საყელო და საზარდულით
9.5 კგ
დაცვის ფართი საყელოს და საზარდულის დამცავის გარეშე
40 დმ²

საპოლიციო დანიშნულების ჯავშანჟილეტი MK-III განკუთვნილია საპოლიციო დანაყოფების პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვისთვის, გათვლილია მებრძოლის სხეულის ზედა ნაწილის დასაცავად  ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისგან.  ჯავშანჟილეტი დამზადებულია molle-ს ტიპის მოდულური კონსტრუქციით, რაც საშუალებას იძლევა მასზე დამაგრდეს სხვადასხვა ზომის, მოცულობის და დანიშნულების ჯიბე. ჯავშანჟილეტში წინა და უკანა მხარეს თავსდება კომპოზიტიური მასალისგან დამზადებული სპეციალური ჯავშანფილები, რომელიც უზრუნველყოფს 7.62X54R მმ კალიბრის  B-32 ტიპის ჯავშანგამტანი ვაზნებისგან დაცვას.

+
კალიბრი
9 მმ
ვაზნა
9X19 მმ
სიგრძე
200 მმ
ლულის სიგრძე
118 მმ
მასა მჭიდის გარეშე
1.12 კგ
მასა სავსე მჭიდით
1.2 კგ

9X19 მმ კალიბრის თვითდამტენი პისტოლეტი, გათვლილია როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო დანიშნულებით  გამოყენებაზე.

+
კალიბრი
9 მმ
ვაზნა
9X17 მმ კურცი
სიგრძე
195 მმ
მჭიდის ტევადობა
15 ვაზნა
მასა მჭიდით
1,2 კგ
სროლის ეფექტური მანძილი
25-50 მეტრი

9X17 მმ კალიბრის  სპეციალური დანიშნულების მაყუჩიანი პისტოლეტი “მორიელი”.
განკუთვნილია სპეციალური დანიშნულების ძალებისთვის და დივერსიული ჯგუფებისთვის უხმაურო სროლის საწარმოებლად.

+
კალიბრი
5,45 მმ
იარაღის ტიპი
AK-74
მასა
710 გრამი
სიგრძე
238 მმ
დიამეტრი
38 მმ
რესურსი
2000-2500 გასროლა

5,45 მმ კალიბრის AK-74 ტიპის ავტომატური საიერიშო შაშხანისთვის განკუთვნილი ხმის  ჩამხშობი მოწყობილობა (მაყუჩი), უზრუნველყოფს ხმაურის და დენთის წვისას წარმოქმნილი ცეცხლის ჩახშობას.
მაყუჩით სროლის წარმოება შესაძლებელია როგორც სპეციალური ასევე სტანდარტული ვაზნებით.
მაყუჩიდან რეკომენდირებული არ არის მგეზავი და ჯავშანგამტანი ვაზნების სროლა.

+
კალიბრი
5,56 მმ
იარაღის ტიპი
M-4
მასა
550 გრამი
სიგრძე
225 მმ
დიამეტრი
38 მმ
რესურსი
2500 გასროლა

5,56 მმ კალიბრის M-4 ტიპის ავტომატური შაშხანისთვის განკუთვნილი ხმის  ჩამხშობი მოწყობილობა (მაყუჩი), უზრუნველყოფს ხმაურის და დენთის წვისას წარმოქმნილი ცეცხლის ჩახშობას.
მაყუჩით სროლის წარმოება შესაძლებელია როგორც სპეციალური ასევე სტანდარტული ვაზნებით.

+
კალიბრი
.338 კალიბრი
იარაღის ტიპი
სნაიპერული შაშხანა DT SRS
მასა
1,74 კგ
სიგრძე
331 მმ
დიამეტრი
47 მმ
რესურსი
დამოკიდებულია იარაღის ლულაზე

.338 კალიბრის სნაიპერული შაშხანებისთვის განკუთვნილი ხმის ჩამხშობი მოწყობილობა. (მაყუჩი), უზრუნველყოფს ხმაურის და დენთის წვისას წარმოქმნილი ცეცხლის ჩახშობას.

