Delta
Institutes

სსიპ გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტი

ინსტიტუტის ისტორია

ინსტიტუტი დაარსდა 1957 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  მეტალისა და სამთო საქმის ინსტიტუტის სამთო განყოფილებისა და საბჭოთა კავშირის ნახშირის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის ბაზაზე. ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი (1957-1973 წ.წ.) იყო გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ა. ძიძიგური.

1957 წლიდან ინსტიტუტს მიენიჭა გრიგოლ წულუკიძის სახელი. იგი იყო გამოჩენილი სამთო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ქართველ სამთოელთა სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლი, საქართველოსმეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ინსტიტუტი ერთადერთი სპეციალიზირებული სამეცნიერო დაწესებულებაა ამიერკავკასიაში, სადაც მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ფუნდამენტალური და გამოყენებითი ხასიათის კვლევები სამთო საქმის აქტუალური საემცნიერო-ტექნიკური მიმართულებით.

 1973-1980 წ.წ. ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, გამოჩენილი მეცნიერი და დიდი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ე.მინდელი. უნდა აღინიშნოს მისი უდიდესი წვლილი ინსტიტუტის შენობა-ნაგებობების და ლაბორატორიული ბაზების შექმნისა და აღჭურვის საქმეში.

1980-1988 წლებში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა ცნობილი სამთო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ი. ზურაბიშვილი.

1988-2006 წლებში კი ინსტიტუტის  დირექტორი გახლდათ ცნობილი სამთო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლ. ჯაფარიძე.

ზოგადი ინფორმაცია

  გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტი (წარსულში ცნობილი როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ.ა.წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტი) დაარსდა 1957 წელს. 2006 წელს ინსტიტუტმა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი.ინსტიტუტის ძირითადი პერსონალის რაოდენობა განისაზღვრება   113   საშტატო ერთეულით. მათ შორის სამეცნიერო პერსონალისა – 30: აქედან 8 მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, 7 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 15 მეცნიერი თანამშრომელი. სამეცნიერო განყოფილებებში მუშაობს 35 წლის ასაკამდე 9 თანამშრომელი (აქედან 4 მეცნიერი თანამშრომელი, 3 ინჟინერი, 1 ტექნიკოსი), აგრეთვე ახალგაზრდა თანამშრომელია სამეცნიერო პროგრამების მენეჯერი და საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის უფროსი. ახალგაზრდა სპეციალისტების სამომავლო გეგმებში შედის სამეცნიერო კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლება. – მათგან 3 დოქტორანტია, 2 დოქტორი  და 4  მაგისტრი.ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალიდან 1 აკადემიკოსი, 1 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  წევრ–კორესპონდენტია, 30–ს კი აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
განყოფილებები და ლაბორატორიები:1.მიწისქვეშა ნაგებობებათა მშენებლობის, საბადოთა დამუშავების და კომპლექსური მექანიზაციის განყოფილება:

ა) მიწისქვეშა მშენებლობის ლაბორატორია;

ბ) საბადოთა დამუშავების ლაბორატორია;

გ) კომპლექსური მექანიზაციის ლაბორატორია.

  1. აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილება:

ა) ფეთქებადი მასალების კვლევისა და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორია;

ბ) მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორია;

გ) აფეთქებისაგან დაცვის ტექნოლოგიების ლაბორატორია.

 

  1. ქანების, საშენი მასალების თვისებების და ხარისხის კონტროლის განყოფილება.
  2. ანალიზური ქიმიის და წიაღისეულის გამდიდრების განყოფილება.
  3. საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრი.

 

სამთო ინსტიტუტში აგრეთვე ფუნქციონირებს წყლის ფიზიკო-ქიმიური ანალიზისა და ტექნოლოგიების ჯგუფი.

 

ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების მიმართულებებია:

  • სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის და რეკონსტრუქციის სრულყოფა, მიწისქვეშა გვირაბების საიმედო და ეკონომიური გაყვანის ტექნოლოგიების და სამაგრი კონსტრუქციების შექმნა;
  • მარგი წიაღისეულის საბადოთა დამუშავების მაღალმწარმოებლური, უსაფრთხო ტექნოლოგიების დამუშავება; კარიერის ფერდების მდგრადობის კვლევა;
  • ჰიდრომექანიზირებული კომპლექსები და მილსადენი ჰიდროტრანსპორტი;
  • საბაგირო სატრანსპორტო საშუალებები, ამწევი სატრანსპორტო მოწყობილობები და მექანიზმები;
  • ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერებების შექმნა და საამფეთქებლო სამუშაოების ტექნოლოგიების სრულყოფა;
  • მასიური აფეთქებით გამოწვეული სეისმური ეფექტის კვლევა და საინჟინრო ნაგებობებზე მისი ზემოქმედების შემცირების ხერხების შემუშავება;
  • ბურღვა აფეთქებითი სამუშაოების კომპიუტერული პროგრამების შემუშავება ოპტიმალური პარამეტრების დადგენის მიზნით;
  • აფეთქებით ლითონების დამუშავება; ნანოსტრუქტურული კომპოზიციური მასალების მიღების ტექნოლოგიები;
  • ხალხის და სამთო ობიექტების აფეთქების ზემოქმედებისაგან  დაცვის სისტემების შემუშავება;
  • ქანების და საშენი მასალების თვისებების  მახასითებელთა დადგენა და ხარისხის კონტროლი;
  • ახალი ბგერაჩამხშობი და დაბალი თბოგამტარობის მქონე ხელოვნური სამშენებლო მასალების ტექნოლოგიების შემუშავება;
  • მიწისქვეშა ნაგებობებისა და გვირაბების კონსტრუქციების გაანგარიშება და დაპროექტება;
  • მადანთა და მათი გამდიდრების პროდუქტების ქიმიური ანალიზი;
  • წყლისა და ნიადაგის ანალიზი (მიკრობიოლოგიურის გარდა);
  • მეტალური და არამეტალური სასარგებლო წიაღისეულის ტექნოლოგიური ტესტირება გამდიდრების მექანიკური (გრავიტაცია, მაგნიტური და ელექტროსტატიკური სეპარაცია, ფლოტაცია) და ქიმიური (ჰიდრომეტალურგია) მეთოდებით, საბადოს ეკონომიკური პოტენციალის შეფასების მიზნით;
  • სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების არსებული ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფა;
  • სამთო მრეწველობის ეკოლოგიური პრობლემები.