+
კალიბრი
40 მმ
წონ
1,7 კგ
სროლის მაქსიმალური მანძილი
400 მ
შეიარაღება
40X46 მმ
იარაღის ტიპი
M-4 / M-16

40 მმ კალიბრის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი უბგლ-1 განკუთვნილია სტოუნერის სისტემის M-4  და M-16 ტიპის ავტომატურ შაშხანებზე დასაყენებლად. გამოიყენება მოწინააღმდეგის ღიად განლაგებული ცოცხალი ძალის და მსუბუქად დაჯავშნული ტექნიკის გასანადგურებლად.
ყუმბარმტყორცნი აღჭურვილია მექანიკური სამიზნე მოწყობილობით რომლის საშუალებითაც დამიზნება მაქსიმალურ 450 მეტრზე წარმოებს.  ყუმბარმტყორცნზე გამოიყენება NATO-ს სტანდარტის 40×46 მმ კალიბრის სხვადასხვა მოდიფიკაციის და დანიშნულების გასროლები.

+
კალიბრი
40 მმ
მასა
1,7კგ
საბრძოლო მასალა
40X46 მმ
სროლის მაქსიმალური მანძილი
450 მეტრი
სროლის მინიმალური მანძილი
50 მეტრი
საერთო სიგრძე
400 მმ

40 მმ კალიბრის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი აგ-40 განკუთვნილია კალაშნიკოვის სისტემის AKM და AK-74  და სტოუნერის სისტემის M-4  და M-16 ტიპის ავტომატურ შაშხანებზე დასაყენებლად. გამოიყენება მოწინააღმდეგის ღიად განლაგებული ცოცხალი ძალის და მსუბუქად დაჯავშნული ტექნიკის გასანადგურებლად.
ყუმბარმტყორცნი აღჭურვილია მექანიკური სამიზნე მოწყობილობით რომლის საშუალებითაც დამიზნება მაქსიმალურ 450 მეტრზე წარმოებს.  ყუმბარმტყორცნზე გამოიყენება NATO-ს სტანდარტის 40×46 მმ კალიბრის სხვადასხვა მოდიფიკაციის და დანიშნულების გასროლები.

+
კალიბრი
40 მმ
საერთო სიგრძე
323 მმ
ლულის სიგრძე
205 მმ
მასა
1.3 კგ
სროლის მაქსიმალური მანძილი
400 მეტრი
შესაბამისი იარაღი
AKM, AK-74

40 მმ კალიბრის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი გპ-25 განკუთვნილია კალაშნიკოვის სისტემის AKM და AK-74 ტიპის ავტომატურ შაშხანებზე დასაყენებლად. გამოიყენება მოწინააღმდეგის ღიად განლაგებული ცოცხალი ძალის გასანადგურებლად.  ყუმბარმტყორცნი აღჭურვილია მექანიკური სამიზნე მოწყობილობით რომლის საშუალებითაც დამიზნება მაქსიმალურ 400 მეტრზე წარმოებს.
ყუმბარმტყორცნზე გამოიყენება საბჭოური სტანდარტის ვოგ-25 და ვოგ-25პ ტიპის ლულიდან დატენვადი მსხვრევადი გასროლები და მათი სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული კლონები.

+
კალიბრი
72.5 მმ
სიგრძე
700 მმ
წონა
2.9 კგ
სროლის მანძილი
50-600 მეტრი
ყუმბარის საწყისი სიჩქარე
144 მ/წმ
ყუმბარის ტიპი
მსხვრევადი

ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი პდმ-1, განკუთვნილია მოწინააღმდეგის მსუბუქი ჯავშანტექნიკის და საცეცხლე წერტილების გასანადგურებლად.
ყუმბარმტყორცნი შედგება ორი ნაწილისგან, ჰერმეტული სანტრანსპორტო-გამშვები კონტეინერისგან და მსხვრევადი რეაქტიული ყუმბარისგან.
ერთჯერადი  სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერი დამზადებულია მინაპლასტიკის მასალისგან, აღჭურვილია სასხლეტ-გამშვები მექანიზმისგან და დიოპტრული დამიზნე მოწყობილობისგან.
ყუმბარმტყორცნის საბრძოლო გამოყენების ინსტრუქცია დატანებულია კორპუსზე.

+
სიგრძე
1960 მმ
ფრთაშლილობა
3075 მმ
ცარიელი მასა
12 კგ
საწვავის ტევადობა
3 ლიტრი
მინიმალური სიჩქარე
60 კმ/სთ
მაქსიმალური სიჩქარე
160 კმ/სთ

უპილოტო საჰაერო სისტემა შედგება უპილოტო საფრენი აპარატისა და სახმელეთო სეგმენტებისაგან. ფრენის მართვა ხორციელდება პროგრამული უზრუნველყოფით. აფრენა ხორციელდება პნევმატური კატაპულტის მეშვეობით, რაც საშუალებას იძლება თვითმფრინავის გაშვება სპეციალურად მოუმზადებელი ადგილიდან ან ავტომანქანის ძარიდან განხორციელდეს.

თვთმფრინავის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი მიზნებისათვის:

• სასაზღვრო პატრულირება
• დაზვერვა/თვალთვალი
• საჰაერო ფოტოგადაღება
• დაზვერვა გეოფიზიკური მეთოდებით
• სტიქიური უბედურებების მონიტორინგი
• სანაპირო დაცვის უზრუნველყოფა
• რადიაციის შემოწმება/კონტროლი
• დღის/ღამის დაზვერვა
• ბრძოლის ველის მეთვალყურეობა
• მიზნის დადგენა
• რადიო და რადიოტექნიკური დაზვერვა
• ბრძოლის ველზე ზარალისა და მსხვერპლის შეფასება

უპილოტო საფრენი აპარატი განეკუთვნება საშუალო მანძილზე მოქმედი ტაქტიკური სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავების კლასს, აღჭურვილია სადაზვერვო სისტემებით, მისი პირდაპირი დანიშნულებაა ბრძოლის ველის მონიტორინგი ონლაინ რეჟიმში, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და საბრძოლო ტექნიკის ზუსტი კოორდინატების დადგენა. თვითმფრინავის გამოიყენება შესაძლებელია ასევე სამოქალაქო დანიშნულებითაც. თვითმფრინავის მიწაზე დაშვებისას იხსნება პარაშუტი და ზედმეტი დაზიანების შემსუბუქების მიზნით იბერება უსაფრთხოების ბალიში. საფრენი აპარატის დაფრენისას პარაშუტი მაშინვე ავტომატურად იხსნება. სისტემა გამოიყენება ნებისმიერ კლიმატურ პირობებში და ასევე ტემპერატურის მნიშვნელოვანი გრადაციის შემთხვევაშიც.

უპილოტო საფრენი აპარატის კორპუსი კომპოზიციური მასალებითაა დამზადებული. თვითმფრინავს აქვს ფრენის ორი რეჟიმი: ონლაინ რეჟიმში რადიომართვით და სრულ რადიოსიჩუმეში ავტონომიურად. ონლაინ რეჟიმში თვითმფრინავის მართვა რადიოსიხშირით ხორციელდება, მისი ჩახშობის შემთხვევაში კი ფრენა ავტონომიურ რეჟიმში ავტოპილოტით გრძელდება. სადაზვერვო ოპტიკური მოწყობილობები თვითმფრინავის წინა ნაწილშია დაყენებული, სპეციალურ გიროსტაბილიზებულ პლატფორმაზე დღე ღამური ხედვის ორ სიბრტყეში მოძრავი კამერაა დამონტაჟებული. ფოტოგადაღებისთვის კი თვითმფრინავი აღჭურვილია ფოტოაპარატით. თვითმფრინავის ძალურ დანადგარს წარმოადგენს 3,5 ცხენის ძალის მქონე შიდაწვის ძრავი. თვითმფრინავთან ერთად უპილოტო საჰაერო სისტემის კომპლექტში შედის რადიომართვის ანტენა, პნევმატური გამშვები მექანიზმი და მართვის კომპიუტერული სისტემა.

+
შასი
КрАЗ-63221
ეკიპაჟი
5 კაცი
მიმმართველი მილების რაოდენობა პაკეტში
40 ერთეული
სრული ზალპის ხანგრძლივობა
20 წმ
მაქსიმალური სიჩქარე ტრასაზე
70 კმ/სთ
სვლის მარაგი
500 კმ

122 მმ კალიბრის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, სამეთაურო პუნქტების და სხვა სამიზნეების გასანადგურებლად.

მანქანას გააჩნია დაჯავშნული კაბინა, რომელიც მასში მყოფ ხუთ კაციან გათვლას ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან იცავს.  საცეცხლე ნაწილი წარმოადგენს მრავალჯერადი გამოყენების 40 ლულიან საცეცხლე პაკეტს, რომელშიც  122 მმ კალიბრის უმართავი რეაქტიული რაკეტები თავსდება.
პერსპექტივაში მანქანაზე შესაძლებელია დამონტაჟდეს ცეცხლის მართვის ავტონომიური ციფრული სისტემა, ნავიგაციისა და დამიზნების თანამგზავრული სისტემები. ასევე მოდულური საცეცხლე ნაწილი, რომელზეც შესაძლებელი იქნება ერთჯერადი და მრავალჯერადი პაკეტების დამონტაჟება სხვადასხვა ტიპის და კალიბრის რაკეტებით.

+