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:

ინსტიტუტს გააჩნია მიწისქვეშა ექსპერიმენტალური ბაზა ფეთქებადი ნივთიერებების გამოცდისათვის 100 კგ ტროტილის ეკვივალენტის ფარგლებში,  წნეხები (TechPress2TM ჰიდრავლიკური პნევმატური ავტომატური მონტაჟის წნეხი), სტენდები, ოპტიკური მიკროსკოპები, რენტგენო-დიფრაქციული სისტემები X1 (Scintag,  აშშ), მეტალოგრაფიკული, ქიმიური და დიაგნოსტიკური ლაბორატორიული აღჭურვილობა.

 

თანამშრომლობა სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიების სფეროში:

სამთო ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო-კველვით ცენტრებსა და ინსტიტუტებთან: გერმანია (კლაუსტალის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი), საბერძნეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა; აშშ (ლოს-ალამოსის ნაციონალური ლაბორატორია,  აშშ-ს არმიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ლოურენს ლივერმორის ნაციონალური ლაბორატორია, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სამხრეთ დაკოტის  სამთო მრეწველობის და ტექნოლოგიის სკოლა, სან-დიეგოს უნივერსიტეტი, ბრუკჰავენის ეროვნული ლაბორატორია); რუსეთი (ჩერნოგოლოვკის სემენოვის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტი, მაღალი წნევების ფიზიკის ინსტიტუტი, ნოვოსიბირსკის ჰიდროდინამიკის ინსტიტუტი; უკრაინა (ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის  ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის პრობლემათა ინსტიტუტი დნეპროპეტროვსკში, პატონის ელექტროშედუღების ინსტიტუტი, სახელმწიფო საკონსტრუქტირო ბიურო ”იუჟნოე”) და სხვა.

 

სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობა:

გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (საქართველო), საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC), უკრაინაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU), აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF), საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (GRDF), NATO-ს პროგრამაში ”მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” (SPS), ყოფილი საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელი რესპუბლიკების მეცნიერებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის (INTAS), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ დაფინანსებულ მთელ რიგ  სამეცნიერო პროექტებში.

 

 

2014 წელს გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტის 3 საგამოცდო ლაბორატორიამ  მიიღო აკრედიტაცია.

 

  1. ფეთქებადი მასალების კვლევის და აფეთქების ტექნოლოგიების საგამოცდო ლაბორატორია

აკრედიტაციის სფერო:   ფეთქებადი ნივთიერებები

აკრედიტაციის მოწმობის ნომერი:   GAC-TL-0072

http://gac.gov.ge/acredit/1__samto intitutis fetqebadi laboratoria.pdf

  1. ანების, საშენი მასალების თვისებების და ხარისხის კონტროლის საგამოცდო ლაბორატორია  

აკრედიტაციის სფერო:   არამადნეული მასალები, მოსაპირკეთებელი და საგზაო მასალები:

ბეტონი, გრუნტი; ქანი

აკრედიტაციის მოწმობის ნომერი:   GAC-TL-0071

http://gac.gov.ge/acredit/1__SAMTO INT SAMSHENEBLO MASALEBI.pdf

  1. დამიწების კონტურის წინაღობის გამზადების საგამოცდო ლაბორატორია

აკრედიტაციის სფერო:   დამიწების კონტურის წინაღობის გაზომვა

აკრედიტაციის მოწმობის ნომერი:   GAC-TL-0073

ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები და ტექნიკური სამუშაოები:

  • სამთო, სატრანსპორტო, ჰიდროინჟინერული და სხვა სტრუქტურების რეკონსტრუქცია და წარმოების გაუმჯობესება, ტექნოლოგიების განვითარება გვირაბების და დამხმარე სტრუქტურების ეფექტური და ეკონომიური მართვის მიზნით;
  • სამთო მოპოვებითი სამუშაოების ახლოს სამთო ქანების მასების დაძაბულობის მდგომარეობის და მიწისქვეშა სტრუქტურის შესწავლა; მათი შეფასების მეთოდების სრულყოფა;
  • სამთო მოპოვებითი სამუშაოების და მიწისქვეშა სტრუქტურების სტატიკური, რეოლოგიური/დინების და დინამიკური დატვირთვის გამოთვლის მეთოდების განვითარება და მათი პროგრამული და ტექნიკური სახელმძღვანელოების შემუშავება; მათი გამოყენება სპეციფიკურ პროექტებში;
  • ჰიდროსტრანსპორტო სისტემების (პულპასადენები, ნავთობსადენები და გაზსადენები) განვითარება; კომპლექსური მოვლენების უსაფრთხო და საიმედო ოპერირება;
  • უახლესი ეკოლოგიურად სუფთა ასაფეთქებელი ნივთიერებების განვითარება;
  • პერსონალის და სამთო ობიექტების აფეთქების გავლენისგან დაცვის სისტემების განვითარება.

 


 

ინსტიტუტის ოფიციალური ვებ გვერდი

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.